-
გადაარჩინე შვილი!საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივლისი
-
-
მაიკლი და ალფინა ცხოვრობენ კუაზულუ-ნატალის მწვანე გორებს შორის მდებარე სოფლის ველზე (სამხრეთ აფრიკა). შვიდი ბავშვის აღზრდისას მათ მრავალი სიძნელე შეხვდათ. მეუღლის სრული მხარდაჭერით მაიკლმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რომ დამორჩილებოდა მამებთან დაკავშირებულ ბიბლიურ მოწოდებას: „აღზარდეთ [შვილები] უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). მაგრამ ზოგჯერ მაინც პრობლემები წამოიჭრება.
მაგალითად, აფრიკელი მწყემსი ბიჭუნებისთვის ჩვეულებრივია თავიანთი მშობლების მსხვილფეხა რქოსანი საქონლის გაერთიანება, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ ერთად თამაშისთვის. ზოგჯერ ისინი ცელქობენ და მათთვის შეუფერებელ საკითხებზე ლაპარაკობენ. როცა მაიკლის ვაჟები ოჯახის საქონლის სამწყემსად გადიოდნენ, ის მკაცრად არიგებდა მათ, რომ ურთიერთობა არ ჰქონოდათ ზოგ ბავშვთან (იაკობი 4:4). მიუხედავად ამისა, სამუშაოდან სახლში დაბრუნებისას ის ზოგჯერ ხედავდა, რომ ისინი მაინც აკეთებდნენ ამას. ამიტომ მას მათი დასჯა უწევდა (იგავნი 23:13, 14).
ფიქრობ, რომ მაიკლი მეტისმეტად მკაცრი იყო თავის ბავშვებთან? ზოგი შეიძლება ასე თვლიდეს, მაგრამ იესო ქრისტემ თქვა, რომ „სიბრძნე საქმეებითაა გამართლებული“ (მათე 11:19). მაიკლმა და ალფინამ სახლში მოსიყვარულე ატმოსფერო შექმნეს იმით, რომ დროს უთმობდნენ თავიანთ ბავშვებს და ასწავლიდნენ მათ ბიბლიურ ცნობებსა და ჭეშმარიტებებს.
მაიკლსა და ალფინას ჰყავთ ოთხი ასული — თიმბეკილი, სეფივე, თოლაკელი და თიმბეკანი. თითოეული, ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის სრული დროით მქადაგებელია. მათი ორი ვაჟი იეჰოვას მოწმეთა კრებებში თავმჯდომარე ზედამხედველად მსახურობს. მესამე ვაჟი, რომლის მეუღლეც აგრეთვე სრული დროით მქადაგებელია, სამსახურებრივი თანაშემწეა.
-
-
გადაარჩინე შვილი!საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივლისი
-
-
ერთი სამხრეთ აფრიკელი დედა გვიამბობს: «სკოლაში ჩვენი ქალიშვილის მიყვანის დღიდან ყოველთვის ვამხნევებდით მას, ეამბნა, რა მოხდა დღის განმავლობაში. მაგალითად, შევეკითხებოდი: „ვისთან ერთად იყავი შესვენებაზე? მითხარი რამე შენს ახალ მასწავლებელზე. როგორ გამოიყურება? რა არის დაგეგმილი ამ კვირაში?“ ერთხელ ჩვენი ქალიშვილი მოვიდა სახლში და გვითხრა, რომ ინგლისური ენის მასწავლებელი აპირებდა კლასის წაყვანას კინოფილმის სანახავად, რომელზეც მოგვიანებით რეცენზიას დაწერდნენ. კინოფილმს საეჭვო სათაური ჰქონდა. როგორც გამოირკვა, ის ქრისტიანისთვის შეუფერებელი იქნებოდა. ეს საკითხი მთელმა ოჯახმა განვიხილეთ. მეორე დღეს ჩვენი ქალიშვილი მივიდა მასწავლებელთან და აუხსნა, რომ არ სურდა კინოფილმის ნახვა, რადგან მასში აღწერილი ზნეობა არ იქნებოდა მის ქრისტიანულ შეხედულებებთან შეთანხმებული. მასწავლებელმა იფიქრა ამ საკითხზე, მოგვიანებით კი მადლობა გადაუხადა ჩვენს ქალიშვილს და უთხრა, რომ არ უნდოდა კლასის წაყვანა ისეთი რამის საყურებლად, რაზეც ინანებდა». სიყვარულით აღსავსე ინტერესმა, რომელსაც ეს მშობლები მუდამ ავლენდნენ თავიანთი ქალიშვილის გადასარჩენად, კარგი ნაყოფი გამოიღო. მათი ქალიშვილი არის ბედნიერი, ოპტიმისტური პიროვნება და ამჟამად სამხრეთ აფრიკაში მსახურობს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში.
-
-
გადაარჩინე შვილი!საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივლისი
-
-
ერთი ახალგაზრდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში მსახურობს, ყვება: «პატარა რომ ვიყავი, მამაჩემს საოჯახო საქმეებში ვეხმარებოდი ხოლმე. მე მიყვარდა ეს, უბრალოდ, იმიტომ, რომ მამა ნამდვილად აფასებდა ჩემს პატარა წვლილს. მუშაობის განმავლობაში ის ბევრს მიყვებოდა იეჰოვაზე. მაგალითად, მახსენდება ერთი შაბათი, როცა გულმოდგინედ ვკრეჭდით გაზონს. მართლა ცხელოდა. მამა ოფლიანდებოდა, ამიტომ გავიქეცი და ორი ჭიქა წყალი მოვიტანე, თან ყინული ჩავაგდე შიგ. მამამ მითხრა: „ხედავ, შვილო, რა ბრძენია იეჰოვა? ყინული წყალზე ტივტივებს. ის რომ ჩაძირულიყო, ტბებისა და ტბორების ფსკერზე ყოველგვარი სიცოცხლე გაწყდებოდა. ნაცვლად ამისა, ყინული საიზოლაციო საფარის როლს ასრულებს! არ გვეხმარება ეს, უკეთ გავიცნოთ იეჰოვა?“a მოგვიანებით, ნეიტრალიტეტის დაცვისთვის ციხეში ყოფნისას, ფიქრის საშუალება მომეცა. ერთ ღამეს ჩემს საკანში სევდიანს გამახსენდა მამაჩემის ეს სიტყვები. რა აზრიანი იყო ისინი! რომ შემეძლოს, მარადიულად ვეთაყვანებოდი იეჰოვას».
-
-
გადაარჩინე შვილი!საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივლისი
-
-
ერთი სამხრეთ აფრიკელი მამა, რომელსაც ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს, ყვება: „ხშირ შემთხვევაში, საშუალება მქონდა, ჩემს ქალიშვილებთან ერთადაც კი განმეხილა საფრთხილო სექსუალური საკითხები. ჩემი მეუღლე კი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ჩვენს გოგონებს იმით, რომ სარგებლობდა წიგნით „შენი ახალგაზრდობა — ჰპოვე საუკეთესო მასში“ (იხილე გვერდები 26–31). ჩემი ვაჟი 12 წლის რომ იყო, გადავწყვიტე, თან წამეყვანა შორს, მთებში. იმ შემთხვევისას, ჩვენ დეტალებში განვიხილეთ ბიჭის სხეულის განვითარება და განსაკუთრებული დანიშნულება, რომელიც მოგვიანებით ქორწინებაში გარკვეულ როლს შეასრულებდა. მასთან ერთად განვიხილე აგრეთვე აუცილებლობა — მორიდებოდა მასტურბაციის სამარცხვინო ჩვევას და გოგონებისთვის ეყურა კეთილშობილურად და პატივისცემით, როგორც საკუთარ დედასა და დებს უყურებს“.
სასიხარულო ჯილდო
ახლახანს მოხსენიებული მამა და დედა გულმოდგინედ შრომობდნენ და ბედნიერები არიან, რომ სამი ბავშვის აღზრდაში კარგ შედეგებს მიაღწიეს. ახლა სამივე ერთგულ ქრისტიანებზე დაქორწინებული მოწიფული ადამიანები არიან. მათი ვაჟი და სიძეები უხუცესებად მსახურობენ ქრისტიანულ კრებაში, ორი წყვილი კი მრავალი წელია სრული დროით არის დაკავებული სამახარებლო საქმით.
დიახ, მშობლებს, რომლებიც გულმოდგინედ შრომობენ საკუთარი სახლის გადასარჩენად, შეუძლიათ სასიხარულო ჯილდოს მოლოდინი ჰქონდეთ შვილებისგან, რომლებიც ასეთი ბიბლიური სწავლების მორჩილებას ირჩევენ, ვინაიდან იგავნის 23:24, 25 ამბობს: „ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს. გაიხარებს შენი დედ-მამა“. ყურადღება მიაქციე ამ სტატიის შესავალში მოხსენიებულ დიდ ოჯახს. „როცა ჩემი შვილების მიერ მიღწეულ სულიერ წარმატებებზე ვფიქრობ, — ამბობს ალფინა, — გული სიხარულით მიძგერს“. დაე ყველა ქრისტიანმა მშობელმა იშრომოს ამ სასიხარულო ჯილდოსთვის.
-