საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შეგიძლია შეინარჩუნო სუფთა სინდისი?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • 7. რატომ შეიძლება სინდისმა შეცდომაში შეგვიყვანოს?

      7 მაგრამ ხანდახან სინდისმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგალითად, კომპასს თუ ლითონის საგანთან მივიტანთ, მისი ისარი სხვა მიმართულებით გადაიხრება. ასევე, კომპასს თუ ზუსტ რუკასთან ერთად არ გამოვიყენებთ, ის შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. მსგავსად, ეგოისტური სურვილები თუ გვმართავს, სინდისმა შეიძლება არასწორი საქციელი ჩაგვადენინოს. აგრეთვე, თუ სინდისთან ერთად ღვთის სიტყვის სანდო რჩევებით არ ვიხელმძღვანელებთ, შესაძლოა, მრავალ მნიშვნელოვან საკითხში ვერ შევძლოთ სწორის არასწორისგან გარჩევა. ამიტომ სინდისი სწორს რომ გვკარნახობდეს, იეჰოვას წმინდა სულის დახმარება გვჭირდება. პავლე წერდა: „ჩემი სინდისი მემოწმება წმინდა სულში“ (რომაელები 9:1). როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სინდისი იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობას არ ეწინააღმდეგება? ამისთვის სინდისის განსწავლაა საჭირო.

  • როგორ შეგიძლია შეინარჩუნო სუფთა სინდისი?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყოველთვის საკმარისი არ არის, სინდისი დამშვიდებული გვქონდეს. პავლემ თქვა: „არაფერი ვიცი ჩემს თავზე ისეთი, რაც ჩემ წინააღმდეგ არის; თუმცა ამით არ ვმართლდები, რადგან იეჰოვა განმსჯის“ (1 კორინთელები 4:4). სინდისი დამშვიდებული შეიძლება მათაც კი ჰქონდეთ, რომლებიც პავლეს მსგავსად ქრისტიანებს დევნიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ღმერთი იწონებს მათ საქციელს. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სინდისი არა მარტო ჩვენს თვალში იყოს სუფთა, არამედ იეჰოვას თვალშიც (საქმეები 23:1; 2 ტიმოთე 1:3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება