საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იცნობს თქვენი გული იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 მარტი
    • 7. როგორ აღწერა იერემიამ მის დროს მცხოვრები უმეტესი იუდეველის გული?

      7 გული რომ შევამოწმოთ, შეგვიძლია დავფიქრდეთ, თუ რა მდგომარეობაში იყო იერემიას დროს მცხოვრები უმეტესი იუდეველის გული? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ ერთი უჩვეულო ფრაზა, რომელიც იერემიამ გამოიყენა: „ისრაელის სახლიც წინადაუცვეთელია გულით“. მას არ უგულისხმია იუდეველი მამაკაცების წინადაცვეთა, რადგან თქვა: „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა პასუხს მოვთხოვ ყველა წინადაცვეთილს, მაგრამ მაინც წინადაუცვეთელს“ (იერ. 9:25, 26). რას გულისხმობდა ის?

      8, 9. რა უნდა გაეკეთებინათ იუდეველთა უმეტესობას თავიანთ გულებთან დაკავშირებით?

      8 ბიბლიიდან ჩანს, თუ რას ნიშნავს „წინადაუცვეთელი გული“; იეჰოვა იუდეველებს მოუწოდებდა: „მოიცილეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო . . . არ გამოვიდეს ჩემი რისხვა“. მაგრამ საიდან მოდიოდა მათი ბოროტება? მათი გულებიდან (წაიკითხეთ მარკოზის 7:20—23). იერემიას მეშვეობით ღმერთმა გააგებინა იუდეველებს, თუ რა იყო მათი ცუდი საქმეების მიზეზი. ისრაელ ერს ჯიუტი და ურჩი გული ჰქონდა. იეჰოვას არ მოსწონდა იუდეველების მოტივები და ფიქრები (წაიკითხეთ იერემიას 5:23, 24; 7:24—26). ღმერთმა უთხრა მათ: „წინადაიცვითეთ იეჰოვასთვის, მოიცილეთ გულის ჩუჩა“ (იერ. 4:4; 18:11, 12).

      9 ამგვარად, მოსეს დროს მცხოვრები ისრაელების მსგავსად, იერემიას დროს მცხოვრებ იუდეველებსაც სჭირდებოდათ სიმბოლური გულის „ოპერაცია“ ანუ „გულის წინადაცვეთა“ (კან. 10:16; 30:6). „გულის ჩუჩის“ მოცილება ნიშნავდა, მოეშორებინათ ყველაფერი, რაც მათ გულს უგრძნობს ხდიდა ანუ ღვთისთვის მიუღებელი ფიქრები, სურვილები და მოტივები (საქ. 7:51).

  • იცნობს თქვენი გული იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 მარტი
    • მიუხედავად ამისა, მოდი, დავფიქრდეთ, თუ რა სთხოვა დავითმა იეჰოვას: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა“ (ფსალმ. 17:3; 139:23, 24).

      11, 12. ა) რატომ უნდა გამოიკვლიოს გული თითოეულმა ჩვენგანმა? ბ) რას არ გააკეთებს ღმერთი?

      11 იეჰოვას სურს, რომ დავიმსახუროთ მისი კეთილგანწყობილება და არასდროს დავკარგოთ ის. მართალი ადამიანების შესახებ იერემია წერდა: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, ამოწმებ მართლებს; შენ ხედავ თირკმელებსა და გულს“ (იერ. 20:12). თუ ყოვლისშემძლე ღმერთი მართლების გულებს იკვლევს, განა ჩვენც არ უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი გული? (წაიკითხეთ ფსალმუნის 11:5). ასეთი სახით გავიგებთ, გვაქვს თუ არა ისეთი მიზნები, გრძნობები და განწყობა, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. აგრეთვე გავიგებთ, რა ხდის ჩვენს გულს უგრძნობს ანუ ვიპოვით „გულის ჩუჩას“, რომელიც უნდა მოვიცილოთ. სწორედ ეს არის სიმბოლური გულის „ოპერაცია“. თუ ვფიქრობთ, რომ სიმბოლური გულის გამოკვლევა ჩვენთვის სასარგებლო იქნება, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? და როგორ შევძლებთ აუცილებელი ცვლილებების მოხდენას? (იერ. 4:4).

      12 ერთი რამ ცალსახაა: არ უნდა ველოდოთ, რომ იეჰოვა გვაიძულებს, შევიცვალოთ. ღმერთმა „კარგი ლეღვის“ შესახებ თქვა: „მივცემ მათ გულს, რომელიც მიცნობს“. მას არ უთქვამს, რომ დააძალებდა მათ გულების შეცვლას. მათი სურვილი უნდა ყოფილიყო, ჰქონოდათ ისეთი გული, რომელიც იცნობდა ღმერთს. ჩვენც იგივე სურვილი უნდა გვქონდეს.

      გულის გამოკვლევა და არასწორი სურვილების მოშორება კურთხევებს მოგვიტანს

      13, 14. რა გაგებით შეიძლება ქრისტიანს ავნოს თავისმა გულმა?

      13 იესომ თქვა: „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა“ (მათ. 15:19). მაგალითად, თუ ქრისტიანს გულში არასწორი სურვილები განუვითარდება, შეიძლება სიძვა ჩაიდინოს ან იმრუშოს; და თუ არ მოინანიებს, ერთხელ და სამუდამოდ დაკარგავს ღვთის კეთილგანწყობილებას. თუმცა შეიძლება ადამიანი არ სჩადიოდეს ასეთ მძიმე ცოდვებს, მაგრამ არასწორ სურვილებს გულში ფესვების გადგმის საშუალებას აძლევდეს (წაიკითხეთ მათეს 5:27, 28). სწორედ ამ დროს სჭირდება გულს გამოკვლევა, ვინაიდან ასეთი გამოკვლევის შედეგად შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ საპირისპირო სქესის მიმართ გვაქვს არასწორი სურვილები, რომლებსაც ღმერთი არ იწონებს და რომლებიც უნდა მოვიშოროთ.

      14 ან, შესაძლოა, ქრისტიანმა არ ჩაიდინოს პირდაპირი გაგებით მკვლელობა, მაგრამ გულში ივითარებდეს სიძულვილს თანაქრისტიანის მიმართ (ლევ. 19:17). ამ დროს ქრისტიანმა უნდა მოიშოროს ასეთი გრძნობები, რათა ურჩი გული არ განუვითარდეს (მათ. 5:21, 22).

      15, 16. ა) როგორ შეიძლება ქრისტიანი იყოს „გულით წინადაუცვეთელი“? ბ) რატომ ფიქრობთ, რომ იეჰოვასთვის მიუღებელია „წინადაუცვეთელი გული“?

      15 საბედნიეროდ, ქრისტიანთა უმეტესობას არ აქვს გულის ასეთი პრობლემა. თუმცა იესომ მოიხსენია „ბოროტი აზრები“. ეს არის შეხედულება თუ დამოკიდებულება, რომლებმაც შეიძლება უარყოფად იმოქმედოს ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მაგალითად, ადამიანს შეიძლება არასწორად ესმოდეს, თუ რა არის ოჯახის წევრებისადმი ერთგულება. რა თქმა უნდა, ქრისტიანებს გვსურს, გვქონდეს „თბილი გრძნობები“ ოჯახის წევრების მიმართ და არ დავემსგავსოთ იმ მრავალ ადამიანს, რომლებიც ამ „ბოლო დღეებში“ ასეთ გრძნობებს მოკლებულები არიან (2 ტიმ. 3:1, 3). მაგრამ, შესაძლოა, ამ გრძნობების გამოვლენისას მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ. ბევრი ოჯახის წევრებზე ფიქრობს: „მაინც ჩემი სისხლიაო“, ამიტომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, იცავენ და მხარს უჭერენ ნათესავებს და მათ წყენას პირად წყენად მიიჩნევენ. დაფიქრდით, სადამდე მიიყვანა დინას ძმები უარყოფითმა გრძნობებმა (დაბ. 34:13, 25—30). გაიხსენეთ აბესალომი, რომელმაც „წინადაუცვეთელი გულის“ გამო მოკლა თავისი ნახევარძმა ამნონი (2 სამ. 13:1—30). განა „ბოროტი აზრები“ არ ამოძრავებდა მათ?

      16 ცხადია, ჭეშმარიტი ქრისტიანების უმეტესობა დღეს მკვლელობას არ სჩადის. მაგრამ ხომ არ უჩნდებათ უარყოფითი გრძნობები იმ ძმის ან დის მიმართ, რომელმაც მათ ოჯახის წევრს აწყენინა ან ფიქრობენ, რომ აწყენინა? შესაძლოა, ისინი არასდროს მიდიან სტუმრად მათთან და არც თავად ავლენენ მათდამი სტუმართმოყვარეობას (ებრ. 13:1, 2). თუ ქრისტიანს ასეთი ძლიერი უარყოფითი გრძნობები უჩნდება და სტუმართმოყვარეობას არ ავლენს, ეს სიყვარულის ნაკლებობაზე მეტყველებს და ამას გამართლება არ აქვს. გულების შემმოწმებელმა შეიძლება დიაგნოზად „გულის წინადაუცვეთელობა“ დაგვისვას (იერ. 9:25, 26). გავიხსენოთ ისინი, ვისაც იეჰოვამ მოუწოდა: „მოიცილეთ გულის ჩუჩა“ (იერ. 4:4).

      განივითარეთ გული, რომელიც იცნობს ღმერთს და გაუფრთხილდით მას

      17. როგორ დაგვეხმარება იეჰოვასადმი შიში, გვქონდეს უფრო მორჩილი გული?

      17 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სიმბოლური გულის შემოწმების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ გიჭირთ რჩევების მიღება და გარკვეულწილად, თქვენი გული წინადაუცვეთელია? შეიძლება აღმოაჩინეთ, რომ კაცთმოშიში ხართ, გსურთ, იყოთ გამოჩენილი და მდიდარი ან გახასიათებთ სიჯიუტე და ისწრაფვით დამოუკიდებლობისკენ. თქვენ არ ხართ პირველი, ვისაც მსგავსი მიდრეკილებები ჰქონია (იერ. 7:24; 11:8). იერემიამ დაწერა, რომ მის დროს მცხოვრებ ორგულ იუდეველებს „ჯიუტი და ურჩი გული“ ჰქონდათ. ის განაგრძობს: „გულშიც არ ამბობენ, ახლა გვეშინოდესო იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა, რომელიც გვაძლევს კოკისპირულ წვიმას, შემოდგომის წვიმას“ (იერ. 5:23, 24). „გულის ჩუჩის“ მოშორებაში დაგვეხმარება იეჰოვასადმი შიში და მადლიერების გრძნობა. ასეთი ჯანსაღი შიშის წყალობით შევიძენთ მორჩილ გულს, რომელსაც იეჰოვა იწონებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება