საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შვილების გულებში იეჰოვასადმი სიყვარულის ჩანერგვა
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 მაისი
    • იეჰოვას წინაშე ჩვენი მოვალეობა

      ბავშვებისთვის ღვთისადმი სიყვარულის ჩასანერგად ბიბლიის რეგულარულად კითხვა და სწავლაა საჭირო. ამ მიზნის მისაღწევად, ყოველკვირა, უმეტესწილად ორშაბათ საღამოობით, ოჯახური შესწავლა გვქონდა. რადგან უფროსსა და უმცროს შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა ცხრა წელი იყო, მათ საკმაოდ განსხვავებული მოთხოვნილებები ჰქონდათ, რის გამოც ყველა ბავშვს ერთი და იმავე მასალით ვერ ვამეცადინებდით.

      მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საკმაოდ მარტივი მასალა გვქონდა შერჩეული. კარლა მათთან მხოლოდ ერთ ბიბლიურ მუხლს იხილავდა ან პუბლიკაციებიდან ბიბლიური სიუჟეტების ამსახველ სურათებს აჩვენებდა. ახლაც თვალწინ მიდგას, თუ როგორ გვაღვიძებდნენ პატარები დილაუთენია, ლოგინზე ამოგვიცოცდებოდნენ და თავიანთ საყვარელ სურათებს გვიჩვენებდნენ წიგნიდან „ახალი ქვეყნიერება“a.

      კარლამ ალღო აუღო იმას, თუ როგორ დაენახვებინა ბავშვებისთვის იმის მრავალი მიზეზი, რის გამოც ყველას უნდა გვყვარებოდა იეჰოვა. ყოველივე ეს შეიძლება ადამიანს სულ უბრალოდ მოეჩვენოს, მაგრამ, ფაქტობრივად, ფიზიკურად და ემოციურად იმდენ ძალისხმევას მოითხოვდა, რომ ჩემი და კარლას თითქმის მთელი დრო მიჰქონდა. მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. გვინდოდა, მათ ნაზ გულებში ჩვენ ჩაგვენერგა ცხოვრებისეული ფასეულობები მანამდე, ვიდრე მათზე გავლენის მოხდენას ისეთი ადამიანები დაიწყებდნენ, რომლებიც იეჰოვას არ იცნობდნენ. ამიტომ აუცილებელ მოთხოვნად გვქონდა ქცეული, რომ, როგორც კი ბავშვი ცოტა წამოიზრდებოდა და უკვე ჯდომა შეეძლებოდა, საოჯახო შესწავლას დასწრებოდა.

  • შვილების გულებში იეჰოვასადმი სიყვარულის ჩანერგვა
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 მაისი
    • ბავშვებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა

      რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი აწყობილად არ გვქონია. ბავშვების წამოზრდასთან ერთად შევნიშნეთ, რომ მათში სიყვარულის ჩასანერგად საჭირო იყო, გაგვეგო, თუ რა ედოთ გულში. ამისათვის კი აუცილებელი იყო მოსმენა. ზოგჯერ ბავშვები ამა თუ იმ საკითხზე ჩიოდნენ, ამიტომ მე და კარლა დავსხდებოდით ხოლმე და ვსაუბრობდით იმ საკითხზე, რომელიც მათ აწუხებდათ. ამისათვის საოჯახო შესწავლის დამთავრების შემდეგ სპეციალურად ნახევარი საათი გვქონდა გამოყოფილი. ნებისმიერს შეეძლო გულახდილად ეთქვა, თუ რას გრძნობდა პირადად ის.

      მაგალითად, ერთხელ ტომასსა და გაბრიელას (ორი უმცროსი შვილი) ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ჩვენ, მშობლები, გამორჩევით ვექცეოდით უფროს შვილს. ერთ საღამოს მათ გულახდილად გვითხრეს: „მამი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დედა და შენ ჰანს ვერნერს ყველაფრის უფლებას აძლევთ“. თავიდან საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი. მაგრამ საკითხისადმი ობიექტურად მიდგომის შემდეგ კარლამ და მე ვაღიარეთ, რომ ბავშვები არც თუ უსაფუძვლოდ ჩიოდნენ. ამიტომ ყველანაირად ვცდილობდით, ყველა შვილს ერთნაირად მოვქცეოდით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება