საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კორინთი „ორი ნავსადგური ერთ ქალაქში“
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
    • ლექეონის გზა ორმაგი კედლით იყო დაცული. მის გაყოლებაზე იყო გზები ქვეითად მოსიარულეთათვის, სახელმწიფო დაწესებულებები, ტაძრები და მაღაზიები კოლონადებით. ამ ადგილას პავლეს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, ექადაგა მყიდველებისთვის, მაღაზიის მეპატრონეებისთვის, ყბედებისთვის, მონებისა თუ ვაჭრებისთვის.

  • კორინთი „ორი ნავსადგური ერთ ქალაქში“
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
    • კორინთის ნავსადგურში ვაჭრობა იყო გაჩაღებული. ამაზე ისიც მოწმობს, რომ პავლე იქ კარვებს კერავდა (საქმეები 18:1—3). წიგნში „წმინდა პავლეს კვალდაკვალ“ აღნიშნულია: „კორინთში როგორც კი ზამთარი მოახლოვდებოდა, კარვების მკერავები, რომლებიც აფრებსაც კერავდნენ, საქმეს ვერ აუდიოდნენ. ზამთრობით, როცა გემები ზღვაში აღარ გადიოდნენ, ორივე ნავსადგური სავსე იყო ხომალდებით, რომლებიც შეკეთებასა და ჩატვირთვას ელოდა. თუკი ვინმემ ჭრა-კერვა იცოდა, ლექეონისა და კენქრეს პორტებში თითქმის ყველასთვის მოიძებნებოდა სამუშაო“.

      პავლემ კორინთში 18 თვეზე მეტი ხანი დაყო და შემდეგ ახ. წ. 52 წელს კენქრედან ეფესოში გაემგზავრა (საქმეები 18:18, 19).

  • კორინთი „ორი ნავსადგური ერთ ქალაქში“
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
    • თუმცა, კორინთს, როგორც კოსმოპოლიტურ ქალაქს, თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა. აქ მუდმივად ვრცელდებოდა ახალ-ახალი იდეები. სხვა ქალაქების მცხოვრებლებისგან განსხვავებით, რომელთაც პავლე უქადაგებდა, კორინთელები საკმაოდ ტოლერანტულები იყვნენ. ბიბლიის ერთი კრიტიკოსი აღნიშნავს: „ამ უძველეს საპორტო ქალაქში ერთმანეთს ხვდებოდა დასავლეთი და აღმოსავლეთი; აქ აცნობდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთ იდეებს, ფილოსოფიასა თუ რელიგიას“. აქედან გამომდინარე, კორინთელები სხვადასხვა რელიგიის მიმართ შემწყნარებლები იყვნენ, რაც პავლე მოციქულს იქ ქადაგებას უადვილებდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება