-
გაყოფილი ოჯახი — ტრაგედია შვილებისთვისგამოიღვიძეთ! — 2009 | ოქტომბერი
-
-
კიდევ ერთი გამოსავალი
რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი ოჯახი დანგრევის პირასაა? ამ სტატიაში მოყვანილია საფუძვლიანი მიზეზები იმისა, რომ კიდევ ერთხელ კარგად აწონ-დაწონოთ ყველაფერი. გაყრა არ არის ოჯახური პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა.
მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ოჯახის შენარჩუნება მეორე ნახევართან იძულებით ცხოვრებას ნიშნავს. არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი — თუ თქვენს ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა, ყველანაირად ეცადეთ, გამოასწოროთ მდგომარეობა. ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ თქვენს ოჯახს არაფერი ეშველება. ჰკითხეთ საკუთარ თავს:
◼ თავიდან მეუღლის რომელმა თვისებებმა მიმიზიდა? ნუთუ ამ თვისებების ნასახიც არ შერჩა მას? (იგავები 31:10, 29).
◼ შემიძლია იმ გრძნობების გაღვიძება, რომელიც დაქორწინებამდე მქონდა მეუღლის მიმართ? (ქებათა ქება 2:2; 4:7).
◼ იმის მიუხედავად, როგორ მექცევა მეუღლე, მე რა შემიძლია გავაკეთო, ამ ჟურნალის მე-3—9 გვერდებზე მოცემული რჩევები რომ გამოვიყენო? (რომაელები 12:18).
◼ შემიძლია ვუთხრა ჩემს მეუღლეს (პირისპირ თუ წერილობით), რომ მსურს მასთან ურთიერთობის გაუმჯობესება? (იობი 10:1).
◼ შეგვიძლია მე და ჩემს მეუღლეს გონიერ მეგობარს მივმართოთ, რომელიც ჩვენი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად რეალური მიზნების დასახვაში დაგვეხმარება? (იგავები 27:17).
ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული . . . აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). ეს პრინციპი გამოგადგებათ როგორც მეუღლის არჩევისას, ისე მაშინ, როცა ოჯახს დანგრევის საფრთხე ემუქრება. როგორც ამ ჟურნალის მე-9 გვერდზეა აღნიშნული, ბედნიერ ოჯახებსაც აქვთ პრობლემები, მაგრამ მათ იციან მათი მოგვარება.
წარმოიდგინეთ, რომ მანქანით შორ მანძილზე გადაწყვიტეთ მოგზაურობა. გზად ვერ გაექცევით ისეთ დაბრკოლებებს, როგორიცაა უამინდობა, საცობები და ბლოკპოსტები. დროდადრო შეიძლება გზაც აგებნათ. რას გააკეთებთ? მობრუნდებით და უკან წამოხვალთ თუ გადალახავთ დაბრკოლებებს და გზას განაგრძობთ? ქორწილის დღეს თქვენ დაადექით გრძელ გზას, რომელიც არ იქნებოდა ია-ვარდებით მოფენილი. ბიბლია ამბობს, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორინთელები 7:28). პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ გადალახავთ მათ. თქვენ უნდა იპოვოთ დაბრკოლებების გადალახვის საშუალება და გზა განაგრძოთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ოჯახი დასანგრევად განწირულია, დახმარება ითხოვეთ (იაკობი 5:14).
ქორწინება ღმერთმა დააფუძნა
ქორწინება ღვთის დაფუძნებულია და მას არასერიოზულად არ უნდა მოეკიდოთ (დაბადება 2:24). როცა პრობლემა, ერთი შეხედვით, გადაუჭრელია, გაიხსენეთ ამ სტატიაში განხილული რჩევები.
1. შეეცადეთ, გააღვიძოთ ის სიყვარული, რომელიც თავდაპირველად გქონდათ მეუღლის მიმართ (ქებათა ქება 8:6).
2. იფიქრეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, და შემდეგ იმოქმედეთ (იაკობი 1:22).
3. გასაგებად, მაგრამ პატივისცემით უთხარით მეუღლეს — პირისპირ ან წერილობით — რა ცვლილებები უნდა მოახდინოთ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად (იობი 7:11).
4. ითხოვეთ დახმარება. ნუ ეცდებით, მხოლოდ საკუთარი ძალით ოჯახის გადარჩენას!
-
-
გაყოფილი ოჯახი — ტრაგედია შვილებისთვისგამოიღვიძეთ! — 2009 | ოქტომბერი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 19 გვერდზე]
„ამჯერად გამიმართლებს!“
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ განქორწინების ალბათობა მეორედ დაქორწინების შემთხვევაში უფრო დიდია, ვიდრე პირველი ქორწინების შემთხვევაში. საქმე კიდევ უფრო უარესად დგას მესამე ქორწინებისას. თავის წიგნში გარი ნიუმენი ამის ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს: „თუ ოჯახი გენგრევათ, მიზეზი ის არ არის, რომ ცუდი არჩევანი გააკეთეთ. პრობლემა თქვენშია. თქვენ ხომ შეგიყვარდათ ეს ადამიანი და ერთობლივი ძალით ბევრს მიაღწიეთ?!“. ბოლოს ნიუმენი ასკვნის: „ჯობს პრობლემას დააღწიოთ თავი და მეუღლესთან დარჩეთ, ვიდრე მეუღლეს დააღწიოთ თავი, პრობლემა კი გადაუჭრელი დაგრჩეთ“ (Emotional Infidelity).
-