საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იონათანს „ღმერთმა გაამარჯვებინა“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 სექტემბერი
    • ისრაელის პირველი მეფის ვაჟი დევნილს ინახულებს. „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ გახდები ისრაელის მეფე, მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები“, — ეუბნება ის დევნილს (1 სამუელი 23:17).

      მნახველი იონათანია, დევნილი კი — დავითი. იონათანი მალევე რომ არ მომკვდარიყო, შეიძლებოდა დავითის მარჯვენა ხელი გამხდარიყო.

      იონათანი და დავითი ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ.

  • იონათანს „ღმერთმა გაამარჯვებინა“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 სექტემბერი
    • იონათანი და დავითი

      ამ მოვლენებიდან დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ფილისტიმელთა ერთი მეომარი, სახელად გოლიათი, დასცინოდა ისრაელებს, მაგრამ დავითმა დაამარცხა ის. იონათანი, როგორც ჩანს, 30 წლით უფროსი იყო დავითზე, მაგრამ მათ ბევრი ჰქონდათ საერთოa. დავითმაც ისეთივე გამბედაობა გამოავლინა, როგორიც იონათანმა მიქმაშში. უმთავრესი კი ის იყო, რომ დავითს იონათანის მსგავსად სჯეროდა, იეჰოვას შესწევდა გადარჩენის ძალა; ის უშიშრად შეებრძოლა გოლიათს, მაშინ როცა დანარჩენ ისრაელებს შეეშინდათ. ამიტომ „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი“ (1 სამუელი 17:1—18:4).

      თუმცა უშიშარ დავითში საული მეტოქეს ხედავდა, იონათანს შურის ნასახიც არ გასჩენია. ისინი ახლო მეგობრები გახდნენ და, ალბათ, იონათანმა ერთ-ერთი საიდუმლო საუბრის დროს გაიგო, რომ დავითი ისრაელის მომავალ მეფედ იყო ცხებული. იონათანი პატივისცემით მოეკიდა ღვთის გადაწყვეტილებას.

      მეფე საულმა თავის ვაჟსა და მსახურებს უთხრა, რომ დავითის მოკვლას აპირებდა, ამიტომ იონათანმა გააფრთხილა დავითი. იონათანი არწმუნებდა საულს, რომ დავითი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა. დავითს ხომ არაფერი დაუშავებია მეფისთვის! განა დავითმა საფრთხეში არ ჩაიგდო სიცოცხლე, როცა გოლიათს შეებრძოლა? იონათანის მუდარამ დაამშვიდა საული. მაგრამ მეფეს მალევე შეეცვალა აზრი და ისევ დაიწყო დავითის მოსაკლავად გეგმების შედგენა, რის გამოც დავითი იძულებული გახდა, გაქცეულიყო (1 სამუელი 19:1—18).

      იონათანი კი დავითს უჭერდა მხარს. მეგობრებმა შეადგინეს მოქმედების გეგმა. იონათანმა, რომელიც მეგობრის ერთგული იყო და მამის მიმართაც ერთგულების შენარჩუნებას ცდილობდა, დავითს უთხრა: „ეს არ მოხდება! არ მოკვდები“; დავითმა კი მიუგო: „ერთი ნაბიჯი მაშორებს სიკვდილს!“ (1 სამუელი 20:1—3).

      იონათანმა და დავითმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, რა ჰქონდა საულს განზრახული. თუ მეფე შენიშნავდა, რომ დავითი არ იყო მის სუფრასთან, მაშინ იონათანი ეტყოდა, რომ დავითი მას დაეთხოვა, რათა ოჯახთან ყოფილიყო ყოველწლიური მსხვერპლშეწირვის დროს. თუ საული განრისხდებოდა, ამით დავითისადმი მისი მტრული დამოკიდებულება გამოჩნდებოდა. იონათანმა ყოველივე კარგი უსურვა დავითს და გადაკვრით შეეხო მის მომავალ მეფობას. მან უთხრა: „იეჰოვა იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო“. მათ ერთგულება შეჰფიცეს ერთმანეთს და მოილაპარაკეს, როგორ გააგებინებდა იონათანი დავითს შედეგებს (1 სამუელი 20:5—24).

      საულმა შენიშნა, რომ დავითი სუფრასთან არ იყო. იონათანმა აუხსნა, რომ დავითმა სთხოვა: „თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში, გამიშვი, რომ ვნახო ჩემი ძმები“. იონათანს არ ეშინოდა იმის თქმის, რომ დავითის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. მეფე განრისხდა! მან დაგმო იონათანი და აღშფოთებულმა უთხრა, რომ დავითი დიდ საფრთხეს უქმნიდა მის მეფობას. მან მოითხოვა, იონათანს მოეყვანა დავითი, რათა მოეკლა. მაგრამ იონათანმა მიუგო: „რატომ უნდა მოკვდეს? რა დააშავა?“ გაშმაგებულმა საულმა თავის ვაჟს შუბი ესროლა. იონათანი უვნებელი გაიქცა, მაგრამ გული ეტკინა დავითის გამო (1 სამუელი 20:25—34).

      რა ერთგული იყო იონათანი! ადამიანური თვალსაზრისით, დავითთან მეგობრობით იონათანი უფრო ბევრს კარგავდა, ვიდრე იღებდა. მაგრამ იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ დავითი შეცვლიდა მეფე საულს და ეს სასიკეთოდ იმოქმედებდა როგორც იონათანზე, ისე სხვებზე.

      სევდიანი განშორება

      იონათანი ჩუმად შეხვდა დავითს, რათა ახალი ამბავი ეთქვა. ნათელი იყო, რომ დავითი ვეღარასოდეს გადააბიჯებდა საულის სამეფო კარის ზღურბლს. ორივე ტიროდა და ერთმანეთს ეხვეოდა. ამის შემდეგ დავითმა სამალავს დაუწყო ძებნა (1 სამუელი 20:35—42).

      იონათანი კიდევ ერთხელ შეხვდა დავითს, როცა ის საულს ემალებოდა „ხორეშში . . . ზიფის უდაბნოში“. სწორედ მაშინ გაამხნევა იონათანმა დავითი: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ გახდები ისრაელის მეფე, მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები; მამაჩემმა საულმაც იცის ეს“ (1 სამუელი 23:15—18). ამის შემდეგ მალევე იონათანი და საული ფილისტიმელებთან ბრძოლაში დაიღუპნენ (1 სამუელი 31:1—4).

      ყველა, ვისაც ღმერთი უყვარს, უნდა დაფიქრდეს იონათანის ცხოვრებაზე. გიჭირთ გადაწყვიტოთ, ვის უერთგულოთ? გახსოვდეთ, საული მოუწოდებდა იონათანს, საკუთარ თავზე ეზრუნა; მაგრამ იონათანი მთელი გულით ემორჩილებოდა იეჰოვას, მოწიწებას ავლენდა და ხარობდა იმით, რომ ღვთის რჩეული გახდებოდა მეფე. იონათანი მხარს უჭერდა დავითს და იეჰოვას ერთგული იყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება