საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სასიხარულო ცნობის შეუფერხებლად ქადაგება (1942—1975)
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
    • „მითხარი, რას ნიშნავს 1975 წელი?“

      მოწმეები დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა ადამიანის შექმნიდან 6 000 წლის შემდეგ დაიწყებოდა. მაგრამ, როდის გავიდოდა 6 000 წელი? 1966 წლის საოლქო კონგრესზე გამოიცა წიგნი „მარადიული სიცოცხლე — ღვთის ძეთა თავისუფლება“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეს პერიოდი 1975 წელს დამთავრდებოდა. და-ძმები კონგრესზევე გაეცნენ ამ ახალი წიგნის შინაარსს და იქვე დაიწყეს მსჯელობა 1975 წელზე.

      ბალტიმორის (მერილენდის შტატი) კონგრესზე დასკვნითი მოხსენებით ძმა ფრედერიკ ფრენცი გამოვიდა. მან მოხსენება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: «სანამ სცენაზე ამოვიდოდი, ერთი ახალგაზრდა მოვიდა და მკითხა: „მითხარი, რას ნიშნავს 1975 წელი?“». შემდეგ ძმა ფრენცმა მოიხსენია მრავალი წამოჭრილი კითხვა იმასთან დაკავშირებით, ნიშნავდა თუ არა ახალ წიგნში ნათქვამი იმას, რომ 1975 წლისთვის არმაგედონი უკვე მომხდარი იქნებოდა, სატანა კი — შებორკილი. ძმა ფრენცმა თქვა: „ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. თქვენც ნუ დაასკვნით, რა შეიძლება მოხდეს 1975 წლამდე. თუმცა მეგობრებო, ერთი რამ აშკარაა: დრო ცოტაღა დარჩა. დრო იწურება“.

      1966 წლის შემდეგ მრავალი იეჰოვას მოწმე ამ რჩევის თანახმად იქცეოდა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებებიც იბეჭდებოდა, რომლებიც ზოგჯერ მეტისმეტად კონკრეტული იყო. ეს გულწრფელად იყო აღიარებული 1980 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ (გვერდი 17). ამავე დროს, და-ძმებს მოუწოდებდნენ, რომ მთელი ყურადღება იეჰოვას ნების შესრულებაზე გადაეტანათ და არა თარიღებსა და ხსნაზე.h

  • სასიხარულო ცნობის შეუფერხებლად ქადაგება (1942—1975)
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
    • h მაგალითად, „საგუშაგო კოშკში“ შემდეგი სტატიები დაიბეჭდა: „გონივრულად გამოიყენეთ დარჩენილი დრო“ (1968 წლის 1 მაისი), „მსახურებისას თვალწინ გედგათ მარადიული სიცოცხლე“ (1974 წლის 15 ივნისი), «რატომ არ ვიცით „დრო და საათი“?» და «როგორ მოქმედებს შენზე „დროისა და საათის“ არცოდნა?» (1975 წლის 1 მაისი). უფრო ადრე, 1963 წელს გამოცემულ წიგნში „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ ნათქვამი იყო: „არ იქნება კარგი, თუ ბიბლიური ქრონოლოგიით იმ მოვლენების გამოთვლას შევეცდებით, რომლებიც ჯერ კიდევ მომავლის საქმეა (მათ. 24:36)“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება