საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გიყვარდეს ისინი, ვინც ღმერთს უყვარს!
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • ვისწავლოთ დავითისა და იონათანის მაგალითზე

      8. რით გხიბლავს ა) ნაომისა და რუთის, ბ) სამი ახალგაზრდა ებრაელის და გ) პავლესა და ტიმოთეს მეგობრობა?

      8 ბიბლია მოგვითხრობს მრავალი ადამიანის შესახებ, რომლებზეც დადებითი გავლენა მოახდინეს კარგმა მეგობრებმა. შეგიძლია წაიკითხო ნაომისა და მისი რძლის, რუთის, ასევე ბაბილონში გადასახლებული სამი ებრაელი ახალგაზრდის და პავლესა და ტიმოთეს მეგობრობის შესახებ (რუთი 1:16; დანიელი 3:17, 18; 1 კორინთელები 4:17; ფილიპელები 2:20—22). მოდი, განვიხილოთ კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი, რომელიც დავითისა და იონათანის მეგობრობას ეხება.

      9, 10. რა ედო საფუძვლად იონათანისა და დავითის მეგობრობას?

      9 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც დავითმა დაამარცხა გოლიათი, „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი“ (1 სამუელი 18:1). ასე ჩაეყარა საფუძველი ურყევ მეგობრობას, რომელიც ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მანამდე გაგრძელდა, სანამ იოანათანი ბრძოლის ველზე არ დაიღუპა (2 სამუელი 1:26).c რაზე იყო დაფუძნებული მათი მეგობრობა?

      10 დავითი და იონათანი ერთმანეთთან დააახლოვა ღვთის სიყვარულმა და მისადმი ერთგულების ძლიერმა სურვილმა. მათ სულიერი მიზნები აერთიანებდათ. ორივეს მიმზიდველი თვისებები ჰქონდა. უეჭველია, იონათანზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ის, თუ როგორ გაბედულად და თავდადებით იცავდა ახალგაზრდა დავითი იეჰოვას სახელს; დავითს კი, თავის მხრივ, გულგრილს არ დატოვებდა ის ფაქტი, რომ იონათანი, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო, მთელი გულით ერთგულობდა იეჰოვას, მის მიერ დადგენილ კანონებს და საკუთარ ინტერესებზე წინ სრულიად უანგაროდ დავითის ინტერესებს აყენებდა. ვნახოთ, რა მოხდა დავითის ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, როცა ის იონათანის მამას, ბოროტ მეფე საულს, უდაბნოში ემალებოდა. იონათანმა განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინა და „დავითთან წავიდა, . . . რათა განემტკიცებინა ის ღვთის სახელით“ (1 სამუელი 23:16). წარმოიდგინე, რას იგრძნობდა დავითი, როცა მისი ძვირფასი მეგობარი მასთან გასამხნევებლად მივიდა!d

      11. რას სწავლობ იონათანისა და დავითის მაგალითიდან?

      11 რას ვსწავლობთ იონათანისა და დავითის მაგალითიდან? უპირველესად იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრებს ერთმანეთთან სულიერი ფასეულობები აკავშირებდეს. თუ დავუახლოვდებით მას, ვინც იზიარებს ჩვენს რწმენას, ისეთივე ზნეობრივი ფასეულობები აქვს, როგორიც ჩვენ და ისევე ძლიერ სურს, ღვთის ერთგული დარჩეს, როგორც ჩვენ, საშუალება გვექნება, ერთმანეთს საკუთარი აზრები, გრძნობები და საინტერესო შემთხვევები გავუზიაროთ და ამგვარად გავამხნეოთ ერთმანეთი (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12). სულიერად მოაზროვნე მეგობრების პოვნა თანამორწმუნეებს შორის შეგვიძლია. მაგრამ ნიშნავს ეს, რომ ყველა, ვინც კრების შეხვედრებს ესწრება, კარგ მეგობრობას გაგვიწევს? ალბათ, არა.

  • გიყვარდეს ისინი, ვინც ღმერთს უყვარს!
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
    • c დავითი ახალგაზრდა, „ჯერ კიდევ ყმაწვილი“ იყო, როცა გოლიათი მოკლა. როცა იონათანი დაიღუპა, ის დაახლოებით 30 წლის იყო (1 სამუელი 17:33; 31:2; 2 სამუელი 5:4). იონათანი, რომელიც დაახლოებით 60 წლის მოკვდა, როგორც ჩანს, დავითზე 30 წლით უფროსი იყო.

      d 1 სამუელის 23:17-ში ჩაწერილია, თუ რა უთხრა იონათანმა დავითს გასამხნევებლად: 1) მოუწოდა, არ შეშინებოდა; 2) დაარწმუნა, რომ საულის მცდელობა უშედეგო იქნებოდა; 3) შეახსენა, რომ ღვთის დაპირებისამებრ მეფე გახდებოდა; 4) აღუთქვა, რომ მისი ერთგული იქნებოდა; 5) უთხრა, რომ საულმაც კი იცოდა დავითისადმი მისი ერთგულების შესახებ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება