საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიყრმიდანვე აღზარდეთ ბავშვი
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
    • ჩააგონე შვილს ჭეშმარიტება

      10. რა თვისებების განვითარება ესაჭიროებათ შვილებს?

      10 შენობის სიმტკიცე, უმთავრესად, დამოკიდებულია მშენებლობის დროს გამოყენებულ მასალაზე. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ქრისტიანული პიროვნების ასაშენებლად საუკეთესო სამშენებლო მასალაა „ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები“ (1 კორინთელები 3:10—12). ასეთი „მასალაა“ ისეთი თვისებები, როგორიცაა რწმენა, სიბრძნე, გამჭრიახობა, ერთგულება, პატივისცემა და სიყვარულით აღსავსე მადლიერება იეჰოვასა და მისი კანონებისადმი (ფსალმუნი 19:7—11; იგავები 2:1—6; 3:13, 14). როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, ადრეული ასაკიდანვე განავითარონ ეს თვისებები? თუ გაითვალისწინებენ დიდი ხნის წინათ დაწერილ ერთ მითითებას.

      11. როგორ ეხმარებოდნენ ისრაელი მშობლები თავიანთ შვილებს, ღვთისმოსაწონ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში?

      11 სანამ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, იეჰოვამ ისრაელ მშობლებს უთხრა: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე კანონი 6:6, 7). დიახ, მშობელი შვილისთვის უნდა იყოს მაგალითი, მეგობარი, იქონიოს მასთან ურთიერთობა და უნდა ასწავლიდეს მას.

      12. რატომ უნდა მისცენ მშობლებმა მაგალითი შვილებს?

      12 მიეცით მაგალითი. იეჰოვამ უთხრა: „გულში ჩაიბეჭდე ეს სიტყვები“, და მხოლოდ ამის შემდეგ დასძინა: „ჩააგონე შენს ვაჟს“. ასე რომ, ღვთისმოსაწონი თვისებები ჯერ მშობლებს უნდა ჰქონდეთ გულში. მათ უნდა უყვარდეთ ჭეშმარიტება და ცხოვრობდნენ მის თანახმად. მხოლოდ ასე შეძლებენ ბავშვის გულში ჭეშმარიტების ჩანერგვას (იგავები 20:7). ბავშვზე უფრო სწრაფად მოქმედებს ის, რასაც ხედავს, ვიდრე ის, რასაც ისმენს (ლუკა 6:40; 1 კორინთელები 11:1).

      13. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს მიჰბაძონ, იესოს და ყურადღება გამოავლინონ ბავშვებისადმი?

      13 იყავით მეგობრები. იეჰოვამ ებრაელ მშობლებს უთხრა: „ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას“. ეს მოითხოვს ბავშვებისთვის დროის დათმობას, როგორი დაკავებულებიც არ უნდა იყვნენ მშობლები. უეჭველია, იესო თვლიდა, რომ ბავშვები იმსახურებდნენ მის ყურადღებას. მსახურების ბოლო დღეებში „ხალხს მასთან ბავშვები მიჰყავდა, რომ შეხებოდა“. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამაზე იესოს? „მოეხვია ბავშვებს . . . და აკურთხებდა“ (მარკოზი 10:13, 16). წარმოიდგინეთ: იესოს სიცოცხლის უკანასკნელი საათები იწურებოდა, მაგრამ მან მაინც გამოუყო ბავშვებს დრო და ყურადღება არ მოაკლო. იესო ამ მხრივაც სამაგალითოა ჩვენთვის!

      14. რატომ არის მშობლებისთვის სასარგებლო დროის გატარება ბავშვებთან?

      14 ისწავლეთ ბავშვებთან ურთიერთობა. შვილთან ურთიერთობა რომ ისწავლოთ, მასთან ერთად უნდა გაატაროთ დრო. თუ ხშირად გექნებათ ურთიერთობა ბავშვთან, უფრო ადვილად დაინახავთ, როგორი ხასიათი უყალიბდება მას. გახსოვდეთ, ურთიერთობა მარტო ლაპარაკი არ არის. „მომიწია, მესწავლა მოსმენა, — თქვა ერთმა ბრაზილიელმა დედამ, — გულისყურით მოსმენა“. მისი მოთმინება დაჯილდოვდა: შვილმა დაიწყო მისთვის გრძნობების გაზიარება.

