საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვამ თავისი კურთხევები გადმოგვაცალა
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აპრილი
    • 1958 წელს სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ — ჩვენ სარაიონო მსახურება შემოგვთავაზეს.

      იმ დროს მთელ ქვეყანაში მხოლოდ ორი პატარა რაიონი იყო. ერთი წლის მანძილზე კრებებს ვინახულებდით და მთელი კვირა ინდიელთა პატარა ქალაქებშიც ვქადაგებდით, სადაც ერთი მოწმეც კი არ ცხოვრობდა. ამ ქალაქებში ძალიან პატარა საცხოვრებელი სახლები იყო — უფანჯრო ოთახში მხოლოდ ერთი საწოლი იდგა. ჩვენ თან წავიღეთ ხის დიდი ყუთი, რომელშიც გვეწყო ნავთქურა, ქვაბი, თეფშები, დასაბანი ტაშტი, ლოგინის თეთრეული, კოღოებისგან დამცავი ბადე, ტანსაცმელი, ძველი გაზეთები და სხვა საჭირო ნივთები. ჩვენ გაზეთებს კედლის კუთხეებში ხვრელების ამოსავსებად ვიყენებდით, რათა ვირთხებს ცოტათი მაინც ეწვალათ, სანამ ოთახში შემოვიდოდნენ.

      მართალია, ჩვენი საცხოვრებელი ოთახები ძალიან ბნელი და უღიმღამო იყო, მაგრამ სასიამოვნო გრძნობებს იწვევს ჩვენში იმის გახსენება, თუ როგორ ვსაუბრობდით ხოლმე მე და ჩემი მეუღლე საღამოობით საწოლზე ჩამომსხდარნი და როგორ მივირთმევდით ნავთქურაზე მომზადებულ უბრალო სადილს. ხშირად ჩემი ფიცხი ხასიათის გამო რაღაცას დაუფიქრებლად ვამბობდი, მაგრამ დროდადრო ჩემი მეუღლე რბილად მიმითითებდა ხოლმე, როგორ შემეძლო უფრო ტაქტიანად მეთქვა ჩემი სათქმელი ძმებისთვის, რომლებსაც ვინახულებდი. ამისთვის იგი ირჩევდა მშვიდ გარემოს, როცა ნაკლებად გაღიზიანებული ვიყავი. მე ვითვალისწინებდი მის რჩევებს და ჩემი მომდევნო მონახულებები უფრო გამამხნევებელი გახდა და-ძმებისთვის. გარდა ამისა, როცა სხვების შესახებ დაუფიქრებლად ვიტყოდი რაიმე უარყოფითს, ედიტი არასდროს მიბავდა მხარს საუბარში. სწორედ მისი წყალობით ვისწავლე, რომ კარგი დამენახა ყველა და-ძმაში. საღამოობით ჩვენ, ძირითადად, ვმსჯელობდით „საგუშაგო კოშკის“ სტატიებში განხილულ აზრებზე და ერთმანეთს ვუყვებოდით, რა შემთხვევები გვქონდა ქადაგების დროს. მართლაც ბევრი საინტერესო რამ გადაგვხდა მსახურებაში!

      ჩვენ ვიპოვეთ კარლოსი

      ერთხელ გვითხრეს, რომ დასავლეთ ეკვადორში, ქალაქ ჯიპიჯაპაში ერთი მამაკაცი, კარლოს მეჰია ბიბლიით იყო დაინტერესებული, მაგრამ მისი მისამართი არ მოუციათ. მეორე დილით ისე გამოვედით სახლიდან, რომ არ ვიცოდით, რა მიმართულებით წავსულიყავით ამ დაინტერესებულის მოსაძებნად. ამიტომ, ალალბედზე გავუყევით გზას. წინა ღამით იწვიმა და ოღროჩოღრო ქუჩები სულ ტალახიანი იყო, რასაც ძნელად თუ აუქცევდი გვერდს. ედიტი უკან მომყვებოდა. უცებ მისი გამკივანი ხმა შემომესმა: „არტურ!“ მივტრიალდი და რას ვხედავ — ედიტი მუხლებამდე ტალახში ჩაფლულიყო. ისეთი სანახაობა იყო, რომ ჩემი ცოლის აცრემლებული თვალები რომ არა, სიცილს ვერ შევიკავებდი.

      ედიტი ძლივს ამოვიყვანე ტალახიდან, მაგრამ ფეხსაცმელები ტალახში დარჩა. ამ დროს ჩვენ პატარა ბიჭუნა და გოგონა გვიყურებდნენ. მე მათ ვუთხარი: „თუ ფეხსაცმელებს ტალახიდან ამოიღებთ, ფულს მოგცემთ“. მათ თვალის დახამხამებაში ამოიღეს ფეხსაცმელები ტალახიდან, მაგრამ ედიტს ტალახიანი ფეხები სადღაც უნდა დაებანა. ამ სცენას ბავშვების დედაც შეესწრო და სახლში მიგვიპატიჟა, სადაც ის ჩემს ცოლს დაეხმარა ფეხების დაბანაში, ხოლო ბავშვებმა მისი დასვრილი ფეხსაცმელები გაწმინდეს. სანამ იქიდან წამოვიდოდით, საოცარი რამ მოხდა. მე შევეკითხე ქალს, თუ იცნობდა ვინმე კარლოს მეჰიას და სად შეიძლებოდა მისი პოვნა. ქალმა გაოცება ვერ დამალა და გვითხრა: „ის ჩემი ქმარია“. ცოტა ხანში მთელმა ოჯახმა დაიწყო შესწავლა და, საბოლოოდ, ყველა მოინათლა. წლების შემდეგ კარლოსი, მისი მეუღლე და მათი ორი შვილი სპეციალური პიონერები გახდნენ.

      სირთულეები მგზავრობისას და გულითადი სტუმარმასპინძლობა

      სარაიონო მსახურების დროს მგზავრობა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ვმგზავრობდით ავტობუსით, მატარებლით, სატვირთო მანქანით, კანოეთი და პატარა თვითმფრინავით. ერთხელ ჯონ მაკლენაჩანმა, რომელიც საოლქო ზედამხედველად მსახურობდა და მისმა ცოლმა, დოროთიმ ჩვენთან ერთად იქადაგეს კოლუმბიის საზღვართან ახლოს მდებარე თევზჭერით განთქმულ სოფლებში. ჩვენ მოტორიანი კანოეთი ვიმგზავრეთ. კანოეს გასწვრივ ჩვენი ნავის სიდიდის ზვიგენები დაცურავდნენ. გამოცდილი მესაჭეც კი შეშინდა მათ დანახვაზე და გეზი ნაპირისკენ აიღო.

      მაგრამ ამ სირთულეებთან ჭიდილი ღირდა, რადგან ჩვენ გავიცანით ძალიან კეთილი და სტუმართმოყვარე ძმები. ხშირად იმ ოჯახებში, სადაც ვრჩებოდით, დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ დღეში სამჯერ გვეჭამა მაშინ, როცა თვითონ მხოლოდ ერთხელ ჭამდნენ ან გვაწვენდნენ ერთადერთ საწოლზე, თვითონ კი იატაკზე იძინებდნენ. ჩემი მეუღლე ხშირად ამბობდა: „ეს საყვარელი და-ძმები დამეხმარნენ იმის დანახვაში, თუ სინამდვილეში რა ცოტა რამ სჭირდება ადამიანს“.

  • იეჰოვამ თავისი კურთხევები გადმოგვაცალა
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აპრილი
    • 1970 წლის დასაწყისში უკეთ ვიგრძენი თავი და ისევ სარაიონო მსახურება დავიწყეთ. ჩვენს რაიონში შედიოდა ქალაქი იბარა. როდესაც 50-იანი წლების დასასრულს ეს ქალაქი მოვინახულეთ, იქ მხოლოდ ორი მოწმე იყო — ერთი მისიონერი და ერთი ადგილობრივი ძმა. ერთი სული გვქონდა, როდის ვიხილავდით ახლებს, რომლებიც კრების წევრები გახდებოდნენ.

      კრების პირველი შეხვედრის დროს ძმა როდრიგო ვაკა პროგრამის ისეთ ნაწილს უძღვებოდა, სადაც დამსწრეებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ. როცა ის კითხვას სვამდა, იმის მაგივრად რომ ხელი აეწიათ, ყვიროდნენ „მე, მე!“. ედიტი და მე გაკვირვებულები ვუყურებდით ერთმანეთს. ვერ გამეგო, რა ხდებოდა მათ თავს. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ძმა ვაკა ბრმა იყო, მაგრამ შეეძლო კრების წევრები ხმით ამოეცნო. მას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს მწყემსი, რომელიც იცნობს თავის ცხვარს! ეს შეგვახსენებს იოანეს 10:3, 4, 14-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს, რომ კარგი მწყემსი და ცხვარი ერთმანეთს კარგად იცნობენ. დღეს იბარაში ერთი კრებაა კეჩუა ენაზე, ერთი — ჟესტების ენაზე და ექვსიც — ესპანურ ენაზე. ძმა ვაკა ერთგულად განაგრძობს უხუცესად და სპეციალურ პიონერად მსახურებას.a

  • იეჰოვამ თავისი კურთხევები გადმოგვაცალა
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აპრილი
    • [სურათი 31 გვერდზე]

      იეჰოვას მოწმეების ოჯახის მონახულება სარაიონო მსახურების დროს, 1959 წელი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება