შევთავაზოთ ბიბლიის შესწავლა
1 ბიბლიის შეძენა და შესწავლა ნამდვილად ღირს. ჩვენ ამას ვეთანხმებით. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, რომ ასევე აფასებდნენ ბიბლიას, როდესაც დეკემბერში მათ წიგნ „შემეცნების“ შესწავლას შევთავაზებთ?
2 დღეს ცოტანი კითხულობენ ბიბლიას და თითქმის არავის ესმის მისი პრინციპები ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ღვთის სიტყვა მათზე სასურველ ზეგავლენას მოახდენს და მისი რჩევების მიყოლა პატიოსნებასთან, ზნეობასა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, დაეხმარებათ დღევანდელ პრობლემებთან გამკლავებაში. როგორ შეიძლება ამის მიღწევა?
3 გამოიყენე შემდეგი შეთავაზება. „ალბათ, დამეთანხმებით, რომ დღეს, როდესაც ზნეობა ასე სწრაფად იცვლება, და დაურწმუნებლობა, რომელიც მომავლისადმი არსებობს, ჩვენ რაღაც სანდო ხელმძღვანელობა გვესაჭიროება ცხოვრებაში? [ადროვე გიპასუხოს]. თუმცა ბიბლია უძველესი წიგნია, ის პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს დღეისთვის და ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის“. შემდეგ გადაშალე წიგნ „შემეცნების“ მეორე თავზე და წაიკითხე მე-10 აბზაცი და მე-11 აბზაცის პირველი წინადადება, აგრეთვე 2 ტიმოთეს 3:16, 17. თუ პიროვნებამ ინტერესი გამოავლინა, დაუტოვე წიგნი „შემეცნება“ და აუხსენი ბიბლიის უფასო შესწავლის პროგრამა. თუ ფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა შესწავლის დაწყება ბროშურით „რას მოითხოვს“, შეგიძლია ასეც მოიქცე. აგრეთვე სხვა ხელსაყრელ შეთავაზებებს ნახავ „ჩვენი სამეფო მსახურების“ გასულ ნომრებში.
4 დაე გამოვავლინოთ ბიბლიისადმი მადლიერება. ამას შევძლებთ, თუ დეკემბერში გულმოდგინედ შევთავაზებთ ადამიანებს მის შესწავლას.