საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
    • ქალაქ სიტეას მახლობლად გულმოდგინე მოწმეთა ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამან ჩვენი ეპისკოპოსი ძალიან შეაშფოთა, რადგან შეერთებულ შტატებში იყო ნაცხოვრები და კარგად იცოდა, რა ეფექტურად ქადაგებდნენ იეჰოვას მოწმეები. ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, თავისი „სამფლობელოდან“ აღმოეფხვრა ეს „მწვალებლობა“. მისი წაქეზებით პოლიცია რეგულარულად იჭერდა მოწმეებს, აპატიმრებდა და სხვადასხვა ცრუ ბრალდებას უყენებდა, რის გამოც მოწმეები იძულებული ხდებოდნენ, სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ.

  • გახურებული ღუმლის მსგავსი განსაცდელების გავლა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
    • 1945 წლის თებერვალში ჩემმა ძმამ, დემოსთენემ, რომელიც დარწმუნებული იყო იეჰოვას მოწმეების სწავლების ჭეშმარიტებაში, მომცა ბროშურა „ნუგეში ყველა მგლოვიარისთვის“d. ბროშურის შინაარსმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინვე შევწყვიტეთ მართლმადიდებელ ეკლესიაში სიარული. შევუერთდით სიტეას პატარა ჯგუფს და ჩვენს ღვიძლ და-ძმებს ახალშეძენილი რწმენის შესახებ ვუქადაგეთ. ყველამ მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება. ჩემმა მეუღლემ და მისმა ოჯახმა კი ცრუ რელიგიის მიტოვებისთვის გულიდან ამომირეცხეს და მომიძულეს, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც. გარკვეული დროის განმავლობაში სიმამრი არც კი მელაპარაკებოდა. სახლში გამუდმებით უთანხმოება და დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. მიუხედავად ამისა, 1945 წლის 21 მაისს მე და დემოსთენე ძმა მინოს კოკინაკისმა მოგვნათლაe.

      როგორც იქნა, ოცნება ავისრულე და ღვთის ნამდვილი მსახური გავხდი! დღემდე კარგად მახსოვს კარდაკარ ჩემი პირველი მსახურება. ჩანთაში ჩავიწყე 35 ბროშურა და ერთ სოფელში ავტობუსით მარტო გავემგზავრე. თავიდან გაუბედავად დავიწყე ქადაგება, მაგრამ თანდათანობით გამბედაობა შემემატა. ამასობაში განრისხებული მღვდელიც მოვარდა, მაგრამ უკვე შემეძლო, გაბედულად მეპასუხა და არად ჩამეგდო მისი დაჟინებული მოთხოვნა, პოლიციის განყოფილებაში გავყოლოდი. ვუთხარი, რომ არსადაც არ წავიდოდი, სანამ მთელ სოფელს არ მოვივლიდი და მართლაც ასე მოვიქეცი. ქადაგების დასრულების შემდეგ იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ავტობუსს არც კი დაველოდე და სახლამდე 15 კილომეტრი ფეხით გამოვიარე.

      პირსისხლიანი ჯალათების ხელში

      1945 წლის სექტემბერში სიტეას ახლად ჩამოყალიბებულ კრებაში დამატებითი პასუხისმგებლობები დამაკისრეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება