საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
    • სხვა პროცედურები ან გამოკვლევები, როდესაც პაციენტის სისხლის აღება ხდება საჭირო, ასე აშკარად არ ეწინააღმდეგება ღვთის მიერ დადგენილ პრინციპებს. მაგალითად, ბევრი ქრისტიანი აბარებს სისხლს ანალიზისთვის, რის შემდეგაც მას ღვრიან. სისხლთან დაკავშირებული სხვა უფრო რთული პროცედურებიც შეიძლება იყოს ექიმებისგან შემოთავაზებული.

      მაგალითად, გარკვეული ქირურგიული პროცედურების დროს, როდესაც სისხლის ჰემოდილუციას ახდენენ, სისხლის გარკვეული ნაწილი სხეულიდან გამოჰყავთ. სისხლი, რომელიც პაციენტის სხეულში რჩება, ძალიან თხელდება. მოგვიანებით მის სისხლს, რომელიც სხეულის გარეთ არის, მიმოქცევაში ორგანიზმს უბრუნებენ და, ამგვარად, პაციენტის სისხლის ანალიზი ნორმის ფარგლებში დგება. მსგავსად ამისა, სისხლი, რომელიც ჭრილობაში ჩადის, შეიძლება აიღონ და გაფილტრონ, ისე რომ წითელი უჯრედები პაციენტს დაუბრუნდეს; ამას ჰქვია სისხლის დაზოგვა. სხვადასხვა პროცესის დროს სისხლი შეიძლება გაშვებულ იქნეს აპარატში, რომელიც დროებით ასრულებს სხეულის ორგანოების (მაგალითად, გულის, ფილტვებისა და თირკმელების) ფუნქციას. შემდეგ აპარატიდან სისხლს პაციენტის ორგანიზმში აბრუნებენ. სხვა პროცედურის დროს, სისხლი გამოჰყავთ სეპარატორში (ცენტრიფუგაში), რომელიც მას საზიანო ან დაზიანებული ელემენტებისგან წმენდს, შეიძლება ეს გააკეთონ სისხლის ზოგიერთი კომპონენტის გამოსაყოფად და ის სხეულის სხვა ადგილში გამოიყენონ. არსებობს აგრეთვე შემოწმებები, რომლის დროსაც გარკვეული რაოდენობის სისხლს იღებენ ანალიზისთვის ანდა მას რაიმე მედიკამენტს ურევენ, რის შემდეგაც პაციენტს უკან უბრუნებენ.

      დეტალები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, და, რა თქმა უნდა, ახალი პროცედურები, მკურნალობისა და ანალიზის მეთოდები შეიცვლება და გაუმჯობესდება. ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ და ვისაუბროთ მკურნალობის თითოეულ ვარიანტზე და გადაწყვეტილება მივიღოთ. ქრისტიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოეპყრობა თავის სისხლს ოპერაციის, სამედიცინო შემოწმებისა თუ მკურნალობის პროცესში. მან წინასწარ უნდა გაიგოს ექიმისგან ან ლაბორანტისგან, თუ რას უზამენ მის სისხლს პროცედურის დროს. შემდეგ კი სინდისის კარნახით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (იხილეთ ჩარჩო).

  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
    • [ჩარჩო⁄სურათები 31 გვერდზე]

      შეეკითხეთ საკუთარ თავს

      თუ ჩემი სისხლის გარკვეულ რაოდენობას სხეულიდან გამოიყვანენ და, თუ მისი ცირკულაცია დროებით მაინც შეჩერდება, დამრთავს ჩემი სინდისი იმის ნებას, რომ ეს სისხლი კვლავ ჩემი სხეულის ნაწილად მივიჩნიო და არ მოვითხოვო, რომ ის ‘მიწაზე იქნეს დაღვრილი’?

      შემაწუხებს ბიბლიით განსწავლული სინდისი, თუ დიაგნოსტიკის ან მკურნალობის დროს სისხლს ამიღებენ, მის მოდიფიცირებას მოახდენენ და კვლავ ჩემს სხეულში დააბრუნებენ?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება