საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „საქმეები“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 მაისი
    • ეს წიგნი პირობითად შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. პირველი ნაწილი პეტრე მოციქულის მოღვაწეობას ეხება, მეორე კი — პავლე მოციქულისას. ლუკა ხშირად იყენებდა ზმნებს პირველი პირის მრავლობით რიცხვში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი თავად იყო ზოგიერთი მოვლენის მომსწრე. წიგნ „მოციქულთა საქმეების“ მიმოხილვა უკეთესად დაგვანახვებს, თუ რა ძალა აქვს ღვთის სიტყვასა და მის წმინდა სულს (ებრ. 4:12). ეს წიგნი აგრეთვე აღგვძრავს, რომ გამოვავლინოთ თავგანწირვის სულისკვეთება და ღვთის სამეფოს იმედით განვიმტკიცოთ რწმენა.

      პეტრე „სამეფოს გასაღებებს“ იყენებს

      (საქ. 1:1—11:18)

      წმინდა სულის მიღების შემდეგ მოციქულებმა გაბედულად დაიწყეს ქადაგება. პეტრემ „ზეციერი სამეფოს“ პირველი გასაღებით ცოდნისკენ გზა გაუხსნა იუდეველებსა და პროზელიტებს. მათ ‘მიიღეს მისი სიტყვა’ და ღვთის სამეფოში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ (მათ. 16:19; საქ. 2:5, 41). დევნის ტალღამ მოწაფეები გაფანტა, თუმცა ამან ხელი შეუწყო სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებას.

      სამარიელებმა ღვთის სიტყვა რომ მოისმინეს, მოციქულებმა მათთან პეტრე და იოანე გაგზავნეს იერუსალიმიდან. პეტრემ მეორე გასაღები გამოიყენა და ამჯერად სამარიელებს გაუხსნა გზა ღვთის სამეფოსკენ (საქ. 8:14—17). იესოს აღდგომიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ საოცარი გარდატეხა მოხდა ტარსოსელი სავლეს ცხოვრებაში. ახ. წ. 36 წელს პეტრემ მესამე გასაღები გამოიყენა; უსასყიდლო ძღვენი, ანუ წმინდა სული წინადაუცვეთელ უცხოტომელებსაც მიეცათ (საქ. 10:45).

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „საქმეები“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 მაისი
    • პავლე — გულმოდგინე მქადაგებელი

      (საქ. 11:19—28:31)

      ახ. წ. 44 წელს აგაბე ანტიოქიაში ჩავიდა, სადაც ბარნაბა და სავლე „მთელი წელი“ ქადაგებდნენ. აგაბემ იწინასწარმეტყველა, რომ დაიწყებოდა „დიდი შიმშილობა“ და ორი წელი გასტანდა (საქ. 11:26—28). „ბარნაბამ და სავლემ დახმარება ჩაიტანეს იერუსალიმში“ და შემდეგ ანტიოქიაში დაბრუნდნენ (საქ. 12:25). ახ. წ. 47 წელს, სავლეს გაქრისტიანებიდან დაახლოებით 12 წლის შემდეგ, ბარნაბა და სავლე წმინდა სულის ხელმძღვანელობით პირველად წავიდნენ მისიონერული მსახურების შესასრულებლად (საქ. 13:1—4). ახ. წ. 48 წელს კი ანტიოქიაში დაბრუნდნენ, „სადაც ერთ დროს ისინი ღვთის წყალობას მიანდეს“ (საქ. 14:26).

      დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ პავლემ (იგივე სავლემ) თავის თანამსახურად სილა ამოირჩია და მეორედ წავიდა მისიონერული მსახურების შესასრულებლად (საქ. 15:40). გზაში პავლეს ტიმოთე და ლუკა შეუერთდნენ. ლუკა ფილიპეში დარჩა, ხოლო პავლე ათენში გაემგზავრა, იქიდან კი — კორინთში, სადაც აკვილას და პრისკილას შეხვდა. იქ პავლემ წელიწადი და ექვსი თვე დაჰყო (საქ. 18:11). პავლემ ტიმოთე და სილა კორინთში დატოვა, თვითონ კი აკვილა და პრისკილა გაიყოლა და ახ. წ. 52 წლის დასაწყისში სირიისკენ გაემგზავრა (საქ. 18:18). შემდეგ ეფესოში ჩავიდა მათთან ერთად. ისინი იქ დატოვა, ხოლო თვითონ ეფესოდან სხვაგან გაემგზავრა.

      გარკვეული ხანი პავლემ სირიის ანტიოქიაში დაჰყო და ახ. წ. 52 წელს მესამედ გაემგზავრა მისიონერული მსახურების შესასრულებლად (საქ. 18:23). ეფესოში „იზრდებოდა და ძლიერდებოდა იეჰოვას სიტყვა“ (საქ. 19:20). პავლე იქ სამი წელი დარჩა (საქ. 20:31). ახ. წ. 56 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პავლე იერუსალიმში იმყოფებოდა. დაპატიმრების შემდეგ მან ხელისუფლების წარმომადგენლებს უშიშრად უქადაგა. რომში პავლე ორი წელი (ახ. წ. დაახლოებით 59—61 წწ.) შინა პატიმრობაში იყო. პავლე იქაც კი ქადაგებდა სამეფოს შესახებ და ასწავლიდა „უფალ იესო ქრისტეზე“ (საქ. 28:30, 31).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება