-
„სწავლაში შეუდარებელი მექანიზმი მთელ სამყაროში“გამოიღვიძეთ! — 2011 | ოქტომბერი
-
-
როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება
დაახლოებით ორი წლის ასაკში ბავშვს ხშირად ეცვლება გუნება-განწყობილება და ისტერიკაში ვარდება. ეს მართლაც საშინლად მოქმედებს მშობლებზე. ბავშვი ამ დროს გამუდმებით გაიძახის „არა“, „არ მინდა“. მას შინაგანი კონფლიქტი აქვს საკუთარ თავთან და შესაძლოა, უკმაყოფილო იყოს როგორც მშობლების, ისე საკუთარი თავის. შესაძლოა, თქვენთან არ უნდოდეს ყოფნა და, ამავე დროს, უთქვენოდ ვერ ძლებდეს. დაბნეული მშობელი ბევრ რამეს ვერ ხვდება და რასაც არ უნდა აკეთებდეს, აზრი არაფერს არა აქვს. მაგრამ, რა ხდება ამ დროს სინამდვილეში?
მოდი, დავფიქრდეთ, რა რადიკალური ცვლილებები ხდება ბავშვის ცხოვრებაში ამ დროს. აქამდე, შეიძლება ითქვას, რომ ის ყველას თავის დაკრულზე აცეკვებდა. ახლა კი ნელ-ნელა ხვდება, რომ მისი „მეფობა“ დროებითი ყოფილა და თვითონ მოუწევს რაღაც-რაღაცების კეთება. თანდათან აცნობიერებს, რომ მისი როლი შეიცვალა და ახლა უკვე მისგან მოითხოვენ მორჩილებას. თუ ბიბლიის ფურცლებს დავესესხებით, მასში შემდეგი მოწოდებაა მოცემული: „ბავშვებო დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში“ (კოლოსელები 3:20).
ამ რთულ პერიოდში მშობლებს ყურადღება მართებთ, რომ სადავეები არ მიუშვან. თუ ამას მტკიცედ, მაგრამ სიყვარულით გააკეთებენ, ბავშვი ადვილად შეეგუება თავის ახალ როლს. ეს ნასწავლი კი მას ზრდის შემდგომ ეტაპზე წაადგება.
-
-
„სწავლაში შეუდარებელი მექანიზმი მთელ სამყაროში“გამოიღვიძეთ! — 2011 | ოქტომბერი
-
-
[ჩარჩო 6 გვერდზე]
რატომ ვარდებიან ისტერიკაში?
ჯონ როუზმონდი თავის წიგნში წერს: «როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება, ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვს რაღაც ისე ვერ გაუკეთა, როგორც საჭირო იყო და ამის გამო ჩავარდა პატარა ასეთ მდგომარეობაში. ამიტომ თუ მშობლები ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებენ, ლოგიკურია, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და გამოასწორონ „ჩადენილი დანაშაული“. და თუკი წეღან ბავშვს რაღაცაზე უარი უთხრეს, ახლა უკვე მზად არიან, ნებისმიერი სურვილი შეუსრულონ. და თუ ოდნავ წამოარტყამენ, დანაშაულის გრძნობამ რომ არ შეაწუხოს, ზედ გადაჰყვებიან და ყველაფერს უსრულებენ. ეს მეთოდი ორივე მხარეს ხელს აძლევს. ისტერიკა წყდება, მშობლებიც შვებას გრძნობენ; ამ დროს კი ბავშვი ერთ რამეს ხვდება — ისტერიკა ბრწყინვალე საშუალებაა იმის მისაღებად, რაც უნდა, თანაც, რაც მეტს იჩხავლებს, მეტ რამეს მიიღებს» (New Parent Pover).
-
-
რას ამბობენ მშობლებიგამოიღვიძეთ! — 2011 | ოქტომბერი
-
-
ისტერიკა
„ბავშვი ფიქრობს, რომ რასაც მოისურვებს, ყველაფერი უნდა მისცენ. ჩვენს ბიჭსაც ეს პრობლემა ჰქონდა. თუ სურვილს არ შევუსრულებდით, რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს აქეთ-იქით ისროდა. ის ჩვენი პირველი შვილი იყო და როცა ისტერიკაში ვარდებოდა, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. სხვები გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი რამ ბავშვებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ დიდი ვერაფერი ნუგეში იყო ეს ჩვენთვის“ (სიუზენი, კენია).
„ჩვენი გოგონა ორი წლისა რომ იყო, იატაკზე გაწვებოდა ხოლმე, ყვიროდა, ტიროდა და ფეხებს იქნევდა . . . ძალიან გვაღიზიანებდა ასეთი საქციელი. იმ მომენტში ლაპარაკი არ შველოდა. თავის ოთახში ვუშვებდით და წყნარად ვეუბნებოდით, რომ დამშვიდებულიყო და მერე გამოსულიყო ოთახიდან, შემდეგ კი ერთად ვისაუბრებდით ამ საკითხზე. ბოლოს, როცა წყნარდებოდა, ან მე ან ჩემი მეუღლე მივდიოდით და ვუხსნიდით, რატომ იყო მისი საქციელი არასწორი. ეს მეთოდი ამართლებდა. ერთხელ იმასაც კი მოვკარით ყური, როგორ სთხოვდა ღმერთს პატიებას თავისი საქციელის გამო. დროთა განმავლობაში ის იმდენად ხშირად აღარ ვარდებოდა ისტერიკაში და ბოლოს საერთოდ შეწყვიტა“ (იოლანდა, ესპანეთი).
„ისტერიკის დროს ბავშვი ექსპერიმენტს ატარებს იმის დასადგენად, რამდენად გაიტანს თავისას. თუ მას იმის უფლებას მისცემთ, რასაც მანამდე მკაცრად უკრძალავდით, დააბნევთ პატარას. ერთ რამეს მივხვდით, როცა პრინციპულები ვიყავით და ჩვენს სიტყვას არ გადავდიოდით, ბავშვები სწავლობდნენ, რომ ჩხავილით ვერაფერს მიიღებდნენ“ (ნილი, დიდი ბრიტანეთი).
-