საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ენა, რომელსაც ხედავ
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • კარლმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ეს ენა ყრუ-მუნჯი მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღოb. თუმცა ის დაბადებიდან ყრუ-მუნჯია, მას ადრეული ასაკიდანვე შეეძლო ყველაფრის აღწერა, ჟესტებისთვის თავის მოყრა და ამერიკულ ჟესტების ენაზე (აჟე) აზრების გამოხატვა. ყრუ-მუნჯი ბავშვების უმრავლესობა, რომლებსაც მშობლებიც ყრუ-მუნჯები ჰყავთ, თავის პირველ ჟესტიკულაციას 10 —12 თვის ასაკში იწყებს. ერთ წიგნში „მოგზაურობა ყრუ-მუნჯთა სამყაროში“ (A Journey Into the Deaf–World) ნათქვამია: „ენათმეცნიერები ახლა ხვდებიან, რომ უნარი, ადვილად შეისწავლო ენა და გადასცე შენს შვილს, ღრმადაა ფესვებგადგმული ადამიანის გონებაში. მნიშვნელობა არა აქვს ეს უნარი ჟესტების ენაში ვლინდება თუ სალაპარაკო ენაში.“

      სვეტა რუსეთში მცხოვრებ ყრუ-მუნჯების ოჯახში მესამე თაობაა. თავის ყრუ-მუნჯ ძმასთან ერთად ის რუსულ ჟესტების ენას დაეუფლა. სამი წლის ასაკში ყრუ-მუნჯთა საბავშვო ბაღში მიყვანისას მან კარგად იცოდა ჟესტების ენა. სვეტა აღნიშნავს: „იქ ბავშვებმა არ იცოდნენ ჟესტების ენა და ჩემგან სწავლობდნენ“. ბევრ ყრუ-მუნჯ ბავშვს ყურთასმენის მქონე მშობლები ჰყავდა, რომლებმაც არ იცოდნენ ჟესტები. ხშირად სკოლაში უფროსი ყრუ-მუნჯი ბავშვები მათზე პატარებს ასწავლიდნენ ჟესტების ენას და ურთიერთობის დამყარებას უადვილებდნენ.

      დღეს სულ უფრო მეტი ყურთასმენის მქონე მშობელი სწავლობს თავის ბავშვებთან ერთად ამ ენას. ამიტომ ამ ყრუ-მუნჯ ბავშვებს სკოლაში შესვლამდე თავისუფლად შეუძლიათ ურთიერთობის დამყარება. კანადაში მსგავსად ჰქონდა საქმე ენდრიუს, რომლის მშობლებიც არ იყვნენ ყრუ-მუნჯები. მათ შეისწავლეს ჟესტების ენა და შვილს პატარაობიდანვე ესაუბრებოდნენ ამ ენაზე, რითაც საფუძველი შეუქმნეს მომავალში ენის უფრო სრულად შესწავლისთვის. ახლა მთელ ოჯახს ნებისმიერი თემის შესახებ საუბარი შეუძლია ჟესტების ენაზე.

  • ენა, რომელსაც ხედავ
    გამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
    • მთელ მსოფლიოში ყრუ-მუნჯთა ბევრ საგანმანათლებლო ცენტრში დაინახეს, რომ ძალიან კარგია ჟესტების ენის გამოყენება ადრევე, როცა ბავშვი ეს-ესაა ენას ითვისებს (იხილეთ ჩარჩოები მე-12 და მე-14 გვერდებზე). მათ დაინახეს, რომ ყრუ-მუნჯი ბავშვისთვის მარტივი ჟესტების ენის სწავლება და ამ ენის საფუძვლის მიცემა ხელს შეუწყობს, რომ უკეთ ისწავლოს, ურთიერთობა ჰქონდეს საზოგადოებასთან და მოგვიანებით დამწერლობას დაეუფლოს.

      განათლებასთან, მეცნიერებასა და კულტურასთან დაკავშირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისია, რომელიც ყრუ-მუნჯების განათლების საკითხებზე მუშაობს, აღნიშნავს: „ამიერიდან დაუშვებელია ჟესტების ენის უგულებელყოფა ან ყრუ-მუნჯთა საგანმანათლებლო პროგრამაში მის გაძლიერებაში აქტიური მონაწილეობის მიღებისთვის თავის არიდება“. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მშობლებმა რა განათლებაც უნდა ამოირჩიონ თავიანთი ყრუ-მუნჯი შვილისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში ორივე მშობელი მონაწილეობდეს (იხილეთ სტატია „შვილთან ურთიერთობის დასამყარებლად ახალი ენა შევისწავლე“ 1996 წლის 8 ნოემბრის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ [რუს.]).

      გავუგოთ ყრუ-მუნჯებს

      ახალგაზრდა ყრუ-მუნჯები ხშირად აღიარებენ, რომ ყველაზე მეტად მშობლებთან ურთიერთობა სწყუროდათ. ჯეკი, ყრუ-მუნჯი მამაკაცი, მოხუცი დედის სიკვდილის წინ ცდილობდა ესაუბრა მასთან. დედა მთელ ძალისხმევას ახმარდა, რომ რაღაც ეთქვა შვილისთვის, მაგრამ ჟესტების ენა არ იცოდა, წერის თავი კი აღარ ჰქონდა. დედა კომაში ჩავარდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ჯეკს მოსვენებას არ აძლევდა ის გულსატკენი წუთები. ამ შემთხვევამ აღძრა ის ყრუ-მუნჯების მშობლებისთვის შემდეგი რამ ერჩია: „თუ გსურთ თავისუფლად ესაუბროთ და საინტერესო აზრები, გრძნობები და სიყვარული გაუზიაროთ თქვენს ყრუ-მუნჯ ბავშვს, ელაპარაკეთ ჟესტების ენაზე. . . ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან გვიანია. თქვენს შემთხვევაში?“

      წლების განმავლობაში ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს ყრუ-მუნჯებზე. ზოგი ფიქრობს, რომ მათ თითქმის არაფერი იციან, რადგან არაფერი ესმით. მშობლები ზედმეტად იცავენ თავიანთ ყრუ-მუნჯ ბავშვებს ან ეშინიათ, ხალხში გაუშვან. ზოგ კულტურაში ყრუ-მუნჯებს მცდარად აღწერენ როგორც „უსიტყვოებს“ ან „უთქმელებს“, თუმცა მათ ხმა, ჩვეულებრივ, აქვთ. მათ უბრალოდ არ ესმით. სხვებს კი ჟესტების ენა პრიმიტიული ან განუვითარებელი ენა ჰგონიათ. ასეთი წარმოდგენის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ყრუ-მუნჯები დაჩაგრულად გრძნობენ თავს და ხვდებიან, რომ მათ ვერ უგებენ.

      ჯოზეფი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, 30-იან წლებში ყრუ-მუნჯი ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლაში შეიყვანეს, რომელშიც აკრძალული იყო ჟესტების ენაზე ლაპარაკი. ის და მისი კლასელები ხშირად ისჯებოდნენ ამის გამო, მაშინაც კი, როდესაც არ ესმოდათ მასწავლებლების საუბარი. ისინი ნატრობდნენ, გაეგოთ სხვისთვის და მათთვისაც გაეგოთ სხვებს. ქვეყნებში, სადაც ყრუ-მუნჯთათვის განათლების მიღების შეზღუდული შესაძლებლობებია, ზოგი ძალიან მცირე განათლებით იზრდება. მაგალითად, „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი დასავლეთ აფრიკიდან ამბობს: „აფრიკაში მცხოვრები ყრუ-მუნჯი ხალხის უმრავლესობისთვის ცხოვრება რთული და მძიმეა. შრომის უუნაროთაგან ყრუ-მუნჯები ალბათ ყველაზე მეტად არიან უგულებელყოფილები და ყველაზე ნაკლებად მათ უგებენ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება