-
ოჯახის წევრების ერთგულებამ ბევრი რამ მასწავლასაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 სექტემბერი
-
-
მაგრამ ამ დროისთვის ჯონის ჯანმრთელობამ ძალიან შეგვაშფოთა. 1948 წელს მას ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. მას შემდეგ იგი ხშირად გრძნობდა სისუსტეს. ჯონს დროდადრო გრიპის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა, სახლიდან ვერ გადიოდა, არაფრის კეთება არ შეეძლო და არავისთან საუბრის თავი არ ჰქონდა. ექიმმა, რომელსაც ბეთელში მიწვევამდე ცოტა ხნით ადრე მივმართეთ, ჯონს დეპრესიის დიაგნოზი დაუსვა.
-
-
ოჯახის წევრების ერთგულებამ ბევრი რამ მასწავლასაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 სექტემბერი
-
-
ჯონის ავადმყოფობასთან გამკლავება
70-იან წლებში აშკარა გახდა, რომ ჯონის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა. ნელ-ნელა მას უწევდა სხვადასხვა პასუხისმგებლობაზე უარის თქმა, მაგალითად, ფილიალში ის აღარ უძღვებოდა დილის ბიბლიურ განხილვას და „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეულ ოჯახურ შესწავლას. სამსახურებრივი განყოფილებიდან ის ჯერ კორესპონდენციის, შემდეგ კი გამწვანების განყოფილებაში გადავიდა.
ჯონს მებრძოლი სული ჰქონდა და გაუჭირდა ასეთ ცვლილებებთან შეგუება. როდესაც ვეუბნებოდი, რომ თავი არ გადაეტვირთა, ის „სულთამხუთავს“ მიწოდებდა და თან სიყვარულით გულში მიკრავდა. დროთა განმავლობაში ვარჩიეთ, პორტუგალიურიდან ადგილობრივ კრებაში გადმოვსულიყავით, რომლის შეხვედრებიც ფილიალის სამეფო დარბაზში ტარდებოდა.
რაც უფრო უუარესდებოდა ჯონს ჯანმრთელობა, მით უფრო ამაღელვებელი იყო იეჰოვასთან მისი ახლო ურთიერთობის დანახვა. როდესაც ღრმა დეპრესიაში მყოფს შუაღამით გაეღვიძებოდა, ჩვენ ვსაუბრობდით, სანამ საკმარის სიმშვიდეს არ იგრძნობდა იმისათვის, რომ იეჰოვასთვის ლოცვით მიემართა. თანდათანობით ის მარტო ახერხებდა ასეთ მძიმე წუთებთან გამკლავებას; ჯონი აიძულებდა საკუთარ თავს, ნელა გაემეორებინა ფილიპელების 4:6, 7: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს . . “. შემდეგ მას სიმშვიდე ეუფლებოდა და ლოცვას იწყებდა. ხშირად მეღვიძებოდა და ჩუმად ვუყურებდი, როგორ ამოძრავებდა ნელ-ნელა ტუჩებს და როგორ ევედრებოდა იეჰოვას.
-