საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყანები „გადათეთრებულან მოსამკელად“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აპრილი
    • ნილი ვაიუს ტომიდანაა. ის ადრე მანაურეში ცხოვრობდა. ნილს თანდაყოლილი დეფექტი აქვს. ის ფიქრობდა, რომ მის ტანჯვაში ღმერთი იყო დამნაშავე, ამიტომ ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და თვითმკვლელობაც კი სცადა. მოწმე, რომელიც იმ ქალაქში მივლინებით იყო ჩასული, კარდაკარ ქადაგებისას შეხვდა ნილს და იეჰოვას სამეფოს შესახებ ესაუბრა. ნილი ამ დროს 14 წლის იყო. ის დაინტერესდა და მოწმემ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ნილს ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია. ის დარწმუნდა, რომ ღმერთი არ იყო დამნაშავე მის ტანჯვაში. რა ბედნიერი იყო ნილი, როცა წაიკითხა ღვთის მიერ დაპირებული სამოთხის შესახებ, სადაც მეტად აღარ იქნება ავადმყოფობა! (ესაია 33:24; მათე 6:9, 10).

      იმ დროს ნილის ოჯახი სხვა ოჯახთან საგვარეულო შუღლში იყო გარეული. ოჯახის დაცვის მიზნით ნილის ნათესავები გარკვეულ რიტუალებს ასრულებდნენ. ნილი იხსენებს: „თავიდან მეშინოდა, რომ ოჯახის წევრებთან ჩემი ახალი რწმენის შესახებ მესაუბრა; განსაკუთრებით ამის თქმა ოჯახის უხუცესებისთვის მიჭირდა, რომელთაც დიდ პატივს სცემდნენ“. ნილის მშობლები გაბრაზდნენ, როცა გაიგეს, რომ მან უარყო ტრადიციული წეს-ჩვეულებები და მონაწილეობას აღარ მიიღებდა სპირიტიზმთან დაკავშირებულ რიტუალებში. ამიტომ ნილი რიოაჩაში გადავიდა საცხოვრებლად და იეჰოვას მოწმეთა კრებას დაუკავშირდა. მოგვიანებით ის მოინათლა; 1993 წელს მომსახურე გახდა, სამი წლის შემდეგ კი სრული დროით მსახურება დაიწყო. 1997 წელს ნილი კრებაში უხუცესად დანიშნეს, ხოლო 2000 წლიდან ის სპეციალურ პიონერად მსახურებას შეუდგა.

      განვიხილოთ აგრეთვე ტერესას შემთხვევა. ისიც ვაიუს ტომს ეკუთვნის და იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. ის კანონიერად არ იყო დაქორწინებული დანიელზე, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ტერესასა და თავიანთ სამ შვილს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ის ტერესას ბიბლიის შესწავლაში შეუერთდა, ხშირად ლოთობდა მეგობრებთან და ზოგჯერ ეს ოთხ-ხუთ დღეს გრძელდებოდა. ასეთმა საქციელმა მისი ოჯახი სიღატაკემდე მიიყვანა. ტერესა ერთგულად განაგრძობდა ბიბლიის შესწავლასა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებას. ეს დაეხმარა დანიელს, დაენახა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბიბლიის შესწავლა. იმ პერიოდში მათი ერთ-ერთი შვილი შემთხვევით მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა და დაიღუპა. ტერესა ძალიან განიცდიდა შვილის დაკარგვას; ამას ისიც დაემატა, რომ მეგობრები და მეზობლები აიძულებდნენ მას, დაკრძალვის არაბიბლიური წეს-ჩვეულებები დაეცვა.

      ამ რთულ პერიოდში დანიელსა და ტერესას ამხნევებდნენ და ანუგეშებდნენ მოწმეები ახლომდებარე კრებებიდან. მათ დაკრძალვის შემდეგაც კი აკითხავდნენ სახლში ვაიუ ინდიელი და-ძმები ადგილობრივი კრებიდან. ქრისტიანულმა სიყვარულმა დანიელი აღძრა, რომ სულიერად გაზრდილიყო. ის აღარ სვამდა და ტერესასაც აღარ სცემდა. ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ. დანიელმა მუშაობა დაიწყო, რომ ოჯახზე ეზრუნა. მათ სულიერად წინ წაიწიეს და 2003 წელს მოინათლნენ. ისინი ამჟამად ბიბლიის რამდენიმე შესწავლას ატარებენ. ტერესას შესანიშნავი დამოწმების წყალობით ნათესავები ახლა სიამოვნებით უსმენენ იეჰოვას მოწმეებს. დანიელის ერთი დისშვილი მოუნათლავი მაუწყებელია, მეორე დისშვილი და ძმისშვილი კი ბიბლიას სწავლობენ და კრების შეხვედრებს ესწრებიან. ტერესას ძმისცოლმაც, რომელსაც უბედური შემთხვევის დროს დაეღუპა შვილი, და მისმა ოჯახმაც გამოთქვა ბიბლიის შესწავლის სურვილი.

  • ყანები „გადათეთრებულან მოსამკელად“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აპრილი
    • ნაყოფიერი ტერიტორია

      რიოაჩას ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით ას კილომეტრში არის ქალაქი ურიბია. აქ მდებარე ვაიუნაიკის კრებაში 16 მაუწყებელია, რომელთაგან უმეტესობა ცდილობს სოფლებში მცხოვრებ ინდიელებს უქადაგოს. კრების ერთმა უხუცესმა თქვა: „ჩვენ მოვინახულეთ პატარა დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით თორმეტი დაბალჭერიანი და ვიწროფანჯრიანი სახლი დგას. თითოეული სახლის წინ დგას ჩარდახი, რომელიც კაქტუსის შიგთავსით, იოტოხოლოთი, არის გადახურული. მცხუნვარე მზისგან თავდასაცავად ოჯახის წევრებიც და სტუმრებიც იქ იყრიან თავს. გვიხარია, რომ ბევრმა გამოავლინა ინტერესი, ამიტომ დავგეგმეთ, კვლავ ჩამოვიდეთ მათთან და ბიბლიის შესწავლები დავიწყოთ. განმეორებით მონახულებისას შევნიშნეთ, რომ ბევრმა წერა-კითხვა არ იცოდა. მათ თქვეს, რომ ჰქონდათ სკოლის შენობა, რომელიც უსახსრობის გამო მიტოვებული იყო. ჩვენ ნება დაგვრთეს, რომ ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჩაგვეტარებინა წერა-კითხვის გაკვეთილები და ბიბლიის შესწავლები. ექვსმა ვაიუ ინდიელმა ისწავლა წერა-კითხვა და ახლა ბიბლიის შესწავლაშიც პროგრესი აქვთ. მათ მიერ გამოვლენილმა მადლიერებამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა, ამიტომ ამ დასახლებაში კრების შეხვედრების ჩატარებას ვგეგმავთ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება