განმეორებითი მონახულებისას, ვისაც ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ დაუტოვე, შეგიძლია უთხრა:
„ჩვენი წინა შეხვედრის დროს, მე დაგიტოვეთ ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. შესაძლოა ყურადღება მიაქციეთ, რომ ჟურნალის სრული სათაური ასე ჟღერს „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ამჯერად მინდა აგიხსნათ, თუ რა სამეფოზეა აქ საუბარი და რა მნიშვნელობა აქვს მას თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის“. შემდეგ გადაუშალე ბროშურა „რას მოითხოვს“ მე-6 გაკვეთილზე. იმის მიხედვით განიხილე, თუ რამდენი დრო აქვს მსმენელს.
„ამას წინათ მოგაკითხეთ და დაგიტოვეთ ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ეს ჟურნალები ხალხს ბიბლიისა და მასში მოცემული ზნეობრივი ნორმებისადმი პატივისცემას უნერგავს. მე მგონი მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს ღვთის სიტყვა. ამიტომ კვლავ მოვედი, რომ გაჩვენოთ, თუ რა დაგეხმარებათ ამაში“. აჩვენე ბროშურა „რას მოითხოვს“ ან წიგნი „შემეცნება“ და შესთავაზე ბიბლიის შესწავლა.
ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნის შეთავაზება შეგიძლია შემდეგი სიტყვებით დაიწყო:
„დღეს დიდი ყურადღება ექცევა კარგი განათლების მიღებას. თქვენი აზრით, როგორი განათლება უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ დიდ ბედნიერებასა და წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე იგავნის 9:10, 11]. ეს წიგნი [აჩვენე იმ წიგნის სათაური, რომელსაც სთავაზობ], რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული, მიუთითებს შემეცნების ერთადერთ წყაროზე, რომელსაც შეუძლია მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანოს“. აჩვენე კონკრეტული მაგალითი წიგნიდან და ურჩიე, რომ წაიკითხოს.
თუ ნაპოვნი გაქვს ინტერესის აღმძვრელი ეფექტური შეთავაზება, აუცილებლად განაგრძე მისი გამოყენება! მხოლოდ შეუსაბამე მიმდინარე თვეებში შესათავაზებელ ლიტერატურას.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
სხვა პუბლიკაციები
სხვა წიგნებისა და ბროშურებისთვის შეთავაზებების პოვნა შესაძლებელია „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსში“ ქვესათაურით
შეთავაზებები
პუბლიკაციათა სია
[ჩარჩო 6 გვერდზე]
როდესაც პირდაპირ ბიბლიის შესწავლას ვთავაზობთ
ბიბლიის შესწავლის დასაწყებად, შეგიძლია შემდეგი შეთავაზებები გამოიყენო:
„იცოდით თუ არა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ იპოვოთ პასუხები მნიშვნელოვან ბიბლიურ შეკითხვებზე? მაგალითად. . .“. შემდეგ დასვი ბროშურის „რას მოითხოვს“ ერთ-ერთი გაკვეთილის დასაწყისში მოცემული კითხვა, რომელიც შენი აზრით ყველაზე მეტად დააინტერესებს მსმენელს.
„შემოგიარეთ, რომ გაჩვენოთ, თუ როგორ ვატარებთ ბიბლიის შესწავლას დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. გაქვთ ხუთი წუთი?“. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ბროშურის „რას მოითხოვს“ 1-ლი გაკვეთილის საშუალებით აჩვენე, როგორ მიმდინარეობს შესწავლა. მითითებული მუხლებიდან წაიკითხე მხოლოდ ერთი ან ორი. შემდეგ ჰკითხე: „როდის გექნებათ დაახლოებით 15 წუთი შემდეგი გაკვეთილის განსახილველად?“.
„მრავალს აქვს ბიბლია, მაგრამ არც კი იციან, რომ იგი იძლევა პასუხებს იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ჩვენს მომავალს ეხება. თუ კვირაში დაახლოებით ერთ საათს გამოყოფთ ამ დამხმარე სახელმძღვანელოს განსახილველად [ბროშურა „რას მოითხოვს“ ან წიგნი „შემეცნება], სულ რამოდენიმე თვეში გაეცნობით ბიბლიის ძირითად საკითხებს. სიამოვნებით გიჩვენებთ, თუ როგორ ტარდება შესწავლა“.
„მინდა შემოგთავაზოთ ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა. თუ ნებას დამრთავთ, მხოლოდ რამდენიმე წუთში გიჩვენებთ, თუ როგორ მიმდინარეობს ბიბლიის განხილვა ოჯახებში მსოფლიოს დაახლოებით 200 ქვეყანაში. შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემებიდან ნებისმიერზე [აჩვენე წიგნ „შემეცნების“ სარჩევი]. განსაკუთრებით რომელი მათგანი გაინტერესებთ?“. დაელოდე, რომ ამოირჩიოს. შემდეგ გადაუშალე შერჩეულ თავზე და პირველივე აბზაცით დაიწყე განხილვა.
„მე ბიბლიას უფასოდ ვასწავლი ადამიანებს. ჩემს განრიგში თავისუფალი დრო მაქვს ბიბლიის შესწავლის მსურველთათვის. ბიბლიის შესასწავლად ამ სახელმძღვანელოს ვიყენებთ [აჩვენე წიგნი „შემეცნება“]. სწავლის კურსი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება და საშუალებას გვაძლევს, ვიპოვოთ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას? რატომ ვბერდებით და ვკვდებით? რა ემართებათ ჩვენს საყვარელ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ? როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს? შეიძლება გიჩვენოთ, თუ როგორ ტარდება შესწავლა?“.