-
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი Iსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
-
-
ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (დაახლოებით ძვ. წ. 485—425) აღნიშნავს, რომ კიროსი მოკვდა „გამეფებიდან 29 წლის შემდეგ“, რაც იმას ნიშნავს რომ ეს მოხდა მისი მეფობის 30-ე წელს, ანუ ძვ. წ. 530 წელს (Histories, წიგნი I, „კლიო“, 214).
-
-
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი Iსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ოქტომბერი
-
-
ერთ-ერთი ასტრონომიული გამოთვლების შემცველი ბაბილონური თიხის ფირფიტა (BM 33066) კიროსის სიკვდილის თარიღად ძვ. წ. 530 წელს ასახელებს. თუმცა, ამ ფირფიტაზე ასტრონომიული გამოთვლების მხრივ რამდენიმე არაზუსტი ინფორმაციაა მოცემული. ამ ფირფიტაზე აღწერილია ორი მთვარის დაბნელება, რომელიც მოხდა კიროსის ვაჟის, კამბისე II-ის მეფობის მეშვიდე წელს. მთვარის ეს დაბნელებები დაფიქსირდა ბაბილონში ძვ. წ. 523 წლის 16 ივლისს და ძვ. წ. 522 წლის 10 იანვარს; ამ გამოთვლის თანახმად, გამოდის, რომ კამბისეს მეფობის მეშვიდე წელი ძვ. წ. 523 წლის დასაწყისია, მისი მეფობის პირველი წელი კი — ძვ. წ. 529 წელი. აქედან გამომდინარე, კიროსის მეფობის უკანასკნელი წელი ძვ. წ. 530 წელი უნდა იყოს, და, შესაბამისად, ბაბილონის დაპყრობის თარიღი — ძვ. წ. 539 წელი.
-