საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • აბორტი გამოსავალი არ არის
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • შედეგები

      2004 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 331 რუსი და 217 ამერიკელი ქალი, ცხადყო, რომ აბორტის შემდეგ ორივე ჯგუფიდან დაახლოებით ნახევარი ემოციურად თავს განადგურებულად გრძნობდა. რუსი ქალების დაახლოებით 50 პროცენტსა და ამერიკელების თითქმის 80 პროცენტს ამ პროცედურის შემდეგ დანაშაულის გრძნობა აწუხებდათ. ამერიკელი ქალების 60 პროცენტზე მეტი თავს ვერ პატიობდა ამას. თუ ასეთი გრძნობა ქალების უმრავლესობას ეუფლება, თვით ისეთებსაც, ვინც მორწმუნეები არ არიან, მაშ, რატომღა დგამს ბევრი ახალგაზრდა ქალი ამ ნაბიჯს?

      ხშირად ქალი სხვებისგან ზეწოლას ხვდება. მშობლები, მეუღლე და კეთილმოსურნე მეგობრები შეიძლება არწმუნებენ ქალს, რომ აბორტი „უკეთესი“ გამოსავალია. ამას კი ხშირად ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მოსდევს. დოქტორი პრისკილა ქოლმენი, რომელიც იკვლევს აბორტის შემდეგ ქალების ემოციურ რისკ-ფაქტორებს, აღნიშნავს: „სტრესული პროცედურის შემდეგ ქალი ყველაფერს აცნობიერებს, რის შემდეგაც დანაშაულის მწვავე გრძნობა, სევდა და სინანული ეუფლება“.

      ამ დროს უმეტესობას უჩნდება კითხვა: არის ორსულობის ნაადრევად შეწყვეტა მკვლელობა? როგორც ერთ ანგარიშშია ნათქვამი, მრავალი ორსული, რომელმაც აბორტის გაკეთება დააპირა, „შეცდომით ფიქრობდა, რომ აბორტი სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზმიდან ქსოვილების მოცილება. ისინი ამბობენ, რომ სიმართლე რომ სცოდნოდათ, აბორტს არ გაიკეთებდნენ“ (South Dakota Task Force to Study Abortion).

      მას შემდეგ, რაც 1 940 ქალის „გულის ამაჩუყებელი აღიარება“ მოისმინეს, ასეთი დასკვნა გააკეთეს: „ბევრი გულმოკლული ქალი დარდობდა იმ დაღუპული ბავშვის გამო, რომელიც, როგორც მათ უთხრეს, არასოდეს არსებობდა“. ამ ანგარიშში აგრეთვე ნათქვამი იყო: „იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი შვილის მკვლელია, ქალს ემოციურად ანადგურებს“.

  • აბორტი გამოსავალი არ არის
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • [ჩარჩო⁄სურათები 4 გვერდზე]

      რა ცხადყო გამოკვლევებმა?

      2006 წლის გამოკვლევაში მოცემული იყო იმ ქალების ისტორია, რომლებიც მოზარდობისას დაორსულდნენ. მათგან ნახევარმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, ნახევარმა კი აბორტი გაიკეთა. გამოკვლევის დასკვნის თანახმად, „მათთან შედარებით, ვინც აბორტი გაიკეთა, იმ გოგონებს, რომლებმაც ბავშვი გააჩინეს, ნაკლებად ესაჭიროებოდათ ფსიქოლოგის კონსულტაციები, ნაკლებად აღენიშნებოდათ ძილის დარღვევა და ნაკლები ალბათობა იყო იმისა, რომ მოეწიათ მარიხუანა“ (Journal of Youth and Adolescence).

      ერთი წყაროს მონაცემებით, მსოფლიოს ოთხმა ფართომასშტაბიანმა გამოკლვევამ დაადასტურა: „იმ ქალებს, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს, უფრო ხშირად აქვთ სხვადასხვა სახის ემოციური პრობლემა, ვიდრე მათ, ვისაც არასოდეს გადაუდგამს ეს ნაბიჯი“ (Report of the South Dakota Task Force to Study Abortion—2005).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება