საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ანუგეშეთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი
    საგუშაგო კოშკი — 2019 | მაისი
    • 2 თუმცა ზოგი ბავშვი ამაზე გაცილებით დიდ ტკივილს განიცდის, რადგან მათზე სექსუალურად ძალადობენ. ასეთი რამ შეიძლება მათ ცხოვრებაში ერთხელ მოხდეს ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. როგორც უნდა იყოს, სექსუალური ძალადობა მათზე ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს. ზოგჯერ მოძალადეები ისჯებიან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ისინი თავს აღწევენ სასჯელს. თუმცა მაშინაც კი, როცა მოძალადე მალევე ისჯება, იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, შეიძლება ემოციური ტკივილი ზრდასრულ ასაკშიც კი არ მოუშუშდეთ.

  • ანუგეშეთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი
    საგუშაგო კოშკი — 2019 | მაისი
    • რატომ არის საჭირო ნუგეში?

      4, 5. ა) რატომ უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრულებისგან? ბ) როგორ შეიძლება სექსუალურმა ძალადობამ ბავშვს სხვებისადმი უნდობლობა გაუჩინოს?

      4 ისინი, ვისზეც ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს, შეიძლება წლების შემდეგაც საჭიროებდნენ ნუგეშს. ამის მიზეზს რომ ჩავწვდეთ, უპირველესად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ზრდასრულებისგან. სექსუალურ ძალადობაზე ბავშვები ხშირ შემთხვევაში უფროსებისგან სრულიად განსხვავებულად რეაგირებენ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

      5 ბავშვები სიახლოვეს უნდა გრძნობდნენ იმ ადამიანთან, ვინც მათ აღზრდაზე ზრუნავს, და ენდობოდნენ მას. ასეთი ურთიერთობა ბავშვს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს და ნდობით განაწყობს მათ მიმართ, ვინც მისადმი სიყვარულს ავლენს (ფსალმ. 22:9). სამწუხაროდ, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ადგილი ხშირად მისივე სახლია და მოძალადეები, ძირითადად, ახლო ნათესავები ან ოჯახის ახლო მეგობრები არიან. როცა ბავშვზე ის ადამიანი ძალადობს, ვისაც ენდობოდა, მას ზრდასრულ ასაკშიც კი უჭირს სხვების ნდობა.

      6. რატომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა სისასტიკე და უდიდესი ზიანის მომტანი დანაშაული?

      6 ბავშვები დაუცველები არიან ისეთი სასტიკი და ზიანის მომტანი დანაშაულისგან, როგორიც სექსუალური ძალადობაა. სექსუალური ძალადობა ბავშვს წარმოუდგენელ ზიანს აყენებს, რადგან ის არც ფიზიკურად, არც ემოციურად და არც გონებრივად არ არის მზად ქორწინებისთვის და სქესობრივი ცხოვრებისთვის. ძალადობის მსხვერპლს შეიძლება წარმოდგენა დაუმახინჯდეს სექსზე, უღირსობის გრძნობა გაუჩნდეს და ყველას ეჭვის თვალით დაუწყოს ყურება, ვინც მასთან დაახლოებას შეეცდება.

      7. ა) რატომ ატყუებენ ადვილად მოძალადეები ბავშვებს და როგორ აკეთებენ ისინი ამას? ბ) რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ტყუილებს?

      7 ბავშვებს არ შეუძლიათ ბოლომდე შეაფასონ მდგომარეობა, ამოიცნონ საფრთხე და მოერიდონ მას (1 კორ. 13:11). ამიტომ მოძალადეები ძალიან მარტივად ატყუებენ ბავშვებს, რათა მათზე სექსუალურად იძალადონ. ისინი საშინელ ტყუილს ეუბნებიან ბავშვს და აჯერებენ, რომ თითქოს ის არის დამნაშავე მომხდარში. ეუბნებიან, რომ საიდუმლოდ შეინახოს ეს ამბავი, რადგან არავინ დაუჯერებს და ვერავინ დაეხმარება. მოძალადეები იმასაც აჯერებენ მათ, რომ ბავშვსა და ზრდასრულს შორის სქესობრივი კავშირი გულწრფელი სიყვარულის გამოხატულებაა. ასეთი ტყუილები აზროვნებას უმახინჯებს ბავშვს და წლების მანძილზე სჯერა ამ სიცრუის. როცა ხვდება, რომ საშინლად მოექცნენ, თავს უღირსად და დამნაშავედ გრძნობს და ფიქრობს, რომ სხვებისგან სიყვარულსა და ნუგეშს არ იმსახურებს.

      8. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვას შეუძლია ძალადობის მსხვერპლთა ნუგეშისცემა?

      8 აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ სექსუალურ ძალადობას ხანგრძლივი ზიანი მოაქვს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება