-
არქეოლოგიაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ეგვიპტე. ბიბლიიდან ეგვიპტეზე ყველაზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის იოსების იქ ჩაყვანისა და მოგვიანებით იაკობის მთელი ოჯახის გადასვლისა და ხიზნობის შესახებ მონათხრობი. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს ბიბლიის ამ მონაკვეთის სიზუსტეს, აგრეთვე იმას, რომ შეუძლებელი იყო, დამწერს სხვა, უფრო გვიანდელ ეპოქაში ეცხოვრა (როგორც ამას ამტკიცებდა ზოგი კრიტიკოსი „დაბადების“ ამ მონაკვეთის დამწერზე). ერთ წიგნში იოსების ისტორიის დამწერზე ნათქვამია: „ის იყენებს იმ პერიოდის შესაბამის ზუსტ წოდებებს და ებრაული შესატყვისის არქონის შემთხვევაში, უბრალოდ, ეგვიპტური სიტყვის ტრანსლიტერაციას აკეთებს“ (New Light on Hebrew Origins, ჯ. გ. დანკანი, 1936, გვ. 174). ეგვიპტური სახელები, იოსებისთვის ფოტიფარის „სახლის ზედამხედველის“ მოვალეობის მინიჭება, საპყრობილეების არსებობა, მერიქიფეთა და მცხობელთა უფროსების წოდებები, ეგვიპტელებისთვის სიზმრების დიდმნიშვნელოვნება, ეგვიპტელი მცხობელების მიერ თავზე პურის კალათის ტარება (დბ. 40:1, 2, 16, 17), იოსების სამეფოში მეორე კაცად და საკვების გამნაწილებლად დანიშვნა, თანამდებობაზე დანიშვნის წესი, მეცხვარეების მიმართ ეგვიპტელების ზიზღი, ეგვიპტის სამეფო კარზე გრძნეული ქურუმების ძლიერი გავლენა, გოშენის მიწაზე ისრაელების დასახლება, დაკრძალვის ეგვიპტური წეს-ჩვეულება და ბიბლიაში აღწერილი სხვა უამრავი საკითხი დადასტურდა ეგვიპტეში მოპოვებული არქეოლოგიური მასალით (დბ. 39:1—47:27; 50:1—3).
-
-
ესავიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ერთ დღეს ესავი მინდვრიდან დაღლილი და მშიერი დაბრუნდა, იაკობი კი შეჭამანდს ხარშავდა. ესავმა უთხრა: „ჩქარა, მაჭამე ეგ წითელი“, იაკობმა კი სანაცვლოდ პირმშოობის მიყიდვა მოსთხოვა. ესავი არ აფასებდა იმას, რაც წმინდა იყო, კერძოდ, იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემულ დაპირებას, რომ მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა დედამიწის ყველა ერი. ესავმა ნაჩქარევად ფიცით მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა ერთ კერძზე — ოსპის შეჭამანდსა და პურზე. ამგვარად, მან არად ჩააგდო, არ დააფასა პირმშოობა, რითაც თავისი ურწმუნოება ცხადყო. მას, შესაძლოა, არ უნდოდა, მასზე შესრულებულიყო ღვთის მიერ აბრაამის შთამომავლებზე ნათქვამი სიტყვები: „შენი შთამომავლობა ხიზნად იცხოვრებს სხვების მიწაზე და მათი მსახურები გახდებიან; ოთხას წელიწადს დაჩაგრავენ მათ“ (დბ. 15:13; 25:29—34; ებ. 12:16).
-
-
ესავიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ესავმა იცოდა, რომ კურთხევა იაკობს ეკუთვნოდა, რადგან მან კანონიერად მოიპოვა პირმშოობის უფლება (არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ძველ ხალხებს შორის ჩვეულებრივი იყო პირმშოობის რაიმეზე გაცვლა. მაგალითად, ქალაქ ნუზიში ნაპოვნი ხელნაწერებიდან ვიგებთ, რომ ერთმა ძმამ მეორეს თავისი მემკვიდრეობა სამ ცხვარში გაუცვალა). მაგრამ ესავმა, კაენის მსგავსად, ძმის მიმართ მტრობა ჩაიდო გულში და მისი მოკვლის შესაძლებლობას ეძებდა. როცა ეს რებეკამ გაიგო, იაკობს ურჩია, მის ძმასთან, ლაბანთან გაქცეულიყო ხარანში. ისაკისგან თანხმობის მისაღებად მას ესავის განზრახვა არ გაუმჟღავნებია; მან უბრალოდ თავისი გრძნობები გამოხატა, როგორ დაიტანჯებოდა, თუ იაკობიც ხეთელ ქალს მოიყვანდა ცოლად. ისაკმა მოიხმო იაკობი, აკურთხა და ცოლის მოსაყვანად რებეკას ნათესავებთან ფადან-არამში გაუშვა. როცა ეს ესავმა დაინახა, მოიყვანა მესამე ცოლი მახალათი (ბასმათი?), აბრაამის ვაჟის, ისმაელის ასული (დბ. 27:41—28:9; 36:3; იხ. ბასმათი №2).
-