-
ხირამიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
2. ოსტატი, რომელმაც სოლომონის ტაძრის ნივთები დაამზადა. მას მამა ტვიროსელი ჰყავდა, დედამისი კი ქვრივი „დანელი ქალი“ იყო (2მტ. 2:13, 14) „ნაფთალის ტომიდან“ (1მფ. 7:13, 14). ამ შეუსაბამობას ზოგიერთი მეცნიერი ასე ხსნის: ეს ქალი დანის ტომში დაიბადა, პირველი ქმარი ნაფთალის ტომიდან ჰყავდა, რომლის სიკვდილის შემდეგაც ის ტვიროსელ კაცს მისთხოვდა.
ტვიროსის მეფე ხირამმა (№1) ოსტატი ხირამი გაგზავნა სოლომონის ტაძრის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველად, რადგან ის დახელოვნებული და გამოცდილი იყო ოქრო-ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვებისა და ხის დამუშავებაში. ხირამი, აგრეთვე, დაოსტატებული იყო ქსოვილების ღებვაში, ჩუქურთმების კვეთასა და ყველანაირი გეგმის შედგენაში. უდავოა, ხელობას ის ბავშვობიდან ეუფლებოდა ტვიროსელი მამისგან, რომელიც თავადაც სპილენძის დამმუშავებელი ხელმარჯვე ოსტატი იყო (1მფ. 7:13—45; 2მტ. 2:13, 14; 4:11—16).
ტვიროსის მეფე, როგორც ჩანს, თავის ოსტატს ხირამ-აბის ეძახდა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ხირამი მამაჩემია“ (2მტ. 2:13). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხირამი მეფის მამა იყო. როგორც ჩანს, ის მეფის მრჩეველი ან უფროსი ოსტატი იყო. მსგავსადვე, სახელწოდება „ხირამ-აბივი“ (სიტყვასიტყვით „ხირამი მამამისია“), როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ ხირამი მისი (მეფის) უფროსი ოსტატი იყო (2მტ. 4:16).
-
-
ხირამ-აბი [განთავსდება მოგვიანებით]წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ხირამ-აბი [განთავსდება მოგვიანებით]
-