საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ტერეზინი — ციხე, რომელმაც ტანჯვისგან ვერ დაიცვა
    გამოიღვიძეთ! — 2012 | მარტი
    • პრაღიდან, პილსენიდან და ჩეხეთის სხვა ქალაქებიდან დაპატიმრებული სულ მცირე 20 იეჰოვას მოწმეც „პატარა ციხე-სიმაგრეში“ ჰყავდათ გამომწყვდეული. რაში ედებოდათ მათ ბრალი? ისინი მხარს არ უჭერდნენ ნაცისტებს და ნეიტრალურები რჩებოდნენ პოლიტიკურ საკითხებში. აკრძალვის მიუხედავად, მოწმეები მაინც ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას. მათ რწმენის გამო აპატიმრებდნენ, ზოგს სიკვდილით სჯიდნენ, ზოგს კი წამებით კლავდნენ.

  • ტერეზინი — ციხე, რომელმაც ტანჯვისგან ვერ დაიცვა
    გამოიღვიძეთ! — 2012 | მარტი
    • [ჩარჩო 20 გვერდზე]

      იეჰოვას მოწმეები „პატარა ციხე-სიმაგრეში“

      ტერეზინის „პატარა ციხე-სიმაგრეში“ დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეების უმეტესობა დასაკითხად ჯერ პრაღაში, გესტაპოს შტაბში მიჰყავდათ, მერე კი გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავდათ. როგორ უძლებდნენ ისინი ციხის მკაცრ პირობებს და ერთმანეთისგან იზოლირებას?

      ტერეზინში დაპატიმრებული ერთი იეჰოვას მოწმე იხსენებს: „ბიბლიის სწავლებები რომ არ დამვიწყებოდა, ხშირად ვიმეორებდი. ყველა ციხეში, სადაც გადავყავდი, მოწმეებს ვეძებდი. თუ ვინმეზე გავიგებდი, რომ მოწმე იყო, ვცდილობდი, როგორმე დავკავშირებოდი. შეძლებისდაგვარად პატიმრებთანაც ვქადაგებდი“.

      სწორედ ასეთი მიდგომის წყალობით დარჩა ეს და ღვთის ერთგული ციხეში გატარებული არაერთი წლის მანძილზე და მას მერეც.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება