-
თავგანწირულებისა და ერთგულების მაგალითისაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ნოემბერი
-
-
დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ დადგა ელიას წასვლის დრო. ამ შემთხვევას ებრაული წერილების „ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონათხრობი“ ეწოდება.
ელია წასასვლელად ემზადება
ელიას სურდა, უკანასკნელად მოენახულებინა ბეთელი, იერიხონი და იორდანე. ეს იყო კილომეტრობით გზა, რომელშიც მთის ოღრო-ჩოღრო გზებიც შედიოდა. მგზავრობისას რამდენჯერაც კი გაჩერდნენ, ელიამ იმდენჯერ უთხრა ელისეს, რომ იქ დარჩენილიყო. მაგრამ ის გვერდიდან არ მოშორებია თავის მასწავლებელს (მეოთხე მეფეთა 2:1, 2, 4, 6).
ბეთელსა და იერიხონში მისვლისას ელისეს გამოეგება „წინასწარმეტყველთა გუნდი“a. „ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? — ჰკითხეს მას. — მეც ვიცი, — მიუგო მან. — იდუმეთ“ (მეოთხე მეფეთა 2:3, 5).
შემდეგ ელია და ელისე მდინარე იორდანისკენ გაემართნენ. როდესაც მათ დანიშნულ ადგილამდე მიაღწიეს, ელიამ სასწაული მოახდინა მოშორებით მდგომი დაახლოებით 50 წინასწარმეტყველის წინაშე. „აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაარტყა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ“ (მეოთხე მეფეთა 2:8).
როცა გაღმა გავიდნენ, ელიამ უთხრა ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან“. ელისემ სთხოვა მისი სულის „ორმაგი წილი“, რაც, ჩვეულებრივ, უფროსი ვაჟის კუთვნილ ორმაგ წილს უდრიდა. მართლაც, ელისე ისე სცემდა პატივს ელიას, როგორც უფროს ვაჟს უნდა ეცა პატივი მამისთვის. გარდა ამისა, ის ცხებულ იქნა ელიას გზის გამგრძელებლად, იეჰოვას წინასწარმეტყველად ისრაელში. ამიტომ მისი თხოვნა არც ეგოისტური იყო და არც შეუფერებელი. მიუხედავად ამისა, ელიამ იცოდა, რომ მხოლოდ იეჰოვას შეეძლო ამ თხოვნის დაკმაყოფილება, ამიტომ თავმდაბლურად უპასუხა: „ძნელს რასმე ითხოვ, — შემდეგ დაამატა. — თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდება“ (მეოთხე მეფეთა 2:9, 10; მეორე რჯული 21:17).
უეჭველია, ამ დროს ელისეს უფრო გაუძლიერდა თავის მასწავლებელთან დარჩენის სურვილი. შემდეგ „ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები“ გამოჩნდნენ. შეშინებული ელისეს თვალწინ ელია ქარბორბალამ აიტაცა — სასწაულებრივად გადაადგილდა სხვა ადგილზეb. ელისემ აიღო ელიას მოსასხამი და იორდანეს სანაპიროზე დაბრუნდა. მოსასხამი წყალს დაარტყა და თქვა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?“ წყალი შუაზე გაიპო, რაც იმის ნათელი მტკიცება იყო, რომ ღმერთი მასთან იყო, როგორც ელიას გზის გამგრძელებელთან (მეოთხე მეფეთა 2:11–14).
-
-
თავგანწირულებისა და ერთგულების მაგალითისაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ნოემბერი
-
-
ელისე გვერდიდან არ მოშორებია ელიას. მას მაშინაც კი არ მიუტოვებია მოხუცი წინასწარმეტყველი, როცა ამის შესაძლებლობა ეძლეოდა. ასეთი ერთგული სიყვარულის გამოვლენა ელისეს სიამოვნებას ანიჭებდა, რის მიზეზიც, უეჭველია, ელიასთან ახლო ურთიერთობა იყო. დღეს ღვთის მსახურები ცდილობენ ღმერთთან ურთიერთობის განმტკიცებას და თანამორწმუნეებთან უფრო დაახლოებას. ერთიანობის კავშირები კურთხეული იქნება, რადგანაც ბიბლია იეჰოვაზე ამბობს: „ურყევად ერთგულს ურყევი ერთგულებით ექცევი“ (მეორე მეფეთა 22:26, აქ).
-