საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • სიწმინდის შენარჩუნება გახრწნილ გარემოში

      11, 12. ა) რაში მიუძღოდათ ბრალი ხოფნისა და ფინხასს? ბ) რა ბოროტებასა და სისაძაგლეს სჩადიოდნენ ხოფნი და ფინხასი კარავში? (იხილეთ სქოლიო)

      11 პატარა სამუელი აშკარა ბოროტებისა და გახრწნილების მოწმე გახდა. ელის ორი ვაჟი ჰყავდა, ხოფნი და ფინხასი. მათ შესახებ სამუელი წერდა: „ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა; არ ცნობდნენ იეჰოვას“ (1 სამ. 2:12). ამ მუხლში მოხსენიებული ორი აზრი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ხოფნი და ფინხასი უვარგისები იყვნენ, რადგან პატივს არ სცემდნენ იეჰოვას. ისინი არაფრად აგდებდნენ ღვთის სამართლიან კანონებსა და მოთხოვნებს. ეს იყო მათი ყველა ცოდვის თავიდათავი.

      12 ღვთის კანონში კონკრეტულად ეწერა, რა შედიოდა მღვდლის მოვალეობაში და როგორ უნდა შეეწირა მას მსხვერპლი კარავში. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე იყო, რადგან მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყო, რომ ღმერთს ხალხისთვის ცოდვები ეპატიებინა. ეს მათ საშუალებას აძლევდა, ღვთის თვალში სუფთები ყოფილიყვნენ და მისგან კურთხევები და ხელმძღვანელობა მიეღოთ. მაგრამ ხოფნისა და ფინხასის შემხედვარე სხვა მღვდლებიც შესაწირავებისადმი უპატივცემულობას ავლენდნენ.c

      13, 14. ა) რა გავლენას ახდენდა გულწრფელ ადამიანებზე კარავში ნანახი ბოროტება? ბ) რატომ ვერ გამოდგა ელი ვერც კარგი მამა და ვერც კარგი მღვდელმთავარი?

      13 წარმოიდგინეთ, როგორ გააოცებდა პატარა სამუელს იმის დანახვა, რომ ამ მღვდლებს პასუხს არავინ სთხოვდა. რამდენ გაჭირვებულ, ღარიბ და დაჩაგრულ ადამიანს ხედავდა, რომლებიც წმინდა კარავში გასამხნევებლად და ნუგეშის მისაღებად მიდიოდნენ, მაგრამ უკან გაწბილებულები, გულნატკენები და დამცირებულები ბრუნდებოდნენ. სამუელი იმასაც ხედავდა, როგორ არღვევდნენ ხოფნი და ფინხასი ღვთის ზნეობრივ ნორმებს და კარავში მომსახურე ქალებთან მრუშობდნენ (1 სამ. 2:22). შესაძლოა სამუელი ელის შეჰყურებდა იმ იმედით, რომ ის ამ უკანონობაზე თვალს არ დახუჭავდა.

      ალბათ, სამუელს ძალიან უმძიმდა იმ ბოროტების ყურება, რასაც ელის ვაჟები სჩადიოდნენ

      14 ამ სიტუაციის მოგვარება ყველაზე უკეთ ელის შეეძლო. მას, როგორც მღვდელმთავარს, უნდა გაეკონტროლებინა, რა ხდებოდა კარავში. ამასთანავე, მას, როგორც მამას, შვილების მხილებაც ევალებოდა, რადგან მისი ვაჟები მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც ვნებდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, ელი ვერც კარგი მღვდელმთავარი გამოდგა და ვერც კარგი მამა. ის თავის ვაჟებს უბრალოდ რბილად საყვედურობდა (წაიკითხეთ 1 სამუელის 2:23—25). სინამდვილეში მას მკაცრი ზომები უნდა მიეღო, რადგან მისი შვილები სასიკვდილო ცოდვებს სჩადიოდნენ.

      15. რა მკაცრი განაჩენი გამოუცხადა იეჰოვამ ელის, მაგრამ როგორ გამოეხმაურა ელი და მისი ოჯახი მას?

      15 მდგომარეობა ისე გართულდა, რომ იეჰოვამ „ღვთის კაცი“, ანუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, გაგზავნა ელისთან მკაცრი განაჩენის გასაცხადებლად. აი, რა უთხრა მას იეჰოვამ: „შენ შენს ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე მე“. ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ელის უვარგისი ვაჟები ერთ დღეს დაიღუპებოდნენ, ელის ოჯახი კი მღვდლად მსახურების პატივს დაკარგავდა. დააფიქრა ისინი ამ სიტყვებმა? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ამ სიტყვებს მათზე არ უმოქმედია (1 სამ. 2:27—3:1).

  • ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • c ბიბლიაში ამის ორი მაგალითია მოყვანილი. კანონში ეწერა, შეწირული ცხოველის რომელი ნაწილი ეკუთვნოდა მღვდელს (კან. 18:3). მაგრამ კარავში ორგული მღვდლების გამო ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. მათი დამხმარეები გრძელ ჩანგალს ყოფდნენ ქვაბში, რომელშიც ხორცი იხარშებოდა, და საუკეთესო ნაჭრები ამოჰქონდათ. გარდა ამისა, მღვდლის დამხმარეები შემწირველს მანამ ართმევდნენ უმ ხორცს, ვიდრე სამსხვერპლოზე ქონს ააბოლებდნენ იეჰოვასთვის (ლევ. 3:3—5; 1 სამ. 2:13—17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება