საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რწმენის გამოცდა სლოვაკეთში
    გამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
    • 1924 წელს, როდესაც 13 წლის ვიყავი, ვთხოვე, რომ მოვენათლე. თუმცა დედაჩემი თვლიდა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ვიყავი ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად, დავარწმუნე, რომ ეს მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ივლისში მდინარე ონდავასთან ჩატარებულ ერთდღიან კონგრესზე იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად ამავე მდინარეში მოვინათლე.

  • რწმენის გამოცდა სლოვაკეთში
    გამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
    • 1930-იან წლებში წილად მხვდა ბედნიერება, დედაქალაქ პრაღაში გამართულ დიდ კონგრესებს დავსწრებოდი. 1932 წელს კი ჩეხოსლოვაკიაში პირველად ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი. ჩვენ ვარიეტეს თეატრში შევიკრიბეთ. დაახლოებით 1 500 დამსწრე განსაკუთრებული ინტერესით ისმენდა საჯარო მოხსენებას, სათაურით „ევროპა კრახის წინაშე“. მომდევნო საერთაშორისო კონგრესი 1937 წელს ჩატარდა პრაღაში, რომელზეც მეც გამოვედი მოხსენებით. ამ კონგრესს ევროპის მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატი ესწრებოდა და თითოეულმა დროული გამხნევება მივიღეთ, რათა გავმკლავებოდით იმ გამოცდებს, რომლებიც ძალიან მალე, მეორე მსოფლიო ომის დროს დაგვატყდებოდა თავს.

  • რწმენის გამოცდა სლოვაკეთში
    გამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
    • ომის შემდეგ ჩატარებულმა კონგრესებმა დიდად შეუწყო ხელი ჩვენი მსახურების წინ წაწევას. 1946 წლის სექტემბერში მთელი ქვეყნის კრებებისთვის პირველი კონგრესი ქალაქ ბრნოში ჩატარდა. მე წილად მხვდა პატივი, გამოვსულიყავი მოხსენებით „მკა — წუთისოფლის აღსასრული“.

      1947 წელს ქალაქ ბრნოში კიდევ ერთი კონგრესი ჩატარდა ქვეყნის ყველა კრებისთვის. ამ კონგრესზე გამამხნევებელი მოხსენებებით გამოვიდნენ ბრუკლინში არსებულ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოდან ჩამოსული ძმები — ნეითან ნორი, მილტონ ჰენშელი და ჰეიდენ კოვინგტონი. მოხსენებების თარგმნა მე დამავალეს. თუმცა იმ დროს ჩეხოსლოვაკიაში სამეფოს დაახლოებით 1 400 მაუწყებელი ვიყავით, საჯარო მოხსენებას 2 300 ადამიანი დაესწრო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება