„მე რის გაკეთება შემიძლია?“
1 „მე რის გაკეთება შემიძლია?“ — უეჭველია, ეს კითხვა აწუხებდათ ბიბლიის შემსწავლელი იმ პატარა ჯგუფის წევრებს, რომელიც ჩარლზ ტეიზ რასელმა ჩამოაყალიბა XIX საუკუნის 70-იან წლებში. რაც უფრო უკეთ იგებდნენ ღვთის ნებას, ალბათ, მით უფრო აინტერესებდათ მაშინდელ ბიბლიის მკვლევარებს, რის გაკეთება შეეძლოთ, რომ სხვებს დახმარებოდნენ ღვთის განზრახვის გაგებაში. მსოფლიოს ყველა კუთხეში იმ ბიბლიური შემეცნების მიწვდენა, რომელსაც თვითონ იღებდნენ, უდავოდ, უდიდესი ამოცანა იყო.
2 ჩვენდა საბედნიეროდ, ისინი გაუმკლავდნენ ამ დავალებას. როგორ? თითოეულმა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წვლილი შეიტანა, რის შედეგადაც დღეს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი — ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია 234 ქვეყანაში და კუნძულებზე არსებულ დაახლოებით 90 000 კრებაში მომსახურე სამეფოს თითქმის ექვსი მილიონი მაუწყებელი (ეს. 60:22).
3 სრულად დაუჭირე მხარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა გარკვეული წვლილი შეიტანოს იმ უდიდეს საქმეში, რომლის ამ უკანასკნელ დღეებში შესრულებაც იესომ იწინასწარმეტყველა (მარ. 13:10). რასაკვირველია, შეუძლებელია ამ საქმის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის უხუცესებისთვის მიბარება; სამქადაგებლო საქმიანობა არც მარტო პიონერებს აკისრიათ. ყოველ ერთგულ ქრისტიანს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მართებს. თითოეულს შეგვიძლია სამქადაგებლო საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში მონაწილეობა (1 ტიმ. 1:12). რა ზომითაც უნდა ვაკეთებდეთ ამას, სარგებლობა მოგვაქვს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის (1 ტიმ. 4:16).
4 თითოეულს შეგვიძლია რაიმე სხვა მნიშვნელოვანი საშუალებითაც სრულად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ქრისტიანულ საძმოს. კრების შეხვედრების მხარდაჭერა შეგვიძლია მათზე რეგულარულად დასწრებითა და ენთუზიაზმით აღსავსე მონაწილეობით (ფსალმ. 121:1, 8, 9). აგრეთვე შეგვიძლია პირადი წვლილი შევიტანოთ კრების ზნეობრივად სუფთად დაცვაში, ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით ფინანსურად დავუჭიროთ მხარი მსოფლიო საქმეს და მონაწილეობა მივიღოთ სამეფო დარბაზის დალაგებაში. თითოეულს შეუძლია ხელი შეუწყოს კრებაში სიყვარულისა და ერთიანობის თბილ ატმოსფეროს იმით, რომ დაეხმარება ახლებს, ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს (კოლ. 3:12, 14).
5 ამგვარად, შეიძლებოდა გეკითხა: „მე რის გაკეთება შემიძლია?“. თუმცა შენი მცდელობა შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, პირადი წვლილის შეტანით ხელს უწყობ, რომ კრება ძლიერი, აქტიური და ჯანსაღი იყოს. ასეთნაირად თითოეულს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იეჰოვას სახელის განდიდებაში!