საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღმერთისთვის დიდების მომტანი ოჯახის „აშენება“
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
    • [მთელი 147 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]

  • ღმერთისთვის დიდების მომტანი ოჯახის „აშენება“
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
    • ბავშვების აღზრდა ღვთის შემეცნების მიხედვით

      15. როგორ გრძელდება ზოგჯერ მშობლების მიერ აღზრდის მცდარი მეთოდები, მაგრამ როგორ შეიძლება ამ პროცესის შეწყვეტა?

      15 მხოლოდ ის, რომ პიროვნებას აქვს ჩაქუჩი და ხერხი, არ ხდის მას უნარიან დურგლად. მსგავსად, მხოლოდ ბავშვების ყოლა პიროვნებას არ ხდის უნარიან მშობლად. ხშირად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მშობლები თავიანთ ბავშვებს ზრდიან ისე, როგორც თვითონ იყვნენ აღზრდილნი. ასეთი სახით, ზოგჯერ, აღზრდის მცდარი მეთოდები ერთი თაობიდან მეორეში გადადის. ძველი ებრაული ანდაზა გვეუბნება: „მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო“. ამიტომ საღვთო წერილი გვიჩვენებს, რომ პიროვნება არ უნდა მისდევდეს მეთოდს, რომელიც დამკვიდრებულია თავისი მშობლების მიერ. მას შეუძლია ამოირჩიოს განსხვავებული გზა, ერთადერთი გზა, რომელზეც გავლენას ახდენს იეჰოვას წესები (ეზეკიელი 18:2, 14, 17).

      16. რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახზე ზრუნვა და რა შედის ამაში?

      16 იეჰოვა ქრისტიანი მშობლებისგან მოელის, რომ თავიანთი შვილები უზრუნველყონ სათანადო ხელმძღვანელობითა და მზრუნველობით. პავლემ დაწერა: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). როგორი ძლიერი სიტყვებია! ღვთისმოსავი პიროვნების, როგორც უზრუნველმყოფლის, პრივილეგია და ვალდებულებაა მოვალეობის შესრულება, რომელშიც შედის ზრუნვა შვილების ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ აუცილებლობებზე. ბიბლია გვაწვდის პრინციპებს, რომლებიც დაეხმარება მშობლებს თავიანთი შვილებისთვის ბედნიერი გარემოცვის „აშენებაში“. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

      17. რა არის აუცილებელი, რომ შენს შვილებს გულში ჰქონდეთ ღმერთის კანონები?

      17 მიეცი კარგი მაგალითი. ისრაელ მშობლებს ებრძანათ: „ჩააგონებდე შენს შვილებს [ღმერთის სიტყვებს] და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“. მშობლებს უნდა ესწავლებინათ ღმერთის ნორმები თავიანთი შვილებისთვის. მაგრამ ამ შეგონებას წინ უძღოდა გამონათქვამი: „შენს გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე“ (მეორე რჯული 6:6, 7). დიახ, მშობლებს არ შეუძლიათ მისცენ ის, რაც მათ არა აქვთ. ღმერთის კანონები პირველად თქვენს გულებში უნდა იყოს ჩაწერილი, თუ გსურთ, რომ ისინი ჩაიწეროს თქვენი შვილების გულებშიც (იგავნი 20:7; შეადარე ლუკა 6:40).

      18. რომელი შესანიშნავი მაგალითი მისცა მშობლებს იეჰოვამ სიყვარულის გამოვლენაში?

      18 დაარწმუნეთ თქვენს სიყვარულში. იესოს ნათლობის დროს იეჰოვამ განაცხადა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3:22). იეჰოვამ ამგვარად აღიარა თავისი ძე, მისადმი მოწონების დაუფარავი გამოვლენით და დაარწმუნა თავის სიყვარულში. მოგვიანებით იესომ უთხრა თავის მამას: „შენ. . . შემიყვარე წუთისოფლის შექმნამდე“ (იოანე 17:24). ამიტომ, როგორც ღვთისმოსავმა მშობლებმა, სიტყვიერად იქნება ეს თუ ფიზიკურად, გამოხატეთ თქვენი ბავშვებისადმი სიყვარული და ხშირად გააკეთეთ ეს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ „სიყვარული. . . აშენებს“ (1 კორინთელთა 8:1).

      19, 20. რა შედის ბავშვების სათანადო დასჯაში და როგორ შეუძლიათ მშობლებს სარგებელი მიიღონ იეჰოვას მაგალითიდან?

      19 დასჯა. ბიბლია ხაზგასმით აღნიშნავს სიყვარულით აღსავსე დასჯის მნიშვნელობას (იგავნი 1:8). მშობლები, რომლებიც დღეს თავიდან იცილებენ შვილების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, უეჭველად, მოიმკიან გულშემზარავ შედეგებს. მაგრამ მშობლებს, ასევე გაფრთხილება ეძლევათ, რომ არ გადავარდნენ სხვა უკიდურესობაში. „მამებო, — წერდა პავლე, — ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“ (კოლასელთა 3:21). მშობლებმა თავი უნდა აარიდონ ბავშვების გადაჭარბებულად დასჯას ან გამუდმებით მათი სუსტი მხარეების ამოჩემებასა და მცდელობების გაკრიტიკებას.

      20 იეჰოვა ღმერთმა, ჩვენმა ზეციერმა მამამ, მოგვცა მაგალითი დასჯასთან დაკავშირებით. მისგან გამომდინარე დასჯა არ არის გადაჭარბებული. „დაგსჯი სამართლიანად“, უთხრა ღმერთმა თავის ხალხს (იერემია 46:28). ამ მხრივ, მშობლებმა იეჰოვას უნდა მიბაძონ. დასჯა, რომელიც გადადის გონივრულ საზღვრებს ან აღემატება გამოსწორებისა და დამოძღვრის განსაზღვრულ მიზანს, რასაკვირველია, გამაღიზიანებელია.

      21. როგორ შეუძლიათ მშობლებს განსაზღვრონ, ეფექტურია თუ არა მათ მიერ გამოყენებული სასჯელი?

      21 როგორ შეუძლიათ მშობლებს განსაზღვრონ, არის თუ არა მათ მიერ გამოყენებული სასჯელი ეფექტური? მათ შეუძლიათ ჰკითხონ საკუთარ თავს: „რას ემსახურება ეს დასჯა?“ მიღებული ზომა დამმოძღვრავი უნდა იყოს. თქვენი შვილი უნდა მიხვდეს, რატომ იქნა მის მიმართ ეს სასჯელი გამოყენებული. მშობლები აგრეთვე დაინტერესებული უნდა იყვნენ დასჯის შედეგით. მართალია, თავიდან თითქმის ყველა ბავშვი გაღიზიანდება (ებრაელთა 12:11). მაგრამ გამოყენებულმა სასჯელმა არ უნდა დატოვოს ბავშვში შიშის ან მარტოობის გრძნობა, ან წარმოდგენა, რომ ის თავისი არსით ბოროტია. სანამ დასჯიდა თავის ხალხს, იეჰოვამ უთხრა: „ნუ გეშინია. . . რადგან შენთანა ვარ“ (იერემია 46:28). დიახ, დასჯა ისე უნდა იყოს შესრულებული, რომ შენმა ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ მასთან ხარ, როგორც მოსიყვარულე და თანამდგომი მშობელი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება