საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „აშერი“
  • აშერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აშერი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • აშერელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რას ვსწავლობთ იაკობის წინასწარმეტყველებიდან (ნაწილი 2)
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • იშვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნაფთალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „აშერი“

აშერი

[ბედნიერი, ბედნიერება]

1. იაკობის მერვე ვაჟი და ლეას მოახლე ზილფასგან შეძენილი ორი ვაჟიდან მეორე (დბ. 35:26). აშერის ერთადერთი ღვიძლი ძმა გადი იყო. 1 მატიანის 7:30-ში მოხსენიებულია აშერის ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, თუმცა მის ცოლზე არაფერია ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ აშერი იაკობის 12 ვაჟს შორის არცთუ ისე გამორჩეული იყო, სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა მას უწინასწარმეტყველა, რომ უხვი საკვებით იქნებოდა კურთხეული (დბ. 49:20). აშერის შთამომავლების ისტორია ადასტურებს ამ წინასწარმეტყველების შესრულებას.

2. ეს სახელი აგრეთვე მიუთითებს აშერისგან წამოსულ ტომზე. ეგვიპტის მონობისგან გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ აშერის ტომში 41 500 ზრდასრული მამაკაცი აღირიცხა (რც. 1:41), ხოლო დაახლოებით 39 წლის შემდეგ მათი რიცხვი 53 400-მდე გაიზარდა. ყველაზე ხალხმრავალ ტომთა შორის მან მეხუთე ადგილი დაიკავა (რც. 26:47). ისრაელთა ბანაკში აშერის ტომი დანისა და ნაფთალის ტომებთან ერთად კარვის ჩრდილოეთით იყო დაბანაკებული (რც. 2:25—30).

ქანაანში შესვლამდე მოსემაც იწინასწარმეტყველა, რომ აშერს ნაყოფიერი მიწა შეხვდებოდა. მასზე ხატოვანი ენით იყო ნათქვამი, რომ ზეთში ჩადგამდა ფეხს (კნ. 33:24, 25; შდრ. იობ. 29:6). მათი სამკვიდრო ტერიტორია გადაჭიმული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ველებზე ქარმელის მთის სამხრეთიდან, ქალაქ დორის ქვემოდან სიდონამდე, პალესტინის ჩრდილოეთ საზღვრამდე (იეს. 17:7—11; 19:24—31). ეს ტერიტორია მოიცავდა ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი მიწების ნაწილს, სადაც უხვად მოდიოდა ზეთისხილი და უხვად ჰქონდათ ზეთი. ამ მიწაზე მოყვანილი სხვადასხვა ნუგბარით მეფის სუფრას ამარაგებდნენ (დბ. 49:20; კნ. 33:24). ზებულონისა და ნაფთალის ტერიტორიები აშერის აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობდა, ხოლო მენაშესა და ისაქარის ტერიტორიები — სამხრეთ და სამხრ.-აღმ. საზღვართან.

იესო ნავეს ძის 17:7-ში ნათქვამია, რომ აშერი მენაშეს ტომის მოსაზღვრე იყო. აშერი იმავე თავის მეათე მუხლშიც მოიხსენიება და ტომის ტერიტორიაზე მიუთითებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება