-
ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
9 ღვთის მსახურთაგან ბევრმა იგრძნო შვება, როცა უხუცესებს მიმართა და მათგან დახმარება მიიღო. მაგალითად, ერთი ძმა, დანიელი, სერიოზული ცოდვის ჩადენიდან რამდენიმე თვის მანძილზე არ მიმართავდა უხუცესებს დახმარებისთვის. ის ამბობს: „უკვე იმდენი დრო იყო გასული, რომ ვფიქრობდი, უხუცესები ვეღარაფრით დამეხმარებოდნენ. ვშიშობდი, რომ ჩემი ცოდვების შესახებ ყველა გაიგებდა. რა საკითხზეც არ უნდა მელოცა, ჯერ ჩადენილი საქციელისთვის იეჰოვას პატიებას ვთხოვდი“. ბოლოს დანიელმა დახმარებისთვის უხუცესებს მიმართა. ის იხსენებს: „თავიდან მეშინოდა მათთან მისვლის. მაგრამ უხუცესებთან საუბრის შემდეგ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი ჩამომხსნეს. ახლა შემიძლია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მივმართო იეჰოვას ლოცვით“. დღეს დანიელს სუფთა სინდისი აქვს; არც ისე დიდი ხნის წინ ის კრებაში მომსახურედ დაინიშნა.
-
-
ეძებთ თავშესაფარს იეჰოვასთან?საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
გჯეროდეთ, რომ იეჰოვა მიმტევებელი ღმერთია! (იხილეთ აბზაცები 14—16)
თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია და აღარ გაგიხსენებთ დანაშაულს. ასე რომ, შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ. ზემოთ მოხსენიებულმა დანიელმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. მას შემდეგ, რაც უხუცესებმა სულიერი დახმარება აღმოუჩინეს, მან სუფთა სინდისით განაგრძო იეჰოვასადმი მსახურება. ის ამბობს: „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახლიდან დავიბადე. უხუცესების დახმარების შემდეგ დანაშაულის გრძნობა აღარ მაწუხებდა. ვიცი, რომ იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ გვპატიობს. როგორც თავად ამბობს, ის იღებს ჩვენს ტვირთს და სამუდამოდ გვაშორებს მას“.
-