  • სიყრმიდანვე აღზარდეთ ბავშვი
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
    • 16. რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს იეჰოვას შესახებ და როგორ?

      16 ასწავლეთ შვილებს. „ჩააგონე შენს ვაჟს [ეს სიტყვები]“, — თქვა იეჰოვამ. კონტექსტი გვეუბნება, რა უნდა ვასწავლოთ და როგორ. უპირველესად, პირადად უნდა „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“ (მეორე კანონი 6:5). და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ‘ჩააგონო ეს სიტყვები’ შვილებს. ჩაუნერგეთ ბავშვს იეჰოვასა და მისი კანონების სიყვარული (შეადარეთ ებრაელების 8:10). სიტყვა ჩააგონე გულისხმობს გამეორების საშუალებით სწავლებას. იეჰოვა გეუბნებათ: თუ გინდათ, რომ შვილები ღვთისმოსაწონ პიროვნებებად აღზარდოთ, გამუდმებით ესაუბრეთ ღმერთზე. ამაში იგულისხმება ბავშვებთან ბიბლიის რეგულარული შესწავლა.

      სურათები 57 გვერდზე

      მშობლებო, იყავით სამაგალითონი, იქონიეთ ბავშვთან ურთიერთობა, იმეგობრეთ მასთან და ასწავლეთ.

      17. რის განვითარებაში უნდა დაეხმარონ მშობლები ბავშვს და რატომ?

      17 მშობლებმა კარგად იციან, რომ ბავშვის გულში ინფორმაციის ჩანერგვა ადვილი არ არის. მოციქული პეტრე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „როგორც ახალშობილებმა, განივითარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი სწრაფვა“ (1 პეტრე 2:2). გამოთქმა განივითარეთ ნიშნავს, რომ ბევრს ბუნებრივად არა აქვს სულიერი საკვების მიღების სურვილი. მშობლები ყველანაირად უნდა შეეცადონ, რომ შვილს აღუძრან მადა, ანუ განუვითარონ სულიერი საკვების მიღების სურვილი.

      18. იესოს სწავლების რომელ მეთოდებს უნდა მიჰბაძონ მშობლებმა?

      18 იესო მაგალითების გამოყენებით ასწავლიდა ხალხს (მარკოზი 13:34; ლუკა 10:29—37). სწავლების ეს მეთოდი ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ბიბლიური პრინციპების სასწავლებლად გამოიყენეთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული საინტერესო მოთხრობები, მაგალითად, „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“a. ბავშვებსაც მიაღებინეთ მონაწილეობა. საშუალება მიეცით, გამოავლინონ შემოქმედებითი უნარი: დახატონ ბიბლიური სცენები და ინსცენირება მოაწყონ. იესო კითხვებსაც იყენებდა (მათე 17:24—27). სწავლების ეს მეთოდი განსაკუთრებით პრაქტიკულია ოჯახური შესწავლის დროს. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ თქვა ღვთის კანონი, დასვით დაახლოებით ასეთი კითხვები: რატომ მოგვცა იეჰოვამ ეს კანონი? რა მოხდება, თუ დავიცავთ მას? რა მოხდება, თუ არ დავიცავთ მას? ასეთი კითხვები ბავშვს ფიქრში დაეხმარება და გაუადვილებს იმის დანახვას, რომ ღვთის კანონები პრაქტიკული და სასარგებლოა (მეორე კანონი 10:13).

      19. რა შეიძლება ისწავლონ შვილებმა, თუ მშობლები ბიბლიური პრინციპებით ზრდიან მათ?

      19 თუ ბავშვს მაგალითს მისცემთ, დაუმეგობრდებით, იქონიებთ მასთან ურთიერთობას და ასწავლით, დაეხმარებით მას, პატარაობიდანვე დაუახლოვდეს იეჰოვა ღმერთს. ასეთი ურთიერთობის წყალობით თქვენი შვილი ბედნიერი ქრისტიანი იქნება, თანატოლების ზეგავლენასა და ცდუნებებს ადვილად გაართმევს თავს და თავის პოზიციაზე იდგება. ყოველთვის დაეხმარეთ მას, დააფასოს ეს ძვირფასი ურთიერთობა და მადლიერი იყოს ამისთვის (იგავები 27:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება