-
„ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
-
-
4 ამ ექსტრემისტების გარდა, სხვა ებრაელებიც მოუთმენლად ელოდნენ მესიის მოსვლას, რომელიც, მათი აზრით, პოლიტიკურ მდგომარეობას გამოასწორებდა, ანუ ისრაელ ერს დიდებას მოუტანდა და რომაელთა უღლისგან გაათავისუფლებდა (ლუკ. 2:38; 3:15). ბევრს სჯეროდა, რომ მესია სამეფოს დედამიწაზე, ისრაელის ტერიტორიაზე დააარსებდა, რის შემდეგაც ქვეყნის გარეთ მიმოფანტულ მილიონობით ებრაელს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემოდა. ერთხელ იოანე ნათლისმცემელმაც კი ჰკითხა იესოს: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“ (მათ. 11:2, 3). ალბათ, იოანეს აინტერესებდა, სხვა ხომ არ უნდა მოსულიყო, რომელიც იუდეველთა ყველა იმედს გაამართლებდა. მკვდრეთით აღმდგარ იესოს ემაუსისკენ მიმავალ გზაზე ორი მოწაფე შეხვდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მესიამ მათი იმედი ვერ გაამართლა (წაიკითხეთ ლუკას 24:21). ამ შემთხვევიდან მალევე მოციქულებმა იესოს ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“ (საქ. 1:6).
-
-
„ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
-
-
6. როგორ ცხადყო იესომ, რომ არ აპირებდა დედამიწაზე პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)
6 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ შენიშნა, რომ ზოგიერთი მოწაფე მისგან დედამიწაზე სამეფოს დამყარებას ელოდა, რომლის სატახტო ქალაქიც იერუსალიმი იქნებოდა. იესომ მათ აზროვნება მინებზე მოყვანილი მაგალითით შეუსწორა. მაგალითიდან ჩანდა, რომ დიდგვაროვანი, რომელიც იესოს განასახიერებდა, შორს წავიდოდა და მის დაბრუნებამდე დიდი დრო გავიდოდა (ლუკ. 19:11—13, 15).
-