-
ვინ გადაიტანს ‘უფლის დღეს’?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 სექტემბერი
-
-
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ელიას საქმის გამგრძელებელზე, წინასწარმეტყველ ელისეზე? (მესამე მეფეთა 19:15, 16).
2. ა) რა იყო ელიას უკანასკნელი და ელისეს პირველი სასწაული? ბ) რა ამტკიცებს, რომ ელია ცაში არ წასულა?
2 ელიას მიერ მოხდენილი ბოლო სასწაული იყო მოსასხამის დარტყმით მდინარე იორდანეს წყლის შუაზე გაპობა. ამან ელიასა და ელისეს საშუალება მისცა, რომ მშრალად გასულიყვნენ. მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბორბალამ აიტაცა ელია და დედამიწის სხვა ნაწილში გადაიყვანა (მე-15 გვერდზე იხილე ჩარჩო, სათაურით „რომელ ცად ავიდა ელია?“). დარჩა მხოლოდ ელიას მოსასხამი. როცა ელისემ ის იორდანეს დაარტყა, წყალი კვლავ შუაზე გაიპო, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, მშრალად დაბრუნებულიყო. ამ სასწაულმა ნათელყო, რომ ისრაელში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდაჭერაში ელისე ელიას საქმის გამგრძელებელი გახდა (მეოთხე მეფეთა 2:6–15).
აუცილებელია ღვთისმოსაწონი თვისებები
3. რა თქვეს პავლემა და პეტრემ იესოს თანდასწრებასა და ‘უფლის დღეზე’?
3 ელიასა და ელისეს დღეებიდან საუკუნეების შემდეგ პავლე და პეტრე მოციქულებმა მომავალი „უფლის დღე“ იესო ქრისტეს თანდასწრებასა და იმ დროისთვის მომავალ „ახალ ცასა და ახალ მიწას“ დაუკავშირეს (2 თესალონიკელთა 2:1, 2; 2 პეტრე 3:10–13). რომ გადავიტანოთ იეჰოვას დიდი დღე — როცა ღმერთი გაანადგურებს თავის მტრებს და იხსნის თავის ხალხს — უნდა ვეძებოთ იეჰოვა და გამოვავლინოთ თვინიერება და სიმართლე (სოფონია 2:1–3). როცა მხედველობაში ვღებულობთ წინასწარმეტყველ ელისესთან დაკავშირებულ მოვლენებს, სხვა თვისებებიც იკვეთება.
4. რა როლს ასრულებს იეჰოვას მსახურებაში გულმოდგინება?
4 ‘უფლის დღის’ გადასატანად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულმოდგინება ღვთის მსახურებაში. ელია და ელისე გულმოდგინეები იყვნენ იეჰოვას მსახურებაში. ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი დღეს მსგავსი გულმოდგინებით ეწევა იეჰოვასადმი წმინდა მსახურებას და კეთილი ცნობის ქადაგებას ხელმძღვანელობსa. 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან მათ, რომლებიც ეხმაურებიან სამეფოს შესახებ ცნობას და რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ, ისინი მოუწოდებენ, რომ მიუძღვნან თავი იეჰოვას და მოინათლონ (მარკოზი 8:34; 1 პეტრე 3:21). მილიონები კეთილგანწყობილებით ეხმაურებიან ამ მოწოდებას. ერთ დროს ისინი იყვნენ სულიერ სიბნელეში და ცოდვაში მკვდრები, ახლა კი გაიგეს ღვთის ჭეშმარიტება, მიიღეს დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი და გულმოდგინედ ემსახურებიან იეჰოვას (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3–5). თავიანთი გულმოდგინებით, თანამშრომლობით, სტუმართმოყვარეობითა და სხვა კეთილი საქმეებით ისინი დიდი გამხნევების წყაროს წარმოადგენენ ქრისტეს სულიერი ძმებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან (მათე 25:31–46).
5. რატომაა ასე მნიშვნელოვანი, ვაკეთოთ სიკეთე იესოს ‘ძმებისთვის’ და რა მაგალითი გვაქვს ელისეს დროიდან?
5 ვინც სიკეთეს უკეთებს იესოს ‘ძმებს’ იმის გამო, რომ ეს ცხებულები მისი მიმდევრები არიან, ‘უფლის დღის’ გადატანის იმედი აქვს. სოფელ შუნემში მცხოვრები ცოლ-ქმარი დიდად იქნა კურთხეული, რადგანაც სიკეთე და სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს ელისესა და მისი მსახურის მიმართ. ამ წყვილს შვილი არ ჰყავდა, ქმარი კი მოხუცებული იყო. მაგრამ ელისე შუნემელ ქალს დაჰპირდა, რომ ვაჟიშვილი შეეძინებოდა, და ეს ასეც მოხდა. როცა რამდენიმე წლის შემდეგ ეს ერთადერთი ვაჟიშვილი მოკვდა, ელისე მივიდა შუნემში და მკვდრეთით აღადგინა (მეოთხე მეფეთა 4:8–17, 32–37). რა უხვად დაჯილდოვდა ელისესთვის სტუმართმოყვარეობის აღმოჩენა!
6, 7. რა მაგალითი დატოვა ნაყამანმა და რა კავშირი აქვს ამას ‘უფლის დღის’ გადატანასთან?
6 საჭიროა თავმდაბლობა, რომ ქრისტეს ‘ძმებისგან’ მიიღო ბიბლიაზე დაფუძნებული მითითება იეჰოვას დღის გადატანის იმედთან დაკავშირებით. არამელთა ჯარის კეთროვან სარდალს, ნაყამანს, თავმდაბლობა უნდა გამოევლინა, რომ ტყვე ისრაელი გოგონას რჩევას მიჰყოლოდა და განსაკურნავად ისრაელში წასულიყო ელისეს მოსაძებნად. ნაცვლად იმისა, რომ ნაყამანის შესახვედრად სახლიდან გამოსულიყო, ელისემ ასეთი ცნობა გაუგზავნა: „შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები“ (მეოთხე მეფეთა 5:10). ნაყამანის სიამაყე შეილახა და ის გაბრაზდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავმდაბლურად წავიდა და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში, „ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა“ (მეოთხე მეფეთა 5:14). სახლში წასვლამდე ნაყამანი სამარიაში დაბრუნდა, რომ მადლობა გადაეხადა იეჰოვას წინასწარმეტყველისთვის. გადაწყვეტილებით აღსავსე — არ ესარგებლა მატერიალურად ღვთის მიერ ბოძებული ძალით — ელისე გამოვიდა ნაყამანის შესახვედრად, მაგრამ არ გამოურთმევია ძღვენი. ნაყამანმა თავმდაბლურად უთხრა ელისეს: ‘ამიერიდან უფლის [„იეჰოვას“, აქ] გარდა სხვა ღმერთებს არ შესწირავს მსხვერპლს შენი მორჩილი’ (მეოთხე მეფეთა 5:17).
7 ცხებულთა ბიბლიური რჩევის თავმდაბლური მიყოლით დღეს მრავალი უხვადაა კურთხეული. გარდა ამისა, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ რწმენის გამოვლენით ეს გულწრფელი ადამიანები სულიერად იწმინდებიან. ახლა ისინი ხარობენ პრივილეგიით — იყვნენ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მეგობრები (ფსალმუნი 14:1, 2; ლუკა 16:9). და ღვთისა და მისი მსახურებისადმი ერთგულება დაჯილდოვდება იმით, რომ ისინი გადაურჩებიან მარადიულ განადგურებას, რაც ელის ამაყ, მოუნანიებელ ცოდვილებს ‘უფლის დღეს’, რომელიც სწრაფად ახლოვდება (ლუკა 13:24; 1 იოანე 1:7).
„ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ“?
8. ა) რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ღვთის ნების შესრულებასთან დაკავშირებით იმათ, რომლებიც ‘უფლის დღეს’ გადაიტანენ? ბ) რა დავალება მიეცა იეჰუს? გ) რა დაემართებოდა იზებელს?
8 ვისაც ‘უფლის დღის’ გადატანის იმედი აქვს, გადაწყვეტილებით სავსე უნდა იყოს ღვთის ნების შესრულებაშიც. ელიამ თამამად იწინასწარმეტყველა მეფე აქაბის სისხლისმღვრელი, ბაალის თაყვანისმცემელი ოჯახის განადგურება (მესამე მეფეთა 21:17–26). მაგრამ ამ სასჯელის შესრულებამდე ელიას საქმის გამგრძელებელს, ელისეს, გარკვეული დაუმთავრებელი საქმე უნდა დაესრულებინა (მესამე მეფეთა 19:15–17). როცა იეჰოვას მიერ დადგენილი დღე დადგა, ელისემ დაარიგა მსახური, წასულიყო და სარდალი იეჰუ ისრაელის ახალ მეფედ ეცხო. მაცნემ იეჰუს თავზე ზეთი დაასხა და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის მეფედ. შენ მოსპობ შენი ბატონის, აქაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, სისხლი და უფლის ყველა მორჩილის სისხლი იზებელისგან. განადგურდება აქაბის მთელი სახლი“. ბოროტ დედოფალ იზებელს ძაღლებს გადაუგდებდნენ და წესიერად არ დაიმარხებოდა (მეოთხე მეფეთა 9:1–10).
-
-
ვინ გადაიტანს ‘უფლის დღეს’?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 სექტემბერი
-
-
ელისესნაირი გულმოდგინებით მსახურება
16, 17. ა) საიდან ვიცით, რომ ელისე სიკვდილის ბოლო წუთებამდე გულმოდგინე იყო? ბ) რა უნდა გავუკეთოთ ჭეშმარიტების ისრებს?
16 სანამ „უფლის დღე“ ბოლოს მოუღებს სატანის მთელ ბოროტ სისტემას, ღვთის მსახურები ისეთივე გაბედულები და გულმოდგინეები იქნებიან, როგორიც ელისე იყო. ელიას მსახურად ყოფნის გარდა ელისე იეჰოვას წინასწარმეტყველად 50 წელიწადზე მეტხანს მსახურობდა. ის ხანგრძლივი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე გულმოდგინე იყო. სიკვდილის წინ მას ესტუმრა იეჰუს შვილიშვილი, მეფე იოაში. ელისემ უთხრა მას, სარკმლიდან ისარი ეტყორცნა. ისარი ნიშნის მიმართულებით წავიდა და ელისემ წამოიძახა: „ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ“. შემდეგ ელისეს თხოვნით იოაშმა ისრები მიწას დაჰკრა. მაგრამ მან უგულოდ გააკეთა ეს და მხოლოდ სამგზის დაჰკრა. ელისემ თქვა, რომ ამის გამო იოაში მხოლოდ სამგზის სძლევდა არამს, და ეს ასეც მოხდა (მეოთხე მეფეთა 13:14–19, 25). მეფე იოაშმა ვერ სძლია არამელებს სრულიად, „საბოლოოდ“.
17 მაგრამ ელისესნაირი გულმოდგინებით ცხებული დარჩენილი ნაწილი აგრძელებს ცრუ თაყვანისმცემლობაზე იერიშის მიტანას. დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე მათი თანამგზავრები იმავეს აკეთებენ. გარდა ამისა, ‘უფლის დღის’ გადატანის იმედის მქონე ყველა ადამიანი კარგად იქცევა, თუ ახსოვს გულმოდგინე ელისეს სიტყვები მიწაზე დაკვრასთან დაკავშირებით. ავიღოთ ჭეშმარიტების ისრები და გულმოდგინედ დავკრათ კიდევ და კიდევ — დიახ, სანამ იეჰოვა გაგვაჩერებს.
-