საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გადარჩენა ‘უფლის დღეს’
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
    • იეჰოვას მოქმედება ნოეს დღეებში

      3. რა მსგავსებაა ნოეს დღეებსა და დღევანდელ მდგომარეობას შორის?

      3 დღეს წუთისოფლის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც 4 000 წლის წინ, „ნოეს დღეებში“, იყო (ლუკა 17:26, 27). დაბადების 6:5-ში ვკითხულობთ: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“. როგორი მსგავსებაა დღევანდელ წუთისოფელთან! ბოროტება, სიხარბე და სიყვარულის უქონლობა ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობთ, რომ ადამიანთა გახრწნილებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. მაგრამ მოციქულ პავლეს წინასწარმეტყველება ‘უკანასკნელ დღეებთან’ დაკავშირებით მხოლოდ განაგრძობს შესრულებას: ‘ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები წინ მიიწევენ უარესისაკენ’, (2 ტიმოთე 3:1, 13).

      4. რა გავლენას ახდენდა ცრუ თაყვანისცემა ადრინდელ პერიოდში?

      4 შეძლო თუ არა ნოეს დღეებში რელიგიამ ხალხისთვის შვების მოტანა? პირიქით, იმ დროს არსებული განდგომილი რელიგია ხელს უწყობდა მაშინდელ გამანადგურებელ მდგომარეობას. ჩვენი პირველი მშობლები აჰყვნენ ცრუ სწავლებას, რომელიც ‘ძველი გველისგან, სატანა ეშმაკისგან’, მომდინარეობდა. ადამის მეორე თაობაში „დაიწყო უფლის სახელის ხსენება“ და, როგორც ჩანს, ეს ღვთის გმობის სახით ხდებოდა (გამოცხადება 12:9; დაბადება 3:3–6; 4:26). მოგვიანებით ურჩმა ანგელოზებმა, რომლებმაც შეწყვიტეს ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა, ხორცი შეისხეს იმ მიზნით, რომ ადამიანთა ლამაზ ასულებთან უკანონო სქესობრივი კავშირი ჰქონოდათ. ამ ქალებს უჩნდებოდათ ჰიბრიდული ბუმბერაზები, რომლებიც ავიწროებდნენ და აგრესიულად ეპყრობოდნენ ადამიანებს. ასეთი დემონური გავლენის ქვეშ ‘გაირყვნა ყოველი ხორციელის ზნე ამ ქვეყანაზე’ (დაბადება 6:1–12).

      5. რა გაფრთხილება მოგვცა იესომ ნოეს დღეებში მომხდარი მოვლენების მოხსენიებით?

      5 მაგრამ ერთმა ოჯახმა შეინარჩუნა იეჰოვასადმი ერთგულება. ამიტომ ღმერთმა „შეინახა რვა სული და მათ შორის ნოე — სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა წუთისოფელს“ (2 პეტრე 2:5). ეს წარღვნა იეჰოვას შიშის მომგვრელი დღის წინასახეობა იყო, რომლითაც აღინიშნება ამ სისტემის აღსასრული და რომლის შესახებაც იესომ იწინასწარმეტყველა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:36–39). დღეს ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით, ამიტომ იესო გვირჩევს, ‘გავფრთხილდეთ, ვიფხიზლოთ და ყოველ ჟამს ვილოცოთ, რათა შეგვეძლოს ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა’ (ლუკა 21:34–36).

      იეჰოვას მიერ სოდომისა და გომორის დასჯა

      6, 7. ა) რის წინასახეობაა მოცემული ლოტის დღეების მოვლენებით? ბ) რა ნათელ გაფრთხილებას გვაძლევს ეს ჩვენ?

      6 წარღვნიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, როცა ნოეს შთამომავლები გამრავლდნენ და დედამიწას მოეფინნენ, ერთგული აბრაამი და მისი ძმისწული ლოტი იყვნენ იეჰოვას შიშის მომგვრელი კიდევ ერთი დღის თვითმხილველები. ლოტი და მისი ოჯახი სოდომში ცხოვრობდნენ. მეზობლად მდებარე ქალაქ გომორასთან ერთად ეს ქალაქები სქესობრივი ამორალურობის ჭაობში იყო ჩაფლული. დიდი ყურადღება ექცეოდა მატერიალურ ქონებასაც, რომელმაც ბოლოს ლოტის ცოლზეც კი იმოქმედა. იეჰოვამ აბრაამს უთხრა: „გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები“ (დაბადება 18:20). აბრაამმა სთხოვა იეჰოვას, დაენდო ეს ქალაქები იმ მართალთა გამო, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ იეჰოვამ განუცხადა, რომ ათი მართალიც კი ვერ იპოვა იქ. ღვთის მიერ მოვლენილი ანგელოზები დაეხმარნენ ლოტსა და მის ორ ქალიშვილს, გაქცეულიყვნენ მეზობლად მდებარე ქალაქ ცოღარში.

      7 რა მოხდა შემდეგ? ლუკას 17:28–30-ში ჩვენი ‘უკანასკნელი დღეები’ შედარებულია ლოტის დღეებთან: „ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა კაცის ძე გამოჩნდება“. იეჰოვას იმ შიშის მომგვრელ დღეს სოდომისა და გომორის განადგურება ნათელ გაფრთხილებას გვაძლევს დღეს იესოს თანდასწრების შესახებ. კაცობრიობის დღევანდელი თაობაც ‘მეძაობს და უცხო ხორცს არის ადევნებული’ (იუდა 7). უფრო მეტიც, სქესობრივი გზით გადაცემულმა დაავადებებმა გამოიწვია მრავალი ეპიდემია, ანუ „მოსრვა“, რომელიც იესომ ჩვენი დღეების შესახებ იწინასწარმეტყველა (ლუკა 21:11).

      ისრაელი იმკის „ქარიშხალს“

      8. როგორ დაიცვა ისრაელმა იეჰოვასთან დადებული აღთქმა?

      8 თავის დროზე იეჰოვამ ისრაელი აირჩია ‘თავის საკუთრებად ყველა ხალხისგან მღვდელთა სამეფოდ და წმინდა ერად’. მაგრამ ეს დამოკიდებული იყო მათ მიერ ღვთის სიტყვის ‘შესმენასა და მისი აღთქმების დაცვაზე’ (გამოსვლა 19:5, 6). დააფასეს მათ ეს დიდი პატივი? სულაც არა! მართალია, ღმერთს თავდადებით ემსახურებოდნენ იმ ერის წარმომადგენელი ერთგული ადამიანები: მოსე, სამუელი, დავითი, იოშაფატი, ხიზკია, იოშია და ასევე ერთგული წინასწარმეტყველები, მაგრამ ერი მთლიანობაში ორგული იყო. გარკვეული დროის შემდეგ სამეფო ორად გაიყო: ისრაელისა და იუდას სამეფოებად. ორივე სამეფო ჩაება ცრუ თაყვანისცემასა და ღვთის შეურაცხმყოფელ სხვა ჩვეულებებში, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან გადმოიღეს (ეზეკიელი 23:49).

      9. როგორ განსაჯა იეჰოვამ ათი მუხლისგან შემდგარი ურჩი სამეფო?

      9 როგორ მოიქცა იეჰოვა? როგორც ყოველთვის, მან იზრუნა გაფრთხილებაზე, რომელიც შეესაბამება ამოსის მიერ გადმოცემულ პრინციპს: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“. თვითონ ამოსმა ვაების შესახებ ამცნო ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს: „რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი“ (ამოსი 3:7; 5:18). ამოსის გარდა, წინასწარმეტყველმა ოსიამაც განაცხადა: „ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან“ (ოსია 8:7). ძვ. წ. 740 წელს ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს ერთხელ და სამუდამოდ გასანადგურებლად იეჰოვამ ასურეთის ჯარები გამოიყენა.

