-
მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!საგუშაგო კოშკი — 2019 | დეკემბერი
-
-
პატივი ეცით ცოლ-ქმრის გადაწყვეტილებას
3. ა) ვისი გადასაწყვეტია, იყოლიებს თუ არა ცოლ-ქმარი შვილს? ბ) რომელი ბიბლიური პრინციპი უნდა გაითვალისწინონ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა?
3 ზოგიერთ კულტურაში ახალდაქორწინებულებისგან მოელიან, რომ მალევე იყოლიებენ შვილებს. შესაძლოა ამის გამო ცოლ-ქმარი ოჯახის წევრებისგან და სხვებისგან ზეწოლას განიცდიდეს. აზიაში მცხოვრები ერთი ძმა, სახელად ჯეთრო, ამბობს: „კრებაში ზოგი მშობელი დაქორწინებულებს შვილების გაჩენისკენ მოუწოდებს“. კიდევ ერთი ძმა, ჯეფრი, რომელიც აზიაში ცხოვრობს, აღნიშნავს: „ზოგჯერ უშვილო ცოლ-ქმარს ეუბნებიან, რომ, როცა მოხუცდებიან, პატრონი არ ეყოლებათ და მათზე არავინ იზრუნებს“. თუმცა იყოლიებს თუ არა ცოლ-ქმარი შვილებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სხვა ვერავინ აიღებს (გალ. 6:5). ცხადია, მეგობრებსა და ოჯახს ახალდაქორწინებულების ბედნიერება სურთ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მხოლოდ ცოლ-ქმრის გადასაწყვეტია, იყოლიებენ თუ არა შვილს (1 თეს. 4:11).
4, 5. რომელ ორ საკითხზე უნდა ისაუბროს წყვილმა და როდის არის შესაფერისი დრო ამისთვის? ახსენით.
4 თუ დაქორწინებულები შვილების ყოლას გადაწყვეტენ, კარგი იქნება, დაფიქრდნენ ორ მნიშვნელოვან საკითხზე: პირველი, როდის აპირებენ ბავშვის გაჩენას და მეორე, რამდენი შვილის ყოლას გეგმავენ. როდის არის ამ თემაზე საუბრისთვის შესაფერისი დრო? და რატომ არის ეს ორი საკითხი ასე მნიშვნელოვანი?
5 როგორც წესი, შვილების ყოლაზე წყვილი დაქორწინებამდე უნდა დაფიქრდეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ერთი აზრი ჰქონდეთ ამ საკითხზე. გარდა ამისა, გულახდილად უნდა ისაუბრონ, მზად არიან თუ არა ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. ზოგმა ახალდაქორწინებულმა გადაწყვიტა, ერთი-ორი წელი არ ჰყოლოდათ შვილები, რადგან ბავშვებზე ზრუნვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მათ ასეთი არჩევანი იმიტომ გააკეთეს, რომ ეს დრო ახალ ოჯახურ ცხოვრებასთან შესაგუებლად გამოეყენებინათ და ერთმანეთს უფრო დაახლოებოდნენ (ეფეს. 5:33).
6. რა გადაწყვიტა ზოგმა დაქორწინებულმა წყვილმა და რატომ?
6 ზოგმა ქრისტიანმა გადაწყვიტა, მიებაძა ნოეს შვილებისა და მათი ცოლებისთვის, რომელთაც დაქორწინებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჰყავდათ შვილები (დაბ. 6:18; 9:18, 19; 10:1; 2 პეტ. 2:5). იესომ ჩვენი დრო „ნოეს დროს“ შეადარა. დღეს აშკარად ვხედავთ, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ გვიწევს ცხოვრება (მათ. 24:37; 2 ტიმ. 3:1). აქედან გამომდინარე, ზოგმა დაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, გარკვეული ხნით გადაედო ბავშვის გაჩენა, რათა უფრო მეტი დრო დაეთმო იეჰოვას მსახურებისთვის.
სანამ ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, რამდენი შვილი იყოლიოს, გონიერებას გამოავლენს, თუ წინასწარ „გამოთვლის ხარჯებს“ (იხილეთ აბზაცი 7)c
7. როგორ ეხმარება ლუკას 14:28, 29-სა და იგავების 21:5-ში ჩაწერილი პრინციპები დაქორწინებულებს?
7 სანამ ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, რამდენი შვილი იყოლიოს, გონიერებას გამოავლენს, თუ წინასწარ „გამოთვლის ხარჯებს“ (წაიკითხეთ ლუკას 14:28, 29). გამოცდილი მშობლები ამბობენ, რომ შვილების ყოლა და გაზრდა მხოლოდ ხარჯებთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაქორწინებულები დაფიქრდნენ შემდეგ კითხვებზე: ორივეს მოგვიწევს მუშაობა ოჯახის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? ერთი აზრი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ოჯახის ძირითადი საჭიროებები? თუ ორივე ვიმუშავებთ, ვინ მიხედავს ბავშვებს? ვინ იზრუნებს მათ აღზრდაზე? დაქორწინებულები იგავების 21:5-ში ჩაწერილ პრინციპს ითვალისწინებენ, როცა ამ საკითხებზე მსჯელობენ (წაიკითხეთ).
მოსიყვარულე ქმარი ყველანაირად უჭერს მხარს თავის მეუღლეს (იხილეთ აბზაცი 8)
8. რა სირთულეებს უნდა მოელოდნენ დაქორწინებული ქრისტიანები და როგორ მოიქცევა მოსიყვარულე ქმარი?
8 ბავშვზე ზრუნვა ორივე მშობლისგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუ ცოლ-ქმარს რამდენიმე მცირეწლოვანი შვილი ეყოლება, შეიძლება გაუჭირდეს მათთვის სათანადო ყურადღების მიქცევა. ზოგიერთი მშობელი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ამბობს, რომ ძალაგამოცლილია. ზოგჯერ დედები ფიზიკურად ძალიან იღლებიან და თავს ემოციურად გამოფიტულად გრძნობენ. მათ შეიძლება ძალა აღარ შერჩეთ იმისთვის, რომ ილოცონ, ბიბლიური საკითხები გამოიკვლიონ ან რეგულარულად იქადაგონ. გარდა ამისა, შეიძლება გაუჭირდეთ კრების შეხვედრებზე ყურადღებით მოსმენა და რაიმეს სწავლა. რა თქმა უნდა, მოსიყვარულე ქმარი ყველაფერს გააკეთებს, რომ კრებასა თუ სახლში ბავშვებს ყურადღება მიაქციოს და ცოლს სახლის საქმეებში მიეხმაროს. ქრისტიანი ოჯახისთავი ცდილობს, ისე შეადგინოს ოჯახური თაყვანისცემის პროგრამა, რომ ოჯახის თითოეული წევრისთვის სასარგებლო იყოს. ამ ყველაფერთან ერთად, ის დროს გამოყოფს, რომ ოჯახთან ერთად რეგულარულად იქადაგოს.