საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაში
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
    • 1982 წელს სამხრეთ თურქეთის სანაპიროსთან ახლოს იპოვეს ძვ. წ. XIV საუკუნის მეორე ნახევარში ჩაძირული გემი. წყალქვეშა გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა სპილენძის ზოდები (სავარაუდოდ კვიპროსიდან), ქარვა, ქანაანური ქილები, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, აბანოზის ხეები, სპილოს ეშვები, ეგვიპტური სკარაბიუსები (თილისმები) და სხვა ნივთები. გემზე აღმოჩენილი თიხის ნაკეთობების შესწავლის შედეგად ზოგი მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სავარაუდოდ გემი კვიპროსში ააგეს.

  • „ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაში
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
    • სავაჭრო ხომალდები

      კვიპროსის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ამატუსის სამარხებში აღმოაჩინეს თიხის პატარა გემები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის კვიპროსის ხომალდებზე. ზოგი მათგანი მუზეუმებშიც კია შემონახული.

      ეს ნიმუშები იმას აჩვენებს, რომ ძველად გემებს ვაჭრობის მიზნით იყენებდნენ. პატარა გემს 20 მენიჩბე ჰყავდა. მას ჰქონდა განიერი და ღრმა კორპუსი, რაც კვიპროსის ახლომდებარე ნავსადგურებში ტვირთის გადაზიდვისა და ხალხის გადაყვანის საშუალებას იძლეოდა. პლინიუს უფროსის აზრით, კვიპროსელებმა ააგეს პატარა, ნიჩბიანი მსუბუქი ხომალდი, რომელსაც 90 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლო.

      კვიპროსელებს ჰყავდათ დიდი სავაჭრო გემებიც, რომელთა მსგავსი გემიც აღმოჩენილ იქნა თურქეთის სანაპიროსთან ახლოს. იმ გემებს 450 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლო. დიდ გემებს 50-მდე მენიჩბე ჰყავდა, 25 ერთ მხარეს, 25 მეორე მხარეს. ასეთი გემების სიგრძე 30 მეტრს აღწევდა, აფრების სიმაღლე კი — 10 მეტრს.

  • „ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაში
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
    • კვიპროსის პირველ საომარ გემებს შესაძლოა ისეთივე ფორმა ჰქონდა, როგორიც ამატუსში აღმოჩენილ ხელოვნების ერთ-ერთ ნიმუშზე იყო გამოსახული — გრძელი, ვიწრო გემი, რომელსაც კიჩო ზევით ჰქონდა ამართული და მოკაუჭებული. ეს გემი ფორმით ფინიკიურ საომარ გემს ჰგავდა. მას ჰქონდა ტარანი და მთელ კორპუსზე, კიჩოდან ცხვირამდე დამცავი მეტალი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება