-
განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
1, 2. რატომ ვიცავთ იეჰოვას მოწმეები ჩაცმულობის მაღალ სტანდარტს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ერთი ჰოლანდიური გაზეთი ეკლესიის წინამძღოლების შეხვედრის შესახებ იუწყებოდა: „ბევრს თავისუფლად ეცვა, რადგან ცხელოდა“. იმავე გაზეთში აღნიშნული იყო, რომ ამის საპირისპიროდ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე ბიჭები და მამაკაცები პიჯაკებში იყვნენ გამოწყობილი და ჰალსტუხები ეკეთათ, გოგონებსა და ქალებს კი მოკრძალებული, თუმცა თანამედროვე ქვედაბოლოები ან კაბები ეცვათ. ფაქტია, იეჰოვას მოწმეებს ხშირად აქებენ იმისთვის, რომ აცვიათ „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეული მოხდენილი ტანსაცმელი, ისე, როგორც შეეფერებათ [მათ], რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან“ (1 ტიმ. 2:9, 10). ამ მუხლებში პავლე მოციქული უშუალოდ ქალებზე საუბრობდა, თუმცა იგივე პრინციპი ქრისტიან მამაკაცებზეც ვრცელდება.
-
-
განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
6 დიდი ალბათობაა, რომ ადამიანები პატივისცემით მოგვეპყრობიან, როგორც უზენაესი უფლის, იეჰოვას მსახურებს, თუ სუფთად, კოხტად, მოწესრიგებულად და მოკრძალებულად გვაცვია. ამან შეიძლება მათ ღმერთთან დაახლოების სურვილი გაუჩინოს. ამასთან, თუ ღირსეულად გვაცვია, ეს კარგ წარმოდგენას შეუქმნის ხალხს ჩვენს ორგანიზაციაზე. შედეგად, მათ შეიძლება მოგვისმინონ, როცა სიცოცხლის გადამრჩენ ცნობას ვუზიარებთ.
-
-
განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
8 წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:31. როცა კონგრესს ვესწრებით, ღირსეულად და მოკრძალებულად უნდა გვეცვას. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ჩაცმულობის ამა თუ იმ ექსტრავაგანტურ სტილს, რომელიც შეიძლება ქვეყნიერებაში იყოს გავრცელებული. უნდა ვეცადოთ, რომ ღამის გასათევ ადგილზეც კი ან იქ, სადაც კონგრესის დაწყებამდე ან კონგრესის შემდეგ ვისვენებთ, მეტისმეტად თავისუფლად არ გვეცვას ან მოუწესრიგებელი არ ვიყოთ. ასეთ შემთხვევაში არ შეგვრცხვება იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ
-
-
განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
12 განსაკუთრებით იქ, სადაც შედარებით თბილი კლიმატია, შეიძლება რთული იყოს, ყოველთვის ღირსეულად და წესიერად გვეცვას. თუმცა და-ძმები ძალიან აფასებენ, როცა არ ვიცვამთ ისეთ მოტკეცილ ან განიერ ტანსაცმელს, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილს გამოაჩენდა (იობ. 31:1). მაშინაც კი, როცა პლაჟზე ან საცურაო აუზთან ვართ, ჩვენი საცურაო კოსტიუმი მოკრძალებული უნდა იყოს (იგავ. 11:2, 20). შესაძლოა, ქვეყნიერებაში ბევრს ისეთი საცურაო კოსტიუმი აცვია, რომელიც თითქმის არაფერს ფარავს, მაგრამ იეჰოვას მსახურებს გვსურს, რომ ამ საკითხშიც განვადიდოთ წმინდა ღმერთი, რომელიც გვიყვარს.
-
-
განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
14. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს, რომ თავიანთი ჩაცმულობით განადიდონ ღმერთი?
14 ქრისტიანი მშობლების პასუხისმგებლობაა, შვილებს ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობა ასწავლონ. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ შვილებთან ერთად ღმერთს გული გაუხარონ მოკრძალებული ჩაცმულობითა თუ გარეგნობით (იგავ. 22:6; 27:11).
-
-
განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
ყველას განსხვავებული გემოვნება და ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის მოწესრიგებულად, სუფთად, მოკრძალებულად, სიტუაციის შესაფერისად და ადგილობრივი ნორმების შესაბამისად უნდა გვეცვას.
16. რატომ ღირს ძალისხმევად ღირსეული ტანსაცმლის მოძებნა?
16 უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველთვის ადვილი არ არის გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რომელშიც ყველა ფაქტორი იქნება გათვალისწინებული. ბევრ მაღაზიაში მხოლოდ მოდური ტანსაცმელი იყიდება, ამიტომ შეიძლება უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდეს მოკრძალებული ქვედაბოლოს, კაბის, ბლუზის და ისეთი პიჯაკის ან შარვლის საყიდლად, რომელიც მოტმასნილი არ იქნება. თანაქრისტიანები შეამჩნევენ და დააფასებენ, რომ ძალისხმევა არ დავაკელით კოხტა და წესიერი ტანსაცმლის მოძებნას. თუმცა ჩვენი მოსიყვარულე მამის განსადიდებლად გაღებული ნებისმიერი მსხვერპლი არაფერია იმ კმაყოფილებასთან, რომელსაც მის განსადიდებლად გაკეთებული არჩევნის გამო ვგრძნობთ.
-
-
განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
18, 19. რა დახმარებას გვიწევს მიქას 6:8, როცა ჩვენი ჩაცმულობით ვცდილობთ ღმერთს ვასიამოვნოთ?
18 მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებით უამრავ წესს არ გვიდგენს. ნაცვლად ამისა, ნების თავისუფლება გვაქვს გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ბიბლიურ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ამგვარად, ჩვენი ჩაცმულობითა და გარეგნობითაც კი შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვსურს „მოკრძალებულად სიარული“ ჩვენს ღმერთთან ერთად (მიქ. 6:8).
19 მოკრძალება გულისხმობს იმის თავმდაბლად აღიარებას, რომ ჩვენ ახლოსაც კი ვერ მივალთ იეჰოვას სისპეტაკესა და სიწმინდესთან და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მისი ხელმძღვანელობა გვჭირდება. მოკრძალებაში სხვების გრძნობებისა და შეხედულებების გათვალისწინებაც იგულისხმება. ასე რომ, ჩვენ ღმერთთან ერთად მოკრძალებულად დავდივართ, როცა მისი აღმატებული ნორმების თანახმად ვცხოვრობთ და პატივისცემით ვეკიდებით სხვების გრძნობებს.
-