საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველაფერში პატიოსანი იყავი
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • 11, 12. ა) როგორ ართულებს მდგომარეობას ზოგჯერ სერიოზული ცოდვის ჩამდენი? ბ) რა სიცრუეს ავრცელებს სატანა სერიოზული ცოდვების შესახებ და როგორ დავიცვათ თავი ამ სიცრუისგან? გ) როგორ შეგვიძლია პატიოსნად მოვიქცეთ იეჰოვას ორგანიზაციაში?

      11 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გულახდილები ვიყოთ კრებაში პასუხისმგებელ ძმებთან. ზოგი, ვინც სერიოზულ ცოდვას სჩადის, მდგომარეობას იმით ართულებს, რომ ცოდვის დამალვას ცდილობს და კრების უხუცესებს ატყუებს, როცა მომხდარის შესახებ ეკითხებიან. ისინი გაორებულ ცხოვრებას იწყებენ — იეჰოვას მსახურებად მოაქვთ თავი და, ამავე დროს, სერიოზულად სცოდავენ. შედეგად, ასეთი ადამიანები სიცრუით ცხოვრობენ (ფსალმუნი 12:2). ზოგი ნახევრად სიმართლეს ამბობს და ყველაზე მთავარს უმალავს უხუცესებს (საქმეები 5:1—11). ხშირად ადამიანები ასე უპატიოსნოდ იმიტომ იქცევიან, რომ სჯერათ იმ სიცრუის, რომელსაც სატანა ავრცელებს (იხილეთ ჩარჩო „სატანის სიცრუე სერიოზული ცოდვების შესახებ“.).

      სატანის სიცრუე სერიოზული ცოდვების შესახებ

      სატანას სურს, დაგვაჯეროს სიცრუე, რომელიც მან სერიოზული ცოდვების შესახებ მოიგონა. საბედნიეროდ, ქრისტიანებისთვის ცნობილია „ეშმაკის ხრიკები“ (ეფესოელები 6:11). განვიხილოთ სატანა ეშმაკის სამი ტყუილი.

      • „ცოდვები შეიძლება დამალო“. სინამდვილეში, იეჰოვა ხედავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13). ვინაიდან იეჰოვამ ყველა ფაქტი იცის და ვალდებული ვართ, მას ჩავაბაროთ ანგარიში, ჩვენი მდგომარეობა არ უნდა დავამძიმოთ იმით, რომ მის მიწიერ მსახურებს სერიოზული ცოდვა დავუმალოთ (იხილე აგრეთვე 2 სამუელის 12:12).

      • „უხუცესების ნდობა შეუძლებელია, ამიტომ ნურაფერს ეტყვი მათ“. ბოროტმა მეფე ახაბმა ელიას მტერი უწოდა (1 მეფეები 21:20). ელია ისრაელში იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო, ამიტომ მას შეეძლო დახმარებოდა ახაბს, ღვთისგან პატიება მიეღო. ქრისტიანულ კრებაში იესომ უხუცესები დანიშნა, რომლებიც „ძღვენი [არიან] ადამიანთა სახით“ (ეფესოელები 4:8). არასრულყოფილების მიუხედავად, უხუცესები ფხიზლობენ ჩვენზე, ანუ ზრუნავენ ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე (ებრაელები 13:17). ისინი მტრები კი არა, იეჰოვას მიერ ჩვენ დასახმარებლად გამოგზავნილი მწყემსები არიან.

      • „მეგობარს დაეხმარები, თუ მის ცოდვას დამალავ“. სინამდვილეში, ამით ვავნებთ მას. სერიოზული ცოდვები სერიოზული სულიერი სისუსტის ნიშანია; მათი დამალვა ექიმისთვის სერიოზული სიმპტომების დამალვას ჰგავს (იაკობი 5:14, 15). შემცოდველს შეიძლება დასჯის ეშინია; მაგრამ შეგონება იეჰოვას სიყვარულზე მეტყველებს; მას შემცოდველის გადარჩენა შეუძლია (იგავები 3:12; 4:13). მოუნანიებელი შემცოდველი საფრთხეს უქმნის კრების სხვა წევრებს. ალბათ, არ გსურს, ხელი შეუწყო იმ არასწორი შეხედულების გავრცელებას, რამაც ის ცოდვის ჩადენამდე მიიყვანა (ლევიანები 5:1; 1 ტიმოთე 5:22). ამიტომ ყველაფერი იღონე, რომ შემცოდველი კრების უხუცესებს დაელაპარაკოს.

  • ყველაფერში პატიოსანი იყავი
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება