საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მტკიცედ გადავწყვიტეთ, ღვთის მმართველობისთვის დაგვეჭირა მხარი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ნოემბერი
    • საჭირო გამხნევების მიღება

      მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სლოვაკეთი კიდევ ერთხელ შეუერთდა ჩეხოსლოვაკიას. 1946—1948 წლებში იეჰოვას მოწმეების კონგრესები ჩატარდა ბრნოსა და პრაღაში. ჩვენ აღმოსავლეთ სლოვაკეთიდან სპეციალურად კონგრესის დელეგატებისთვის განკუთვნილი მატარებლებით მივდიოდით. თქვენ, ალბათ, მატარებლებს „მომღერალ მატარებლებს“ დაარქმევდით, რადგან მთელი გზის განმავლობაში ვმღეროდით (საქმეები 16:25).

      განსაკუთრებით მახსოვს 1947 წელს ქალაქ ბრნოში ჩატარებული კონგრესი, რომელსაც მსოფლიო მთავარი სამმართველოდან სამი ქრისტიანი ზედამხედველი ესწრებოდა. მათ შორის იყო ძმა ნეითან ნორი. როდესაც გამოცხადდა საჯარო მოხსენების თემა, ბევრმა ჩვენგანმა ქალაქში სიარული დავიწყეთ პლაკატებით, რომლებიც საჯარო თემის შესახებ იუწყებოდა. ჩვენ ვაჟს, ედუარდს, რომელიც მაშინ მხოლოდ ცხრა წლის, იყო პლაკატი არ ჰქონდა, რამაც ძალიან გაანაწყენა. ძმებმა როგორც მისთვის, ასევე სხვა ბავშვებისთვის, გააკეთეს უფრო პატარა პლაკატები. ამ ბავშვებმა შესანიშნავად ამცნეს საჯარო მოხსენების თემა!

      1948 წლის თებერვალში სათავეში კომუნისტები მოვიდნენ. ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან მთავრობა შეზღუდავდა ჩვენს მსახურებას. 1948 წლის სექტემბერში პრაღაში კონგრესი ჩატარდა. ამ კონგრესმა ძალიან გაგვაძლიერა და მოგვამზადა მოსალოდნელი აკრძალვისთვის, თუმცა სამი წელი თავისუფლად ვატარებდით კონგრესებს. კონგრესზე მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იყო: „ჩვენ, აქ შეკრებილ იეჰოვას მოწმეებს . . . გადაწყვეტილი გვაქვს მსახურების გაფართოება და ის, რომ უფლის წყალობით კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გადაუდებლად, გულმოდგინედ ვამცნოთ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“.

  • მტკიცედ გადავწყვიტეთ, ღვთის მმართველობისთვის დაგვეჭირა მხარი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ნოემბერი
    • [სურათი 27 გვერდზე]

      1947 წელს ბრნოში ჩატარებული კონგრესის დროს პლაკატებით ხელში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება