საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ენის ალაგმვით სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 სექტემბერი
    • დავუშვათ, ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება წამოიჭრა. ნაცვლად იმისა, რომ მეორე პირში ილაპარაკოთ, ილაპარაკეთ პირველ პირში; ეს დაგეხმარებათ უმნიშვნელო კამათი დიდ უთანხმოებაში არ გადაიზარდოს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მეუღლეს უთხრათ: „შენ ჩემთვის ვერასოდეს ვერ იცლი!“, გონივრულია უთხრათ: „კარგი იქნებოდა მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად“. მთელი ყურადღება პრობლემაზე უნდა გადაიტანოთ და არა ადამიანზე. მოერიდეთ იმის გარკვევას, ვინ მართალია და ვინ — მტყუანი. რომაელების 14:19 ამბობს: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“.

  • ენის ალაგმვით სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 სექტემბერი
    • „გულახდილი საუბარი“ აუცილებელია

      16. რატომ არის საზიანო, როდესაც მეუღლეები ერთმანეთს ხმას არ სცემენ?

      16 არაფრის მომცემი და საზიანოა, როდესაც ქმარი ან ცოლი ხმას არ სცემს მეუღლეს. ისინი ამას შეიძლება იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ მეუღლე დასაჯონ, არამედ იმიტომ, რომ განაწყენებული არიან. მაგრამ, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ ელაპარაკება, ეს მხოლოდ ამწვავებს მდგომარეობას და პრობლემას არ ჭრის. ერთი გათხოვილი ქალი ამბობს: „შერიგების შემდეგ, მტკივნეულ საკითხს აღარ ვუბრუნდებით და პრობლემა გადაუჭრელი გვრჩება“.

      17. რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა, რომლებსაც ოჯახური პრობლემები აქვთ?

      17 საკმაოდ რთულია პრობლემის მოგვარება, როდესაც ოჯახში დაძაბულობა დიდი ხანია, რაც არსებობს. იგავების 15:22-ში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“. საჭიროა დასხდეთ და მეუღლესთან ერთად იმსჯელოთ პრობლემაზე. რადაც უნდა დაგიჯდეთ, მოუსმინეთ მეუღლეს და ობიექტურად შეაფასეთ მისი სიტყვები. თუ გიჭირთ ამის გაკეთება, დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს მიმართეთ. ისინი კარგად არიან გაცნობილნი ბიბლიას და ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენების გამოცდილება აქვთ. ეს მამაკაცები არიან „როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში“ (ესაია 32:2).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება