საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქორწინება უნდა იქცეს მუდმივ კავშირად
    გამოიღვიძეთ! — 2002 | აპრილი 8
    • [ჩარჩო 10 გვერდზე]

      განქორწინება და განცალკევებით ცხოვრება

      ღმერთმა ქორწინება მარადიული კავშირისთვის დააფუძნა. მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე ბიბლიური საფუძველი, რომელიც ადამიანს განქორწინებისა და ხელმეორედ დაქორწინების უფლებას მისცემდა? იესო ზუსტად ამ საკითხს შეეხო, როდესაც თქვა: „მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მათე 19:9). ის ერთადერთი მიზეზი, რომელიც უდანაშაულო მეუღლეს განქორწინებისა და კვლავ დაქორწინების უფლებას აძლევს, ცოლ-ქმრული ღალატია.

      ამასთანავე, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომლებსაც 1 კორინთელთა 7:10—16-ში ვნახულობთ, მართალია, დაქორწინებულ წყვილებს ერთად დარჩენისკენ მოუწოდებს, მაგრამ განცალკევებით ცხოვრების ნებასაც რთავს. ზოგმა ქორწინების შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ დაიშურა, მაგრამ ბოლოს დაინახა, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალიღა დარჩა — განცალკევებით ცხოვრება. საღვთო წერილის საფუძველზე, რა სიტუაციებში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

      ერთ-ერთია ოჯახზე ზრუნვის მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობა. ქორწინებისას ქმარი საკუთარ თავზე იღებს ცოლ-შვილზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. მამაკაცი, რომელიც განზრახ არ ასრულებს ამ მოვალეობას და არ ზრუნავს ოჯახის მატერიალურ საჭიროებებზე, „განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). ასე რომ, ამ შემთხვევაში განცალკევებით ცხოვრება დასაშვებია.

      კიდევ ერთი მიზეზია მეუღლის მიმართ სასტიკი მოპყრობა. იმ შემთხვევაში, თუ ქმარი ცოლზე ხშირად აღმართავს ხოლმე ხელს, ცოლს შეუძლია განცალკევებით ცხოვრება ირჩიოს (გალატელთა 5:19—21; ტიტე 1:7). „ძალადობის მოყვარული სძულს მის [ღვთის] სულს“ (ფსალმუნი 10:5).

      განცალკევებით ცხოვრების უფლებას იძლევა ის სიტუაციაც, როდესაც მორწმუნის სულიერობას რეალური საფრთხე ემუქრება (იგულისხმება ღმერთთან მისი ურთიერთობა). როდესაც მეუღლე იმდენად ეწინააღმდეგება და ავიწროებს მორწმუნე ცოლს ან ქმარს, რომ ამ უკანასკნელისთვის შეუძლებელი ხდება ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა და მისი სულიერობა საფრთხეში ვარდება, ზოგმა შეიძლება განცალკევებით ცხოვრება ამჯობინოსa (მათე 22:37; საქმეები 5:27—32).

      მაგრამ, თუკი განშორება ასეთი გარემოებების გამო მოხდა, ქრისტიანს უფლება არა აქვს სხვაზე დაქორწინდეს. ბიბლიის თანახმად, ერთადერთი კანონიერი საფუძველი განქორწინებისა და ხელმეორედ დაქორწინებისთვის არის „სიძვა“ (მათე 5:32).

      [სქოლიო]

      a განცალკევებით ცხოვრებასთან დაკავშირებით იხილეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, გვ. 160, 161.

  • ქორწინება უნდა იქცეს მუდმივ კავშირად
    გამოიღვიძეთ! — 2002 | აპრილი 8
    • ქრისტიანმა არ უნდა იფიქროს: „თუ არ გამიმართლებს, გავეყრები“. ქორწინებას ისე უნდა ვუყურებდეთ, როგორც მუდმივ კავშირს.

      როდესაც იესოს დაუსვეს კითხვა გაყრის მართებულობის თაობაზე, მან ცხადყო, რომ ქორწინება მუდმივი უნდა ყოფილიყო. მან თქვა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად’. ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:4—6).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება