საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 2/15 გვ. 29
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მსგავსი მასალა
  • დიდი გასაჭირი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გადარჩები თუ არა ღვთის მოქმედებისას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • „გვითხარი, როდის მოხდება ეს?“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • გასაჭირი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 2/15 გვ. 29

მკითხველთა შეკითხვები

ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი წლის 1-ლი სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: «დიდი გასაჭირის დასასრულ ფაზაში გადარჩება ის „ძე ხორციელი“, რომელიც იეჰოვას მხარეს გაიქცევა». მიუთითებს ეს იმაზე, რომ დიდი გასაჭირის პირველი ფაზის შემდეგ მრავალი ახალი პიროვნება გადავა იეჰოვას მხარეს?

ამაში ეს არ იგულისხმებოდა.

იესოს სიტყვები, რომლებსაც მათეს 24:22-ში ვკითხულობთ, უმთავრესად, მომავალში შესრულდება მოსალოდნელი დიდი გასაჭირის პირველ ფაზაში, რელიგიაზე თავდასხმისგან გადარჩენით. სტატიაში ნათქვამი იყო: «გაიხსენე, რომ „ძე ხორციელი“, როგორც ცხებულთა დარჩენილი ნაწილი, აგრეთვე „უამრავი ხალხი“, უკვე გადარჩენილი იქნება იმ დროს, როდესაც დიდი ბაბილონი უეცრად და მთლიანად ეცემა და ეს მოხდება გასაჭირის პირველ ფაზაში».

ასეთი ერთგული ადამიანები უსაფრთხოდ იქნებიან, როცა იესო და მისი ზეციერი არმია დაიწყებენ მოქმედებას გასაჭირის უკანასკნელ ფაზაში. მაგრამ ამგვარად ვინ გადაიტანს გასაჭირის ამ ფაზას? გამოცხადების 7:9, 14 გვიჩვენებს, რომ მიწიერი იმედის მქონე უამრავი ხალხი გადარჩება. რა შეიძლება ითქვას სულით ცხებულ ქრისტიანებზე? ათას ცხრაას ოთხმოცდაათი წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ (ინგლ.) „მკითხველთა შეკითხვებში“ განხილული იყო, რატომ არ შეგვიძლია დოგმატურები ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილი წაყვანილი ზეცაში. ამიტომ ახალმა სტატიამ (1996 წლის 1 სექტემბერი) საკითხი ღიად დატოვა საერთო კომენტარის გაკეთებით: «აგრეთვე დიდი გასაჭირის დასასრულ ფაზაში გადარჩება ის „ძე ხორციელი“, რომელიც იეჰოვას მხარეს გაიქცევა».

რაც შეეხება იმას, შეძლებენ თუ არა ახლები დიდი გასაჭირის დაწყების შემდეგ ჭეშმარიტების სწავლასა და ღვთის მხარეს გადასვლას, ყურადღება მიაქციე იესოს სიტყვებს, რომლებიც მათეს 24:29–31-შია ჩაწერილი. გასაჭირის დაწყების შემდეგ კაცის ძის ნიშანი გამოჩნდება. იესომ თქვა, რომ დედამიწის ყველა ტომი მოჰყვება თავში ხელის ცემას და მოთქმას. მას არაფერი უთქვამს ხალხის გამოფხიზლებაზე, მონანიებაზე, ღვთის მხარეს გადასვლასა და ჭეშმარიტ მოწაფეებად გახდომაზე.

მსგავსად ამისა, იგავში ცხვრებსა და თხებზე კაცის ძე საჯაროდ გამოდის და მიუკერძოებლად არჩევს ხალხს იმის საფუძველზე, თუ რა გააკეთეს ან რა არ გააკეთეს წარსულში. იესოს არაფერი უთქვამს დიდი ხნის მანძილზე თხისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე ადამიანების მოულოდნელ შემობრუნებასა და ცხვრისმაგვარად გახდომაზე. ის მოდის, რათა განაჩენი გამოიტანოს იმის საფუძველზე, რა ვინაობაც უკვე გამოავლინეს მათ (მათე 25:31–46).

მიუხედავად ამისა, არც ახლა არსებობს მიზეზი, რომ ამ საკითხზე დოგმატურები ვიყოთ. ღვთის ხალხმა, ცხებულებმაცა და უამრავმა ხალხმაც, იციან, თუ რა უნდა აკეთონ ახლა — იქადაგონ და მოამზადონ მოწაფეები (მათე 28:19, 20; მარკოზი 13:10). სწორედ ახლაა იმის დრო, რომ გულთან მივიტანოთ მოწოდება: «ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი. ვინაიდან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე» (2 კორინთელთა 6:1, 2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება