-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„როცა დაამთავრებენ დამოწმებას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, სძლევს და დახოცავს. მათი გვამები დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრება. ამ ქალაქს, სადაც მათი უფალიც გააკრეს ბოძზე, სულიერი გაგებით, სოდომი და ეგვიპტე ჰქვია. ხალხები, ტომები, ენები და ერები უყურებენ მათ გვამებს სამ-ნახევარი დღე და არ დაამარხვინებენ გვამებს სამარხში. დედამიწის მკვიდრნი ხარობენ მათი სიკვდილის გამო და მხიარულობენ, ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი ტანჯავდა დედამიწის მკვიდრთ“ (გამოცხადება 11:7—10).
-
-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
21. ა) როგორ ისარგებლეს მდგომარეობით „ორი მოწმის“ მტრებმა? ბ) რაზე მიუთითებდა ის, რომ „ორი მოწმის“ გვამი დაუმარხავი იყო? გ) როგორ უნდა განვსაზღვროთ სამ-ნახევარი დღის ხანგრძლივობა? (იხილეთ სქოლიო)
21 ერები 1914—1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში იყვნენ ჩაბმული. მძლავრობდა ნაციონალისტური სულისკვეთება, რითაც 1918 წლის გაზაფხულზე „ორი მოწმის“ მტრებმა ისარგებლეს. მათ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს ქვეყნის სამართლებრივი ორგანოები, რომ ბიბლიის მკვლევართაგან პასუხისმგებელი პირები ანტისახელმწიფოებრივი აგიტაციის ცრუ ბრალდებით დაეპატიმრებინათ. ბიბლიის მკვლევართა ერთგული თანამსახურები გაოგნებულები დარჩნენ. სამეფო საქმე თითქმის შეჩერდა. თითქოს ჩაკვდა სამქადაგებლო საქმიანობა. ბიბლიურ დროში დიდ სირცხვილად ითვლებოდა, თუ მკვდარს სამარხში არ დაასვენებდნენ (ფსალმუნი 79:1—3; 1 მეფეები 13:21, 22). ამგვარად, „ორი მოწმის“ დაუმარხავად დატოვება მათ შერცხვენას ნიშნავდა. პალესტინის ცხელ კლიმატში გარეთ დატოვებული გვამი სამ-ნახევარ დღეში ნამდვილად აყროლდებოდაc (შეადარეთ იოანეს 11:39). წინასწარმეტყველებაში აღწერილი ეს დეტალი მიუთითებს სირცხვილზე, რისი ატანაც „ორ მოწმეს“ მოუწევდა. ზემოხსენებულ დაპატიმრებულ ძმებს საქმის გასაჩივრებისას თავდებით გათავისუფლებაზეც კი უარი უთხრეს. ისინი იმდენ ხანს „ეყარნენ“, რომ „აყროლდნენ“ „დიდი ქალაქის“ მკვიდრთა თვალწინ.
-