საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის ისრაელი ბეჭედდასმულია
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ოთხი ქარი

      3. ა) რა დავალებას ასრულებენ ანგელოზები, როგორც ამას იოანე ხედავს? ბ) რა არის წარმოდგენილი „ოთხი ქარით“?

      3 სანამ იეჰოვა რისხვით აენთება, ზეციერი ანგელოზები ერთ დავალებას ასრულებენ. აი რას ხედავს იოანე ხილვაში: „ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი, რათა არ ექროლა ქარს არც მიწაზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხეზე“ (გამოცხადება 7:1). რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ამ „ოთხი ქარით“ წარმოდგენილია ის გამანადგურებელი განაჩენი, რომელიც მალე აღსრულდება ამ ბოროტ მიწიერ საზოგადოებაზე, ზღვასავით აბობოქრებულ უკანონო ხალხსა და მაღალი ხეების მსგავს მმართველებზე, რომლებიც ხალხის მხარდაჭერით არსებობენ (ესაია 57:20; ფსალმუნი 37:35, 36).

      4. ა) რას განასახიერებს ოთხი ანგელოზი? ბ) რა დაემართება სატანის მიწიერ ორგანიზაციას, როცა ოთხი ქარი დაუბერავს?

      4 ეს ოთხი ანგელოზი ანგელოზთა ოთხ ჯგუფს განასახიერებს, რომლებიც იეჰოვას ნებით დანიშნულ დრომდე აკავებენ განაჩენის აღსრულებას. როცა ეს ანგელოზები აღარ შეაკავებენ ღვთის რისხვის ქარს და ის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან დაუბერავს, შედეგები მართლაც გამანადგურებელი იქნება, როგორც მაშინ, როცა იეჰოვამ ოთხი ქარის მეშვეობით გაფანტა, შეაძრწუნა და შემუსრა ელამელები; ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად განადგურება მთელ ქვეყნიერებას დაატყდება (იერემია 49:36—38). ეს იქნება უძლიერესი ქარიშხალი, იმ ქარიშხალზე გამანადგურებელი, რომლითაც იეჰოვამ ამონელები ამოწყვიტა (ამოსი 1:13—15). სატანის მიწიერი ორგანიზაციის ვერც ერთი ნაწილი ვერ გაუძლებს იეჰოვას რისხვის დღეს, როდესაც ის ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებს თავის უზენაესობას (ფსალმუნი 83:15, 18; ესაია 29:5, 6).

      5. როგორ გვარწმუნებს იერემიას წინასწარმეტყველება, რომ ღვთის განაჩენი მთელ დედამიწაზე აღსრულდება?

      5 მართლა აოხრდება მთელი დედამიწა ღვთის განაჩენის აღსრულების დროს? მოდი, კვლავ დავუგდოთ ყური წინასწარმეტყველ იერემიას: „აი, ხალხიდან ხალხში გადადის უბედურება; დიდი ქარიშხალი ამოვარდება დედამიწის კიდეებიდან. იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“ (იერემია 25:32, 33). ამ საშინელი ქარიშხლის დროს მთელ მსოფლიოს წყვდიადი მოიცავს და ყველა მთავრობა წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხადება 6:12—14). მაგრამ ყველა ადამიანი როდი გაიზიარებს ამ ხვედრს. მაშ, ვისი გულისთვის უჭირავთ ანგელოზებს ოთხი ქარი?

      ღვთის მონებს ბეჭედი ესმებათ

      6. ვისი ნებით იჭერენ ანგელოზები ოთხ ქარს და რისი დრო რჩება ამის წყალობით?

      6 იოანე მოგვითხრობს, როგორ დაედებათ ნიშანი მათ, ვინც უნდა გადარჩეს: «ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის ამოსავლიდან ამომავალი, რომელსაც ცოცხალი ღვთის ბეჭედი ჰქონდა. მან ხმამაღლა მიმართა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისთვის: „ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას და ნურც ხეებს, სანამ ბეჭედს არ დავასვამთ შუბლზე ჩვენი ღვთის მონებს“ » (გამოცხადება 7:2, 3).

      7. ვინ არის მეხუთე ანგელოზი და რა გვეხმარება მისი ვინაობის ამოცნობაში?

      7 მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე ანგელოზი სახელით არ მოიხსენიება, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს განდიდებული უფალი იესო უნდა იყოს. იესო მთავარანგელოზია და როგორც დავინახეთ, მას ძალაუფლება აქვს სხვა ანგელოზებზე (1 თესალონიკელები 4:16; იუდა 9). ეს ანგელოზი აღმოსავლეთიდან მოდის, როგორც „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ — იეჰოვა და ქრისტე. ისინი განაჩენის აღსასრულებლად მოდიან დარიოსისა და კიროსის მსგავსად, რომლებმაც ერთ დროს ძველი ბაბილონი დასცეს (გამოცხადება 16:12; ესაია 45:1; იერემია 51:11; დანიელი 5:31). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანგელოზი უფლებამოსილია, ბეჭედი დაასვას ცხებულ ქრისტიანებს (ეფესოელები 1:13, 14). გარდა ამისა, როდესაც ოთხი ქარი დაუბერავს, მაშინ სწორედ იესო წაუძღვება ზეციერ ლაშქარს ერებზე განაჩენის აღსასრულებლად (გამოცხადება 19:11—16). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესოა ის, ვინც ბრძანება გასცა, არ განადგურებულიყო სატანის მიწიერი ორგანიზაცია, ვიდრე ღვთის მონებს ბეჭედი არ დაესმებოდათ.

  • ღვთის ისრაელი ბეჭედდასმულია
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [გვერდი 114 დათმობილი აქვს სურათს]

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება