საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა ხდის სამუშაო ადგილს სახიფათოს?
    გამოიღვიძეთ! — 2002 | მარტი 8
    • უკიდურესად დამძაბველი გარემო

      შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად ხშირად მუშახელზე უდიდეს ზეწოლას ახდენენ. იაპონური სიტყვა „კაროში“ (გადამეტებული მუშაობით გამოწვეული სიკვდილი) პირველად ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაში გამოიყენეს; ამ მოთხოვნას დაქვრივებული მეუღლე ავსებდა. სამი წლის წინათ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ოფისებში მომსახურე იაპონელთა 40 პროცენტს ეშინოდა გადამეტებული მუშაობით გამოწვეული სიკვდილის. ადვოკატმა, რომელიც კონკრეტულად ასეთ მოთხოვნებზე მუშაობდა, გამოთვალა, რომ „იაპონიაში ყოველწლიურად, სულ მცირე, 30 000 ადამიანი ხდება კაროშის მსხვერპლი“.

      იაპონელი პოლიციელების აზრით, 50—59 წლის ასაკში თვითმკვლელობის ზრდის ძირითადი მიზეზი სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემებია. ერთ-ერთი წიგნის (The Violence-Prone Workplace) თანახმად, სასამართლომ დამსაქმებელს პასუხი აგებინა მოსამსახურის თვითმკვლელობაზე, რადგან ეს მოსამსახურე სამუშაოსთან დაკავშირებული ათასგვარი საზრუნავით იყო შეწუხებული.

      ავსტრალიურ გაზეთ „კანბერა ტაიმში“ ნათქვამია: „ამერიკელებმა გაუსწრეს იაპონელებს, რომელთაც სამუშაო დღის ხანგრძლივობით მსოფლიოში პირველი ადგილი ეჭირათ“. ამგვარად, საგაზეთო სტატია „სამუშაო დღის საგრძნობლად გახანგრძლივებას ადამიანები სიკვდილამდე მიჰყავს“ გვიყვება გადაღლილი მუშაკების, მაგალითად, სასწრაფო დახმარების გადაღლილი მძღოლების, გადაქანცული პილოტების, მშენებლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების, აგრეთვე ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანების შესახებ, რომლებიც სამსახურში ყოფნისას გარდაიცვალნენ.

      მომგებიანობის შესანარჩუნებლად კომპანიების რეორგანიზაციისა და კადრების შემცირების დროს, დიდი ზეწოლა მუშაკებზე ხდება და უნდათ, რომ ისინი უფრო პროდუქტიულები იყვნენ. „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი“ იუწყება, რომ კადრების შემცირება ძალზე უარყოფითად მოქმედებს მუშაკების ჯანმრთელობაზე

  • რა ხდის სამუშაო ადგილს სახიფათოს?
    გამოიღვიძეთ! — 2002 | მარტი 8
    • მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ვენინგა გვამცნობს, რომ „მომსახურეთა შორის სტრესი და მასთან დაკავშირებული დაავადებები მსოფლიოში ყველგან გვხვდება“. მანვე აღნიშნა: „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1993 წლის ანგარიშის თანახმად, ძირითადი პრობლემა გაურკვევლობით, მუდმივი ცვალებადობითა და ხშირად სამუშაო ადგილზე მტრული განწყობილებით გამოწვეული სტრესია“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება