-
ვერავინ იქნება ორი ბატონის მონასაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აპრილი
-
-
8, 9. ა) რა პრობლემები იჩენს ხშირად თავს, როცა ერთ-ერთი მშობელი ოჯახისგან შორს ცხოვრობს? ბ) რა ემოციურ და ზნეობრივ პრობლემებს იწვევს განშორება?
8 როგორც წესი, საზღვარგარეთ წასვლამდე ყველა ცდილობს, წინასწარ შეაფასოს რისკ-ფაქტორები და ის მსხვერპლი, რის გაღებაც მოუწევთ, მაგრამ ცოტა თუ ხედავს იმ შესაძლო შედეგებს, რაც ოჯახის დატოვებას მოჰყვება (იგავ. 22:3).c სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა მერილინმა, მხოლოდ ოჯახთან განშორების შემდეგ იგრძნო დიდი ტკივილი. ეს ტკივილი არც მისი მეუღლისა და შვილისთვის ყოფილა უცხო. პატარა ჯიმი გამუდმებით ეკითხებოდა დედას: „რატომ დამტოვე, დედიკო?“. თავიდან მერილინი გეგმავდა, რომ საზღვარგარეთ მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩებოდა, მაგრამ თვე თვეს მისდევდა, წელი კი — წელს. ის მიხვდა, რომ მათ ოჯახში რაღაც რიგზე ვერ იყო. ჯიმი გულჩათხრობილი გახდა და რაც დრო გადიოდა, დედას უფრო და უფრო შორდებოდა ემოციურად. მერილინი გულისტკივილით იხსენებს: „ვხედავდი, ჯიმის ჩემ მიმართ სიყვარული უნელდებოდა“.
9 როდესაც ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, შესაძლოა ემოციურმა და ზნეობრივმა პრობლემებმა იჩინოს თავი.d ემოციური ჭრილობა გაცილებით ღრმაა, როცა მშობელი დიდი ხნით ტოვებს თავის მცირეწლოვან შვილს. მერილინი უხსნიდა ჯიმის, რომ ყველაფერს მის საკეთილდღეოდ აკეთებდა. მაგრამ ჯიმი დედისგან მიტოვებულად გრძნობდა თავს. თავიდან გული სტკიოდა, რადგან დედა გვერდით არ ეგულებოდა; მაგრამ მოგვიანებით, როცა დედა მათ მოსანახულებლად ჩამოდიოდა ხოლმე, ის მის სახლში ყოფნას ვეღარ ეგუებოდა. როგორც მიტოვებულ ბავშვებს სჩვევიათ, ჯიმიც ფიქრობდა, რომ დედას აღარ ჰქონდა უფლება, მისგან მორჩილება და სიყვარული მოეთხოვა (წაიკითხეთ იგავების 29:15).
შვილს ინტერნეტის მეშვეობით ვერ ჩაეხუტებით (იხილეთ მე-10 აბზაცი)
10. ა) როგორ აისახება შვილებზე, როცა მშობელი თავის არყოფნას მათ საჩუქრებით უვსებს? ბ) რის ნაკლებობას განიცდის ოჯახი, როდესაც მშობელი შორიდან ცდილობს შვილის აღზრდას?
10 მართალია, მერილინი ცდილობდა, ფულითა და საჩუქრებით შეევსო შვილისთვის თავისი არყოფნა, მაგრამ ის ხედავდა, რომ მას უფრო და უფრო შორდებოდა და თავისდა უნებლიეთ შვილს სულიერსა და ოჯახურ ურთიერთობებზე მეტად მატერიალური ნივთების სიყვარულს უნერგავდა (იგავ. 22:6). ჯიმი დედას ეუბნებოდა: „შენ ნუ ჩამოხვალ. საჩუქრები გამომიგზავნე ხოლმე“. მერილინმა დროთა განმავლობაში გააცნობიერა, რომ შვილს ვერ აღზრდიდა წერილების, სატელეფონო ზარებისა და კომპიუტერის მეშვეობით გამართული საუბრებით. მერილინი ამბობს: „შეუძლებელია ინტერნეტის მეშვეობით ჩაეხუტო შვილს ან ძილის წინ აკოცო“.
-
-
ვერავინ იქნება ორი ბატონის მონასაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აპრილი
-
-
15, 16. ა) მოჰყევით აბზაცში მოხსენიებულ ერთი დის შემთხვევას. ბ) რატომ გადაწყვიტა მან თავისი ქალიშვილის სხვაგვარად აღზრდა?
15 კიდევ ერთი ჩვენი და ვიკი გვიყვება: „რამდენიმე წელი ბებია მზრდიდა, ჩემი უმცროსი და კი მშობლებთან იზრდებოდა. როდესაც მშობლებთან გადავედი საცხოვრებლად, მათ მიმართ გრძნობები უკვე განელებული მქონდა. ჩემი და თავისუფლად გრძნობდა თავს, გულღიად საუბრობდა, მშობლებს ეხუტებოდა და მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მე კი მშობლებთან არ ვიყავი გახსნილი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დღემდე მიჭირს მათთან ჩემს გრძნობებზე საუბარი. მე და ჩემი და დავპირდით მშობლებს, რომ როდესაც ასაკში შევლენ, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ. მართალია, მშობლებს მოვუვლი, მაგრამ მე ამისკენ უფრო მოვალეობის გრძნობა აღმძრავს, ჩემს დას კი — სიყვარული.
16 დედა მთხოვს, რომ ჩემი ქალიშვილი მას გავუგზავნო აღსაზრდელად ისე, როგორც მან ერთ დროს მე გამგზავნა ბებიასთან. მე ტაქტიანად ვეუბნები უარს. მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, რომ შვილები იეჰოვას პრინციპებით აღვზარდოთ. ნამდვილად არ მსურს, რომ მე და ჩემს გოგონას ურთიერთობაში ბზარი გაჩნდეს“. ვიკი დარწმუნებულია, რომ წარმატება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ფინანსურ მიზნებსა და ოჯახურ ინტერესებზე წინ იეჰოვა და მისი პრინციპები დგას. და ეს მართლაც ასეა, რადგან იესომ არაორაზროვნად თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა . . . ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24; გამ. 23:2).
-
-
ვერავინ იქნება ორი ბატონის მონასაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აპრილი
-
-
d არაერთი ქვეყნის მონაცემების თანახმად, ოჯახში სერიოზული პრობლემები მაშინ იქმნება, როცა ერთ-ერთი მშობელი ტოვებს მეუღლესა და შვილს და საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის. ამ პრობლემებს განეკუთვნება: ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მხრიდან ღალატი, ჰომოსექსუალიზმი ან ინცესტი (სისხლის აღრევა), ბავშვებში ცუდი ყოფა-ქცევა და აკადემიური მოსწრების დაბალი მაჩვენებელი, აგრესია, აფორიაქება, დეპრესია და თვითმკვლელობაზე ფიქრი.
-