-
ჭეშმარიტების შესახებ ცოდნის მატებაიეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
-
-
1876 წელს, როცა რასელმა პირველად წაიკითხა ჟურნალი „დილის მაცნე“, მან იმ ჯგუფის არსებობის შესახებ შეიტყო, რომელსაც სწამდა, რომ ქრისტე უხილავად დაბრუნდებოდა და დედამიწაზე მცხოვრებ ოჯახებს კურთხევებს მოუტანდა. ამ ჟურნალის რედაქტორისგან, მისტერ ბარბორისგან რასელმა გაიგო, რომ ის დრო, როცა ქრისტე უხილავად მოსული იქნებოდა, 1874 წელს დაიწყო.i
-
-
ჭეშმარიტების შესახებ ცოდნის მატებაიეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
-
-
i ასეთი დასკვნის გაკეთებაზე გავლენა იქონია იმ შეხედულებამ, რომ ადამიანთა მმართველობის მეშვიდე ათასწლეული 1873 წელს დაიწყო და ხორციელი ისრაელისადმი ღვთის არაკეთილგანწყობის პერიოდი (დროის ზუსტად ის ხანგრძლივობა, რამდენსაც ფიქრობდნენ, რომ ღმერთი კეთილგანწყობილი იყო მათდამი) 1878 წელს დასრულდებოდა. ასეთ გამოთვლაში შეცდომა განაპირობა იმან, რომ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ საქმეების 13:20 არასწორად იყო ნათარგმნი. აგრეთვე ფიქრობდნენ, რომ გადამწერებმა შეცდომა დაუშვეს 1 მეფეების 6:1-ში; გარდა ამისა, გათვალისწინებული არ იყო იუდასა და ისრაელის მეფეების მმართველობის წლების ბიბლიური პარალელიზმები. ბიბლიური ქრონოლოგიის უფრო ზუსტი ახსნა დაიბეჭდა 1943 წელს გამოცემულ წიგნში „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. ერთი წლის შემდეგ წიგნში „ღვთის სამეფო ახლოსაა“ და აგრეთვე მომდევნო წლებში გამოცემულ პუბლიკაციებში ბიბლიური ქრონოლოგიის ახსნა უფრო დაზუსტდა.
-