‘ღრმა წყლის’ ამოხაპვა
ბიბლიური იგავი ამბობს: „კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს“ (იგავნი 20:5). ბიბლიურ დროში წყალი რომ გქონოდა, ბევრად უფრო მეტი გარჯა იყო საჭირო, ვიდრე დღეს მრავალ ქვეყანაში. როცა იესო სამარიელ ქალს ესაუბრებოდა, ქალი 23 მეტრი სიღრმის იაკობის ჭიდან იღებდა წყალს (იოანე 4:5–15).
როგორც იგავნის 20:5 ცხადყოფს, ისევე როგორც, ღრმა ჭიდან წყლის ამოსაღებად ძალისხმევაა საჭირო, ადამიანების გულში ჩამარხული ღრმა აზრებისა და გრძნობების გასაგებად, საჭიროა გამჭრიახობა. ცხოვრების უმეტეს სფეროში ეს ასეა. მაგალითად, ალბათ, იცნობ პიროვნებებს, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში შემეცნება და გამოცდილება დააგროვეს. თუ ეს პიროვნებები საკუთარი ინიციატივით არ გაძლევენ რჩევას, შეიძლება მათგან ამის ამოხაპვა დაგჭირდეს. ინტერესის გამოვლენით, კითხვების დასმითა და ტაქტიანად გამოკითხვით, შენ, ასე ვთქვათ, ვედროს სიბრძნის ღრმა ჭაში ჩაუშვებ.
იგავნის 20:5-ის რჩევის გამოყენება გამოსადეგია ოჯახშიც. ცოლებისგან ხშირად მოისმენ: „ქმარი არ მეუბნება, თუ როგორ გრძნობს თავს“. შეიძლება ქმარი ამბობს: „ცოლი უსიტყვოდ უგულებელმყოფს“. ამ სიტუაციებში, მეუღლის გულში ღრმად ჩამარხული აზრების ამოსახაპავად, საჭიროა გამჭრიახობა. ტაქტიანი შეკითხვები (მძიმე დღე გქონდა? რა მოხდა? რით შემიძლია დაგეხმარო?) ხშირად გულითადი ურთიერთობის დამყარების საშუალებაა. აზრების ამოცნობის უნარის ასეთი გამოვლენა განამტკიცებს საქორწინო კვანძებს და სარგებლობას მოუტანს როგორც ქმრებს, ასევე ცოლებს.