      იეჰოვა უსწორდება განდგომილ იუდას

      10, 11. ა) რატომ არ ინება იეჰოვამ იუდასთვის მიტევება? ბ) როგორი საძაგელი საქმეებით გაირყვნა ერი?

      10 იეჰოვამ სამხრეთ სამეფოშიც, იუდაშიც, გაგზავნა წინასწარმეტყველები. მაგრამ იუდას ისეთი მეფეები, როგორებიც იყვნენ: მენაშე და მისი მემკვიდრე ამონი, ღვთის თვალში ბოროტების ჩადენას განაგრძობდნენ იმით, რომ ‘ღვრიდნენ ბევრ უბრალო სისხლს, ემსახურებოდნენ კერპებს და თაყვანს სცემდნენ მათ’. მიუხედავად იმისა, რომ ამონის ვაჟი იოშია სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, მომდევნო მეფეები და ხალხი კვლავ ბოროტებაში ჩაეფლო, რის გამოც „არ ინება უფალმა. . . [მათი] პატიება“ (მეოთხე მეფეთა 21:16–21; 24:3, 4).

      11 იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, იერემიას, მეშვეობით განაცხადა: „საშინელი და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქვეყანაში. ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?“ იუდეველი ერი უდიდესი სისხლისმღვრელი გახდა და ეს ხალხი ქურდობით, მკვლელობით, მრუშობით, ცრუდ დაფიცებით, სხვა ღმერთების თაყვანისცემითა და სხვა საძაგელი საქმეებით გაირყვნა. ღვთის ტაძარი ‘ავაზაკების ბუნაგად’ იქცა (იერემია 2:34; 5:30, 31; 7:8–12).

      12. როგორ განაგრძო იეჰოვამ მოღალატე იერუსალიმის დასჯა?

      12 იეჰოვამ განაცხადა: „უბედურებას მოვაწევ ჩრდილოეთიდან [ქალდეადან] და დიდ გასაჭირს!“ (იერემია 4:6). ამგვარად, მან იმდროინდელი მსოფლიო მპყრობელის, ბაბილონის, ანუ ‘მთელი ქვეყნის უროს’ მეშვეობით გააცამტვერა მოღალატე იერუსალიმი და მისი ტაძარი (იერემია 50:23). ძვ. წ. 607 წელს ალყის შემორტყმის შემდეგ, ქალაქი დაეცა ნაბუქოდონოსორის ძლიერი არმიის წინაშე. „თვალწინ დაუხოცა რიბლაში ბაბილონის მეფემ შვილები [მეფე] ციდკიას, იუდაელი წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ. თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანათ. მეფის სასახლე და ხალხის სახლები გადაწვეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს. ხოლო დანაშთომი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და მის მხარეზე გადასულნი, და დანაშთომი ხალხი, ვინც დარჩა, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა“ (იერემია 39:6–9).

      13. ვინ გადარჩა ძვ. წ. 607 წელს იეჰოვას დღეს და რატომ?

      13 ნამდვილად შიშის მომგვრელი დღეა! მაგრამ რამდენიმე სული, რომელიც იეჰოვას ემორჩილებოდა, ცეცხლოვან განაჩენს გადაურჩა. მათ შორის იყვნენ არაისრაელი რექაბიანები, რომლებმაც, იუდეველებისგან განსხვავებით, თავმდაბლობისა და მორჩილების სული გამოავლინეს. აგრეთვე გადარჩნენ ერთგული საჭურისი ყებედ-მელექი, რომელმაც იერემია ტალახიან ჭაში სიკვდილისგან იხსნა, და იერემიას ერთგული მწერალი, ბარუქი (იერემია 35:18, 19; 38:7–13; 39:15–18; 45:1–5). ასეთ ადამიანებზე განაცხადა იეჰოვამ: „რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს. . . საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი“. ეს აღთქმა მცირე მასშტაბით ძვ. წ. 539 წელს შესრულდა, როცა ღვთისმოშიში იუდეველები ბაბილონის მპყრობელის, მეფე კიროსის, ბრძანებით, გათავისუფლდნენ ბაბილონის ტყვეობიდან და ქალაქ იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღსადგენად დაბრუნდნენ. მათ მსგავსად დღეს ბაბილონური რელიგიიდან გამოსულებსა და იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობისთვის აღდგენილებს შეუძლიათ იეჰოვას მიერ აღდგენილ სამოთხეში მარადიული მშვიდობის დიდებული მომავლის იმედი ჰქონდეთ (იერემია 29:11; ფსალმუნი 36:34; გამოცხადება 18:2, 4).

      პირველი საუკუნის „დიდი გასაჭირი“

      14. რატომ უარყო იეჰოვამ ისრაელი სამუდამოდ?

      14 გადავინაცვლოთ ახ. წ. პირველ საუკუნეში. იმ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებული იუდეველები კვლავ განუდგნენ ღმერთს. იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა მისი ცხებული ანუ მესია ყოფილიყო. 29—33 წლებში იესო მთელ ისრაელში ქადაგებდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათე 4:17). გარდა ამისა, მან შეკრიბა და მასთან ერთად სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში მონაწილეობის მისაღებად გაწვრთნა მოწაფეები. როგორ შეხვდნენ ამას იუდეველთა მმართველები? ისინი ლანძღავდნენ იესოს და ბოლოს ჩაიდინეს საშინელი ბოროტმოქმედება — იესო წამების ძელზე მოწამებრივი სიკვდილით მოკლეს. იეჰოვამ უარყო იუდეველები და ისინი უკვე არ იყვნენ მისი ხალხი. ახლა ეს ერი სამუდამოდ იქნა უარყოფილი.

      15. რა პატივი ხვდათ წილად მომნანიებელ იუდეველებს?

      15 აღდგენილმა იესომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდა გადმოაფრქვია თავის მოწაფეებზე, რამაც მათ იქვე სწრაფად შეგროვილ იუდეველებსა და პროზელიტებთან მათ საკუთარ ენებზე ლაპარაკის საშუალება მისცა. მოციქულმა პეტრემ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. . . ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით“. როგორი იყო პატიოსანი იუდეველების რეაქცია? „ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ“, ცოდვები მოინანიეს და მოინათლნენ (საქმეები 2:32–41). სამეფოს შესახებ ქადაგება დაჩქარდა და 30 წელიწადში ის „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).

      16. როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა მოვლენებს, რათა სისრულეში მოეყვანა წარმოშობით ისრაელებზე გამოტანილი განაჩენი?

      16 ახლა დადგა იეჰოვას დრო, სისრულეში მოეყვანა თავის უარყოფილ ხალხზე, წარმოშობით ისრაელზე, გამოტანილი განაჩენი. იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან შეგროვდა სხვადასხვა ხალხი ქრისტიანულ კრებაში და, როგორც სულიერი ‘ღვთის ისრაელი’, ცხებული გახდა (გალატელთა 6:16). მაგრამ ამ დროისთვის ებრაელები სიძულვილსა და სექტანტურ სისასტიკეში ჩაეფლნენ. იმის საწინააღმდეგოდ, რაც პავლემ ‘უმაღლესი ხელმწიფებისადმი მორჩილების’ შესახებ მისწერა, ისინი აშკარად ჯანყდებოდნენ მათზე გაბატონებული რომაელი ხელისუფლების წინააღმდეგ (რომაელთა 13:1). როგორც ჩანს, შემდგომ მოვლენებს იეჰოვა ხელმძღვანელობდა. ახ. წ. 66 წელს გენერალ გალუსის ხელმძღვანელობით რომაელთა მოწინავე ჯარებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს. რომაელები უტევდნენ ქალაქს და ასევე ძირს უთხრიდნენ ტაძრის კედლებს. ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის ცნობის თანახმად, ქალაქისა და მასში მცხოვრები ხალხისთვის ეს ნამდვილად გასაჭირი იყოa. მაგრამ მოულოდნელად ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს. ამან იესოს მოწაფეებს საშუალება მისცა, მათეს 24:15, 16-ში მოცემული წინასწარმეტყველური გაფრთხილების თანახმად, ‘მთებში გაქცეულიყვნენ’.

      17, 18. ა) რა გასაჭირით აღასრულა იეჰოვამ ებრაელებზე გამოტანილი სამართლიანი განაჩენი? ბ) ვინ ‘გადარჩა’ და რის წინასახეობა იყო ეს?

      17 მაგრამ გასაჭირის კულმინაციის დროს იეჰოვას განაჩენის ბოლომდე შესრულება ჯერ კიდევ მომავლის საქმე იყო. ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარებმა უკვე გენერალ ტიტუსის ხელმძღვანელობით განაახლა შეტევა. ეს ბრძოლა გადამწყვეტი იყო! იუდეველები, რომლებიც ერთმანეთს შორისაც კი ომობდნენ, ძალებით ვერ შეედრებოდნენ რომაელებს. ქალაქი და ტაძარი მიწასთან იქნა გასწორებული. მილიონზე მეტი იუდეველი დაძაბუნდა და მოკვდა; ქალაქის ჭიშკრიდან გადმოგდებულ იქნა დაახლოებით 600 000 გვამი. ქალაქის დაცემის შემდეგ კი 97 000 იუდეველი ტყვედ იქნა წაყვანილი, რომელთაგან მრავალი გლადიატორულ წარმოდგენებზე დაიღუპა. ნამდვილად, იმ გასაჭირის წლებში მხოლოდ მორჩილი ქრისტიანები გადარჩნენ, რომლებიც იორდანეს გაღმა მთებში გაიქცნენ (მათე 24:21, 22; ლუკა 21:20–22).

      18 ამგვარად, ‘წუთისოფლის აღსასრულის’ შესახებ იესოს დიდებული წინასწარმეტყველება ერთხელ უკვე შესრულდა და მან კულმინაციას მიაღწია იეჰოვას დღეს, როცა ღმერთმა ახ. წ. 66—70 წლებში სამართლიანად მიუზღო ურჩ იუდეველებს (მათე 24:3–22). მაგრამ ეს მხოლოდ ‘უფლის დიდი და საშინელი დღის’, საბოლოო გასაჭირის, წინასახეობა იყო, რომელიც მალე დაატყდება თავს მთელ მსოფლიოს (იოველი 3:4). როგორ შეგიძლია ‘გადარჩე’? ამას მომდევნო სტატიიდან შევიტყობთ.

  • საჯაროდ იქადაგეთ გადასარჩენად
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
    • 1. რომელი გაფრთხილებები გამოიცა ბიბლიური ისტორიის განმავლობაში?

      ბიბლიური ისტორია იეჰოვას რამდენიმე დღეს აღწერს. ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნა, სოდომისა და გომორის განადგურება, ძვ. წ. 607 წელსა და ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის დანგრევა იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღეები იყო. ესენი იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყებულთათვის სამაგიეროს მიზღვის დღეები იყო (მალაქია 3:23; ლუკა 21:22). იმ დღეებში თავისი ბოროტების გამო მრავალი დაიღუპა. მაგრამ ზოგი გადარჩა. იეჰოვამ გამოსცა გაფრთხილებები, რომლებიც ბოროტებს კარს მომდგარი განადგურებისა და კეთილი გულის მქონეებს ხსნის შესაძლებლობის შესახებ აუწყებდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება